მსოფლიო
სამხედრო
პოლიტიკა

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცნობილი ქართველი ამერიკელები
ცნობილი ქართველი ამერიკელები

პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ამე­რი­კე­ლე­ბის ზუს­ტი რა­ო­დე­ნო­ბა უც­ნო­ბია, რად­გან 20-ე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში მიგ­რა­ცი­ის ძი­რი­თა­დი ტალ­ღის დროს, ქარ­თვე­ლე­ბი რუ­სე­ბად მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ. რო­გორც ცნო­ბი­ლია, ამე­რი­კა­ში პირ­ვე­ლად 12 ქარ­თვე­ლი მხე­და­რი ჩა­ვი­და, რომ­ლე­ბიც ბუ­ფა­ლო ბილი კო­დიმ, სა­კუ­თა­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის­თვის, სა­ხე­ლად "ვე­ლუ­რი და­სავ­ლე­თი" და­ი­ქი­რა­ვა, სა­დაც იგი ინ­დი­ე­ლე­ბი­სა და კოვ­ბო­ე­ბის ყო­ფა­ცხოვ­რე­ბის სუ­რა­თებს აცო­ცხლებ­და. ქარ­თვე­ლი მხედ­რე­ბი ღირ­სე­ულ კონ­კუ­რენ­ცი­ას უწევ­დნენ მექ­სი­კელ, არ­გენ­ტი­ნელ, ფრანგ, ინ­გლი­სელ და ამე­რი­კელ მხედ­რებს. პრინც ივან როს­ტო­მოვ მარ­ჩე­რა­ძის თა­ოს­ნო­ბით, ქარ­თვე­ლე­ბი აუ­დი­ტო­რი­ას სა­კუ­თა­რი ენერ­გი­ით, სტი­ლი­თა და ცხე­ნის და­მორ­ჩი­ლე­ბის ტექ­ნი­კით ატყვე­ვებ­დნენ.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ქარ­თვე­ლე­ბის რი­ცხვი, სა­ქარ­თვე­ლო­ში წი­თე­ლი არ­მი­ის შე­მოჭ­რის შემ­დეგ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და. 1921 წელს საბ­ჭო­თა რეპ­რე­სი­ე­ბის ში­შით ასო­ბით ქარ­თულ ოჯახს მო­უ­წია ქვეყ­ნის სა­ზღვრე­ბის და­ტო­ვე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით 200 ქარ­თვე­ლი ლტოლ­ვი­ლი, მათ შო­რის ყო­ფი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბი, არის­ტოკ­რა­ტე­ბი და ოფიც­რე­ბი სა­ცხოვ­რებ­ლად ამე­რი­კა­ში ჩა­ვიდ­ნენ. ამე­რი­კა­ში ქარ­თუ­ლი სათ­ვის­ტო­მოს სიმ­ცი­რის მი­უ­ხე­და­ვად, ქარ­თველ­მა ამე­რი­კე­ლებ­მა მა­ინც შეძ­ლეს სა­კუ­თა­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა.

ჯერ კი­დევ 1924 წელს, ქარ­თუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი სან-ფრან­ცის­კო­სა და ნიუ-იორკში და­ფუძნ­და. ეს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ძი­რი­თა­დად კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რებ­დნენ და დახ­მა­რე­ბას უწევ­დნენ სხვა ემიგ­რან­ტებს. 1955-1975 წლებ­ში საკ­მა­ოდ პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო ქარ­თუ­ლი გა­ზე­თი "ქარ­თუ­ლი აზრი", რო­მე­ლიც ძი­რი­თა­დად ქარ­თვე­ლი ამე­რი­კე­ლე­ბის შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის ხარ­ჯზე არ­სე­ბობ­და. ამე­რი­კის შე­ერ­თბულ შტა­ტებ­ში მოღ­ვა­წე პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლე­ბის რი­გებ­ში არი­ან:

ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლი - ავი­ა­კონ­სტრუქ­ტო­რი, აშშ-ის ავი­ამ­შე­ნებ­ლო­ბის ერთ-ერთი პი­ო­ნე­რი. აშშ-ის სა­ა­ვი­ა­ციო ის­ტო­რი­ა­ში ალექ­სან­დრე ქარ­თვე­ლი მიჩ­ნე­უ­ლია ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე თვალ­სა­ჩი­ნო და მო­წი­ნა­ვე ავი­ა­კონ­სტრუქ­ტო­რად.

ჯონ შა­ლი­კაშ­ვი­ლი - ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის არ­მი­ის გე­ნე­რა­ლი. 1993 წლის 25 ოქ­ტომ­ბერს, პრე­ზი­დენტ ბილ კლინ­ტო­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გე­ნე­რა­ლი ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლი და­ი­ნიშ­ნა შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის შტა­ბე­ბის მე­თა­ურ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რედ. შა­ლი­კაშ­ვი­ლი იყო სტენ­ფორ­დის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, სა­დაც იგი მოღ­ვა­წე­ობ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო უსაფრ­თხო­ე­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ცენ­ტრში. 2004 წელს ჯონ მალ­ხაზ შა­ლი­კაშ­ვი­ლი მრჩევ­ლი იყო ჯონ კე­რის საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ა­ში.

ჯორჯ ბა­ლან­ჩი­ნი - ამე­რი­კე­ლი ბა­ლეტ­მე­ის­ტე­რი, ამე­რი­კის კლა­სი­კუ­რი ბა­ლე­ტის ფუ­ძემ­დე­ბე­ლი, ბა­ლან­ჩი­ნი მთელ მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბუ­ლია თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის უდი­დეს ქო­რე­ოგ­რა­ფად.

პრინ­ცი ჯორჯ მა­ჩა­ბე­ლი - შექ­სპი­რის მთარ­გმნე­ლის, ივა­ნე მა­ჩა­ბე­ლის უფ­რო­სი ძმის ვა­სი­ლის ვაჟი, ცნო­ბი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მოღ­ვა­წე და პარ­ფი­უ­მე­რი, "სუ­ნა­მო­ე­ბის პრინ­ცად" წო­დე­ბუ­ლი. 1924 წელს გახ­სნა ან­ტიკ­ვა­რუ­ლი მა­ღა­ზია "წი­თე­ლი და შავი" და რო­გორც საქ­მო­სან­მა, სულ მალე გა­ით­ქვა სა­ხე­ლი. თუმ­ცა არ ივი­წყებ­და თა­ვის ძველ გა­ტა­ცე­ბას – სუ­ნა­მო­ე­ბის შე­ზა­ვე­ბას და 1926 წელს და­ა­არ­სა პარ­ფი­უ­მე­რუ­ლი კომ­პა­ნია "Prince Matchabelli", რო­მე­ლიც 1920-1930-იან წლებ­ში აშშ-ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი კორ­პო­რა­ცი­ე­ბის ხუ­თე­ულ­ში შე­დი­ო­და. მა­ჩაბ­ლის ფირ­მის ფლა­კონ­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი იყო მისი საგ­ვა­რე­უ­ლო გერ­ბი და სა­მე­ფო გვირ­გვი­ნი. ეს მიგ­ნე­ბა ეკუთ­ვნო­და მის მე­უღ­ლეს. პირ­ვე­ლი სუ­ნა­მო, რო­მე­ლიც გი­ორ­გი მა­ჩა­ბელ­მა და­ამ­ზა­და, გახ­ლდათ "სა­ქარ­თვე­ლოს დე­დო­ფა­ლი", მას მოჰ­ყვა "პრინ­ცე­სა ნო­რი­ნა", "დი­უ­შეს ოფ იორკ", "ოქ­როს შე­მოდ­გო­მა", სა­ა­ბა­ზა­ნო ზეთი "აბა­ნო", ოდე­კო­ლო­ნი "ქა­რის სიმ­ღე­რა", დაპ­რე­სი­ლი პუდ­რი და პო­მა­და.

მი­ხე­ილ გრი­გო­რაშ­ვილ­მა აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა 1926 წელს მი­ი­ღო. იგი მუ­შა­ობ­და როდ-აი­ლენ­დის სა­ა­ვი­ა­ციო ქარ­ხა­ნა­ში. 1921 წელს ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ავია კონ­სტუქ­ტო­რი დი­ზა­ი­ნე­რად მი­იწ­ვია დე­ი­თონ-რა­ი­თის კომ­პა­ნი­ამ, ხოლო 1923 წელს - კერ­ტის-რა­ით­მა. 1934 წელს მი­ხე­ილ გრი­გორ­მა და­ა­არ­სა თა­ვი­სი ფირ­მა - Gregor Aircraft-ი და გა­მო­უშ­ვა ორი­გი­ნა­ლუ­რი მსუ­ბუ­ქი თვითმფრი­ნა­ვი GR-1. ორი წლის შემ­დეგ მი­ხე­ილ გრი­გორ­მა Canadian Car and Foundry-სთვის შექ­მნა ბიპ­ლა­ნი გა­მა­ნად­გუ­რე­ბე­ლი FDB-1. მო­წი­ნა­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ი­სა და ინო­ვა­ცი­უ­რი დი­ზა­ი­ნის მი­უ­ხე­და­ვად, თვითმფრი­ნავს მყიდ­ვე­ლი არ გა­მო­უჩ­ნდა, ხოლო ერ­თა­დერ­თი პრო­ტო­ტი­პი ხან­ძრის დროს და­იწ­ვა 1945 წელს. ორ­მო­ცი­ან წლებ­ში მი­ხე­ილ გრი­გო­რი წამ­ყვან დი­ზა­ი­ნე­რად მუ­შა­ობ­და კომ­პა­ნია Chase Aircraft-ში.

მე­დეა სა­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება

ცნობილი ქართველი ამერიკელები

ცნობილი ქართველი ამერიკელები

პირველი ქართველი ამერიკელების ზუსტი რაოდენობა უცნობია, რადგან 20-ე საუკუნის დასაწყისში მიგრაციის ძირითადი ტალღის დროს, ქართველები რუსებად მიიჩნეოდნენ. როგორც ცნობილია, ამერიკაში პირველად 12 ქართველი მხედარი ჩავიდა, რომლებიც ბუფალო ბილი კოდიმ, საკუთარი წარმოდგენებისთვის, სახელად "ველური დასავლეთი" დაიქირავა, სადაც იგი ინდიელებისა და კოვბოების ყოფაცხოვრების სურათებს აცოცხლებდა. ქართველი მხედრები ღირსეულ კონკურენციას უწევდნენ მექსიკელ, არგენტინელ, ფრანგ, ინგლისელ და ამერიკელ მხედრებს. პრინც ივან როსტომოვ მარჩერაძის თაოსნობით, ქართველები აუდიტორიას საკუთარი ენერგიით, სტილითა და ცხენის დამორჩილების ტექნიკით ატყვევებდნენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველების რიცხვი, საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1921 წელს საბჭოთა რეპრესიების შიშით ასობით ქართულ ოჯახს მოუწია ქვეყნის საზღვრების დატოვება. დაახლოებით 200 ქართველი ლტოლვილი, მათ შორის ყოფილი პოლიტიკური ლიდერები, არისტოკრატები და ოფიცრები საცხოვრებლად ამერიკაში ჩავიდნენ. ამერიკაში ქართული სათვისტომოს სიმცირის მიუხედავად, ქართველმა ამერიკელებმა მაინც შეძლეს საკუთარი კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება.

ჯერ კიდევ 1924 წელს, ქართული ორგანიზაციები სან-ფრანცისკოსა და ნიუ-იორკში დაფუძნდა. ეს ორგანიზაციები ძირითადად კულტურულ ღონისძიებებს ატარებდნენ და დახმარებას უწევდნენ სხვა ემიგრანტებს. 1955-1975 წლებში საკმაოდ პოპულარული იყო ქართული გაზეთი ”ქართული აზრი”, რომელიც ძირითადად ქართველი ამერიკელების შემოწირულობების ხარჯზე არსებობდა. ამერიკის შეერთბულ შტატებში მოღვაწე პირველი ქართველების რიგებში არიან:

ალექსანდრე ქართველი - ავიაკონსტრუქტორი, აშშ-ის ავიამშენებლობის ერთ-ერთი პიონერი. აშშ-ის საავიაციო ისტორიაში ალექსანდრე ქართველი მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე თვალსაჩინო და მოწინავე ავიაკონსტრუქტორად.

ჯონ შალიკაშვილი - ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალი. 1993 წლის 25 ოქტომბერს, პრეზიდენტ ბილ კლინტონის გადაწყვეტილებით, გენერალი ჯონ მალხაზ შალიკაშვილი დაინიშნა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარედ. შალიკაშვილი იყო სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, სადაც იგი მოღვაწეობდა საერთაშორისო უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ცენტრში. 2004 წელს ჯონ მალხაზ შალიკაშვილი მრჩევლი იყო ჯონ კერის საპრეზიდენტო კამპანიაში.

ჯორჯ ბალანჩინი - ამერიკელი ბალეტმეისტერი, ამერიკის კლასიკური ბალეტის ფუძემდებელი, ბალანჩინი მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად.

პრინცი ჯორჯ მაჩაბელი - შექსპირის მთარგმნელის, ივანე მაჩაბელის უფროსი ძმის ვასილის ვაჟი, ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე და პარფიუმერი, "სუნამოების პრინცად" წოდებული. 1924 წელს გახსნა ანტიკვარული მაღაზია "წითელი და შავი" და როგორც საქმოსანმა, სულ მალე გაითქვა სახელი. თუმცა არ ივიწყებდა თავის ძველ გატაცებას – სუნამოების შეზავებას და 1926 წელს დააარსა პარფიუმერული კომპანია "Prince Matchabelli", რომელიც 1920-1930-იან წლებში აშშ-ის უმნიშვნელოვანესი კორპორაციების ხუთეულში შედიოდა. მაჩაბლის ფირმის ფლაკონზე გამოსახული იყო მისი საგვარეულო გერბი და სამეფო გვირგვინი. ეს მიგნება ეკუთვნოდა მის მეუღლეს. პირველი სუნამო, რომელიც გიორგი მაჩაბელმა დაამზადა, გახლდათ "საქართველოს დედოფალი", მას მოჰყვა "პრინცესა ნორინა", "დიუშეს ოფ იორკ", "ოქროს შემოდგომა", სააბაზანო ზეთი "აბანო", ოდეკოლონი "ქარის სიმღერა", დაპრესილი პუდრი და პომადა.

მიხეილ გრიგორაშვილმა აშშ-ის მოქალაქეობა 1926 წელს მიიღო. იგი მუშაობდა როდ-აილენდის საავიაციო ქარხანაში. 1921 წელს ახალგაზრდა ქართველი ავია კონსტუქტორი დიზაინერად მიიწვია დეითონ-რაითის კომპანიამ, ხოლო 1923 წელს - კერტის-რაითმა. 1934 წელს მიხეილ გრიგორმა დააარსა თავისი ფირმა - Gregor Aircraft-ი და გამოუშვა ორიგინალური მსუბუქი თვითმფრინავი GR-1. ორი წლის შემდეგ მიხეილ გრიგორმა Canadian Car and Foundry-სთვის შექმნა ბიპლანი გამანადგურებელი FDB-1. მოწინავე ტექნოლოგიისა და ინოვაციური დიზაინის მიუხედავად, თვითმფრინავს მყიდველი არ გამოუჩნდა, ხოლო ერთადერთი პროტოტიპი ხანძრის დროს დაიწვა 1945 წელს. ორმოციან წლებში მიხეილ გრიგორი წამყვან დიზაინერად მუშაობდა კომპანია Chase Aircraft-ში.

მედეა სარიშვილი

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს