პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნიჭიერის კარუზოს" მადლიერი მგზავრი - "თავიდან კომიკურად შევხედე, მაგრამ ისე გაგვაოცა, ტელეფონის ნომერიც გამოვართვი’’
"ნიჭიერის კარუზოს" მადლიერი მგზავრი - "თავიდან კომიკურად შევხედე, მაგრამ ისე გაგვაოცა, ტელეფონის ნომერიც გამოვართვი’’

ბო­ლოს, "ნი­ჭი­ე­რის" შო­უ­ზე სა­ო­პე­რო არი­ე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ტაქ­სის­ტი გე­ვორქ პეტ­რო­სი­ა­ნი გა­ვი­ცა­ნით, რო­მელ­მაც სა­კუ­თა­რი მო­ნა­ცე­მე­ბით მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი აუ­დი­ტო­რია გა­ა­ო­ცა, მათ შო­რის მეც და სა­კუ­თარ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე მა­შინ­ვე დავ­დე სტა­ტუ­სი: "ტაქ­სი­ში რომ ჩაჯ­დე­ბი და ტაქ­სის­ტი სა­ო­პე­რო არი­ებს გიმ­ღე­რებს-მეთ­ქი". მა­შინ­ვე გა­მო­მეხ­მა­უ­რა ადა­მი­ა­ნი, - მე მის ტაქ­სი­ში ერთხელ მარ­თლაც მოვ­ხვდი და გა­მაკ­ვირ­ვაო... რა თქმა უნდა, მას გა­ვე­სა­უბ­რე.

კახა კა­პა­ნა­ძე, პი­ცე­რი­ის მე­ნე­ჯე­რი:

- მისი ტაქ­სი ისან­ში გა­ვა­ჩე­რე, რად­გა­ნაც სახ­ლში, დი­ღომ­ში მივ­დი­ო­დი, შემ­დეგ მე­გობ­რის­თვის უნდა გა­მევ­ლო და კლუბ­ში წავ­სუ­ლი­ყა­ვით.

- ძვი­რი და­გი­ფა­სათ?

- საკ­მა­ოდ მი­სა­ღე­ბი ფასი მი­თხრა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ია­ფიც კი, თა­ნაც წვიმ­და...

- რაზე ისა­უბ­რეთ?

- მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ჩვენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ვსა­უბ­რობ­დით, ორი­ვე სა­რეს­ტორ­ნო ქსელ­ში ვმუ­შა­ობთ... ჩვენს სა­უ­ბარ­ში ჩა­ერ­თო ეს ბა­ტო­ნი და ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­უ­ლოდ­ნე­ლად წა­მო­ი­წყო სიმ­ღე­რა. ოპე­რე­ბი­დან ცნო­ბი­ლი არი­ე­ბი შე­ას­რუ­ლა, თუ რო­მე­ლი, ახლა აღარ მახ­სოვს...

თა­ვი­დან საკ­მა­ოდ უც­ნა­უ­რად და კო­მი­კუ­რად აღ­ვიქ­ვით, მაგ­რამ იმ­დე­ნად პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად მღე­რო­და, რომ ძა­ლი­ან დიდი პა­ტი­ვის­ცე­მით გან­ვე­წყვეთ. სა­კონ­ტაქ­ტო ნო­მე­რი გა­მო­ვარ­თვი, ჩემი პრო­ფე­სი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ დამ­ჭირ­ვე­ბო­და მისი ჰობი.

- სა­კუ­თარ იე­ღო­ვე­ლო­ბა­ზე არა­ფე­რი უთ­ქვამს?

- არა... ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და, რომ ასეთ ნი­ჭი­ერ ადა­მი­ანს შევ­ხვდი, მაგ­რამ გული დამ­წყდა, რომ მისი ნიჭი ასე იკარ­გე­ბა. იმის მერე ყვე­ლას ვუყ­ვე­ბო­დი მას­ზე და ახლა "ნი­ჭი­ე­რის" შო­უ­ში რომ გა­მოჩ­ნდა, კი­დევ უფრო მე­სი­ა­მოვ­ნა. წარ­მა­ტე­ბე­ბი მინ­და ვუ­სურ­ვო...

ლალი ფა­ცია

sponsored by ContentRoom

"ნიჭიერის კარუზოს" მადლიერი მგზავრი - "თავიდან კომიკურად შევხედე, მაგრამ ისე გაგვაოცა, ტელეფონის ნომერიც გამოვართვი’’

"ნიჭიერის კარუზოს" მადლიერი მგზავრი - "თავიდან კომიკურად შევხედე, მაგრამ ისე გაგვაოცა, ტელეფონის ნომერიც გამოვართვი’’

ბოლოს, "ნიჭიერის" შოუზე საოპერო არიების შემსრულებელი ტაქსისტი გევორქ პეტროსიანი გავიცანით, რომელმაც საკუთარი მონაცემებით მრავალრიცხოვანი აუდიტორია გააოცა, მათ შორის მეც და საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე მაშინვე დავდე სტატუსი: "ტაქსიში რომ ჩაჯდები და ტაქსისტი საოპერო არიებს გიმღერებს-მეთქი". მაშინვე გამომეხმაურა ადამიანი, - მე მის ტაქსიში ერთხელ მართლაც მოვხვდი და გამაკვირვაო... რა თქმა უნდა, მას გავესაუბრე.

კახა კაპანაძე, პიცერიის მენეჯერი:

- მისი ტაქსი ისანში გავაჩერე, რადგანაც სახლში, დიღომში მივდიოდი, შემდეგ მეგობრისთვის უნდა გამევლო და კლუბში წავსულიყავით.

- ძვირი დაგიფასათ?

- საკმაოდ მისაღები ფასი მითხრა. შეიძლება ითქვას, იაფიც კი, თანაც წვიმდა...

- რაზე ისაუბრეთ?

- მე და ჩემი მეგობარი ჩვენს საქმიანობაზე ვსაუბრობდით, ორივე სარესტორნო ქსელში ვმუშაობთ... ჩვენს საუბარში ჩაერთო ეს ბატონი და ფაქტობრივად, მოულოდნელად წამოიწყო სიმღერა. ოპერებიდან ცნობილი არიები შეასრულა, თუ რომელი, ახლა აღარ მახსოვს...

თავიდან საკმაოდ უცნაურად და კომიკურად აღვიქვით, მაგრამ იმდენად პროფესიონალურად მღეროდა, რომ ძალიან დიდი პატივისცემით განვეწყვეთ. საკონტაქტო ნომერი გამოვართვი, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, რომ დამჭირვებოდა მისი ჰობი.

- საკუთარ იეღოველობაზე არაფერი უთქვამს?

- არა... ძალიან გამიხარდა, რომ ასეთ ნიჭიერ ადამიანს შევხვდი, მაგრამ გული დამწყდა, რომ მისი ნიჭი ასე იკარგება. იმის მერე ყველას ვუყვებოდი მასზე და ახლა "ნიჭიერის" შოუში რომ გამოჩნდა, კიდევ უფრო მესიამოვნა. წარმატებები მინდა ვუსურვო...

ლალი ფაცია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია