პოლიტიკა
სპორტი
სამხედრო

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მსოფლიო
მოზაიკა
სამართალი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქარვასლები, მევახშეები, თულუხჩები და სირაჯები - ვაჭრობა ძველ თბილისში
ქარვასლები, მევახშეები, თულუხჩები და სირაჯები - ვაჭრობა ძველ თბილისში

ის­ტო­რია, რო­მე­ლიც თა­ო­ბებს აერ­თი­ა­ნებს! - სულ მალე გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ილუსტრი­რე­ბულ ტო­მე­ულს გა­მოს­ცემს.

სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ეს ვი­ზუ­ა­ლუ­რი რე­კონ­სტრუქ­ცია მთა­ვარ მოვ­ლე­ნებს, მნიშ­ვნე­ლო­ვან ფაქ­ტებს, ოდეს­ღაც რე­ა­ლუ­რად მომ­ხდარ ამ­ბავს ცალ­კე­ულ წიგ­ნე­ბად ყოფს და ერთ დიდ, მთა­ვარ სე­რი­ად აერ­თი­ა­ნებს. ეს წიგ­ნე­ბი გან­კუთ­ვნი­ლია ყვე­ლა ასა­კის მკი­თხვე­ლის­თვის, ოჯა­ხის ყვე­ლა წევ­რის­თვის - უმ­ცრო­სი­დან უფ­როს თა­ო­ბამ­დე... გაც­ნო­ბი­დან - გახ­სე­ნე­ბამ­დე... აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­რია მო­ი­ცავს გან­სხვა­ვე­ბულ თე­მებს, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნეთს ებ­მის და ქმნის სა­ქარ­თვე­ლოს მა­ტი­ა­ნეს. თი­თო­ე­უ­ლი ტომი ამ მა­ტი­ა­ნის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფურ­ცე­ლია, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ვე­ლი ტომი ერ­თმა­ნეთს ავ­სებს და ყო­ვე­ლი მათ­გა­ნი თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რო­ბით არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი...

ტო­მე­ულ­ში ერთ-ერთი თავი ძველ თბი­ლის­ში არ­სე­ბულ სა­ვაჭ­რო ურ­თი­ერ­თო­ბებს ეთ­მო­ბა.

სა­ვაჭ­რო რი­გე­ბი

თბი­ლი­სი ყო­ველ­თვის ას­რუ­ლებ­და ამი­ერ­კავ­კა­სი­ის პო­ლი­ტი­კუ­რი, ასე­ვე, ეკო­ნო­მი­კუ­რი ცენ­ტრის ფუნ­ქცი­ას. მთა­ვარ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრს თათ­რის მო­ე­და­ნი და შუა ბა­ზა­რი წარ­მო­ად­გენ­და. ეს უკა­ნას­კნე­ლი კო­ჯრის კარ­თან იწყე­ბო­და და დღე­ვან­დე­ლი კოტე აფხა­ზის (ყო­ფი­ლი გე­ნე­რალ ლე­სე­ლი­ძის) ქუ­ჩას მი­უყ­ვე­ბო­და მე­იდ­ნამ­დე. ვიწ­რო ქუ­ჩის ორი­ვე მხა­რეს გან­ლა­გე­ბუ­ლი იყო სა­ვაჭ­რო­ე­ბი და სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბი. თათ­რის მო­ედ­ნის გარ­შე­მოც დუქ­ნე­ბის რიგი იყო. სა­ი­დან არ მო­დი­ოდ­ნენ თბი­ლის­ში სა­ვაჭ­როდ, რა სა­ქო­ნელს არ შე­ი­ძენ­დი! ყვე­ლა სა­ვაჭ­რო უბანს თა­ვი­სი სა­ხე­ლი ერ­ქვა.

მე­ნახ­ში­რე­ე­ბი

ძველ თბი­ლის­ში გათ­ბო­ბის ძი­რი­თად სა­შუ­ა­ლე­ბას ხის ნახ­ში­რი წარ­მო­ად­გენ­და, რო­მელ­საც მე­ნახ­ში­რე­ე­ბი ყიდ­დნენ. თბი­ლი­სის გარ­შე­მო არ­სე­ბულ ტყე­ებ­ში სა­გან­გე­ბოდ გა­მარ­თულ ორ­მო­ებ­ში წვავ­დნენ შე­შას, ვარ­გის ნახ­შირს ამო­არ­ჩევ­დნენ, სა­ხედ­რებს ჰკი­დებ­დნენ და თბი­ლის­ში ჩა­მოჰ­ქონ­დათ. თავ­და­პირ­ვე­ლად ნახ­ში­რი თბი­ლის­ში შე­შის მო­ე­დან­ზე იყი­დე­ბო­და (დღე­ვან­დე­ლი ბა­რა­თაშ­ვი­ლის ქუ­ჩის მი­და­მო­ებ­ში). XIX სა­უ­კუ­ნის შუა ხა­ნე­ბი­დან ნახ­შირს უკვე თათ­რის მო­ე­დან­ზე ყიდ­დნენ.

ხე­ლო­სან-ვა­ჭარ­თა უბ­ნე­ბი

ძვე­ლი თბი­ლი­სის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი სა­ვაჭ­რო უბა­ნი - რას­ტა­ბა­ზა­რი, მდე­ბა­რე­ობ­და დღე­ვან­დე­ლი ერეკ­ლე II-ისა და სი­ო­ნის ქუ­ჩებ­ზე. მათ სი­ახ­ლო­ვეს იყო გა­და­ხუ­რუ­ლი სა­ვაჭ­რო მო­ე­და­ნი, "პა­ტა­რა ჩორ­სუ". მარ­ცვლე­უ­ლი­თა და ფქვი­ლით მო­ვაჭ­რე­თა (ალა­ფე­ბის) დუქ­ნე­ბის რიგს ალა­ფხა­ნა ეწო­დე­ბო­და. ფარ­ჩით, ბამ­ბით, მა­ტყლი­თა და მა­უ­დით მო­ვაჭ­რე­თა დუქ­ნე­ბის რიგს კი ბა­ზა­ზხა­ნას ეძახ­დნენ (მე­ო­რე­ნა­ი­რად, ბამ­ბის რიგს). ბზის მო­ე­დან­ზე (რი­ყის სამ­ხრეთ ნა­წილ­ში) ყიდ­დნენ თი­ვის ზვი­ნებს თბი­ლის­ში შე­მო­სუ­ლი აქ­ლე­მე­ბის, ცხე­ნე­ბი­სა და სა­ხედ­რე­ბის­თვის. აქვე იყო პი­რუ­ტყვის სად­გო­მი. მექ­ვა­ბე­ე­ბის რიგი ახ­ლან­დელ შარ­დე­ნის ქუ­ჩა­ზე იყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით აქ მა­უ­დი­თა და ფარ­ჩით მო­ვაჭ­რე­ე­ბი გან­ლაგ­დნენ, მექ­ვა­ბე­თა დუქ­ნე­ბი კი რი­ყე­ზე გა­და­ვი­და. ოქ­რომ­ჭე­დელ­თა სა­ხე­ლოს­ნო­ე­ბიც ერთ ქუ­ჩა­ზე იყო ჩამ­წკრი­ვე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც დიღ­მის კა­რი­დან იწყე­ბო­და და დღე­ვან­დელ ვერ­ცხლის ქუ­ჩას მი­უყ­ვე­ბო­და.

თუ­ლუხ­ჩე­ბი

თბი­ლის­ში სას­მელ წყალს წყლით მო­ვაჭ­რე­ე­ბი - თუ­ლუხ­ჩე­ბი ეზი­დე­ბოდ­ნენ. თუ­ლუ­ხი ხა­რის ტყა­ვის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი რუმ­ბია. თუ­ლუხ­ჩე­ბი წყალს რუმ­ბე­ბი­თა და კო­კე­ბით ეზი­დე­ბოდ­ნენ. იყო შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც წყალს ცხენ­ზე ან ვირ­ზე აკი­დე­ბუ­ლი რუმ­ბე­ბით და­ა­ტა­რებ­დნენ. ნა­რი­ყა­ლა­სა და ის­ნის სა­სახ­ლეს სა­კუ­თა­რი წყალ­მო­მა­რა­გე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ სა­კუთ­რივ თბი­ლი­სი წყალს მტკვრი­დან და ქა­ლა­ქის გარ­შე­მო არ­სე­ბულ წყა­რო­ე­ბი­დან იღებ­და. XIX სა­უ­კუ­ნის II ნა­ხე­ვარ­ში და­ი­წყო წყალ­სა­დე­ნის გაყ­ვა­ნა. მო­ე­წყო რამ­დე­ნი­მე გარე შად­რე­ვა­ნი, რომ­ლე­ბი­და­ნაც მო­სახ­ლე­ო­ბა სას­მელ წყალს იღებ­და.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ქარვასლები, მევახშეები, თულუხჩები და სირაჯები - ვაჭრობა ძველ თბილისში

ქარვასლები, მევახშეები, თულუხჩები და სირაჯები - ვაჭრობა ძველ თბილისში

ისტორია, რომელიც თაობებს აერთიანებს! - სულ მალე გამომცემლობა ”პალიტრა L"-ი საქართველოს ისტორიის ილუსტრირებულ ტომეულს გამოსცემს.

საქართველოს ისტორიის ეს ვიზუალური რეკონსტრუქცია მთავარ მოვლენებს, მნიშვნელოვან ფაქტებს, ოდესღაც რეალურად მომხდარ ამბავს ცალკეულ წიგნებად ყოფს და ერთ დიდ, მთავარ სერიად აერთიანებს. ეს წიგნები განკუთვნილია ყველა ასაკის მკითხველისთვის, ოჯახის ყველა წევრისთვის - უმცროსიდან უფროს თაობამდე... გაცნობიდან - გახსენებამდე... აღნიშნული სერია მოიცავს განსხვავებულ თემებს, რომლებიც ერთმანეთს ებმის და ქმნის საქართველოს მატიანეს. თითოეული ტომი ამ მატიანის განსხვავებული ფურცელია, აქედან გამომდინარე, ყოველი ტომი ერთმანეთს ავსებს და ყოველი მათგანი თავისი უნიკალურობით არის მნიშვნელოვანი...

ტომეულში ერთ-ერთი თავი ძველ თბილისში არსებულ სავაჭრო ურთიერთობებს ეთმობა.

სავაჭრო რიგები

თბილისი ყოველთვის ასრულებდა ამიერკავკასიის პოლიტიკური, ასევე, ეკონომიკური ცენტრის ფუნქციას. მთავარ სავაჭრო ცენტრს თათრის მოედანი და შუა ბაზარი წარმოადგენდა. ეს უკანასკნელი კოჯრის კართან იწყებოდა და დღევანდელი კოტე აფხაზის (ყოფილი გენერალ ლესელიძის) ქუჩას მიუყვებოდა მეიდნამდე. ვიწრო ქუჩის ორივე მხარეს განლაგებული იყო სავაჭროები და სახელოსნოები. თათრის მოედნის გარშემოც დუქნების რიგი იყო. საიდან არ მოდიოდნენ თბილისში სავაჭროდ, რა საქონელს არ შეიძენდი! ყველა სავაჭრო უბანს თავისი სახელი ერქვა.

მენახშირეები

ძველ თბილისში გათბობის ძირითად საშუალებას ხის ნახშირი წარმოადგენდა, რომელსაც მენახშირეები ყიდდნენ. თბილისის გარშემო არსებულ ტყეებში საგანგებოდ გამართულ ორმოებში წვავდნენ შეშას, ვარგის ნახშირს ამოარჩევდნენ, სახედრებს ჰკიდებდნენ და თბილისში ჩამოჰქონდათ. თავდაპირველად ნახშირი თბილისში შეშის მოედანზე იყიდებოდა (დღევანდელი ბარათაშვილის ქუჩის მიდამოებში). XIX საუკუნის შუა ხანებიდან ნახშირს უკვე თათრის მოედანზე ყიდდნენ.

ხელოსან-ვაჭართა უბნები

ძველი თბილისის ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო უბანი - რასტაბაზარი, მდებარეობდა დღევანდელი ერეკლე II-ისა და სიონის ქუჩებზე. მათ სიახლოვეს იყო გადახურული სავაჭრო მოედანი, ”პატარა ჩორსუ”. მარცვლეულითა და ფქვილით მოვაჭრეთა (ალაფების) დუქნების რიგს ალაფხანა ეწოდებოდა. ფარჩით, ბამბით, მატყლითა და მაუდით მოვაჭრეთა დუქნების რიგს კი ბაზაზხანას ეძახდნენ (მეორენაირად, ბამბის რიგს). ბზის მოედანზე (რიყის სამხრეთ ნაწილში) ყიდდნენ თივის ზვინებს თბილისში შემოსული აქლემების, ცხენებისა და სახედრებისთვის. აქვე იყო პირუტყვის სადგომი. მექვაბეების რიგი ახლანდელ შარდენის ქუჩაზე იყო. მოგვიანებით აქ მაუდითა და ფარჩით მოვაჭრეები განლაგდნენ, მექვაბეთა დუქნები კი რიყეზე გადავიდა. ოქრომჭედელთა სახელოსნოებიც ერთ ქუჩაზე იყო ჩამწკრივებული, რომელიც დიღმის კარიდან იწყებოდა და დღევანდელ ვერცხლის ქუჩას მიუყვებოდა.

თულუხჩები

თბილისში სასმელ წყალს წყლით მოვაჭრეები - თულუხჩები ეზიდებოდნენ. თულუხი ხარის ტყავისგან დამზადებული რუმბია. თულუხჩები წყალს რუმბებითა და კოკებით ეზიდებოდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც წყალს ცხენზე ან ვირზე აკიდებული რუმბებით დაატარებდნენ. ნარიყალასა და ისნის სასახლეს საკუთარი წყალმომარაგება ჰქონდა, მაგრამ საკუთრივ თბილისი წყალს მტკვრიდან და ქალაქის გარშემო არსებულ წყაროებიდან იღებდა. XIX საუკუნის II ნახევარში დაიწყო წყალსადენის გაყვანა. მოეწყო რამდენიმე გარე შადრევანი, რომლებიდანაც მოსახლეობა სასმელ წყალს იღებდა.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია