პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფარულ მოსმენებზე წვდომის მექანიზმთან დაკავშირებულ კანონპროექტზე შეთანხმება არ შედგა
ფარულ მოსმენებზე წვდომის მექანიზმთან დაკავშირებულ კანონპროექტზე შეთანხმება არ შედგა

ფა­რულ მოს­მე­ნებ­ზე წვდო­მის მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის მიზ­ნით შექ­მნი­ლი სა­მუ­შაო ჯგუ­ფი სა­ერ­თო კა­ნონპ­რო­ექ­ტზე ვერ შე­თან­ხმდა. კა­ნონ­მდებ­ლებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბი­სას არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა რამ­დე­ნი­მე პრო­ექტს შო­რის მო­უ­წევთ.

პარ­ლა­მენ­ტში უკვე რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია დე­პუ­ტა­ტე­ბის ეკა ბე­სე­ლი­ას, ირაკ­ლი სე­სი­აშ­ვი­ლი­სა და გე­დე­ვან ფო­ფხა­ძის კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც ე.წ. ორ­გა­სა­ღე­ბი­ა­ნი სის­ტე­მის ამოქ­მე­დე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს და აქე­დან ერთი გა­სა­ღე­ბი რჩე­ბა ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, ხოლო მე­ო­რე პერ­სო­ნა­ლურ მო­ნა­ცემ­თა დაც­ვის ინ­სპექ­ტო­რის ხელ­ში იქ­ნე­ბა.

რი­გით მე­ო­რე კა­ნონპ­რო­ექტს პარ­ლა­მენ­ტში ხვალ დე­პუ­ტა­ტი ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე და­ა­რე­გის­ტრი­რებს, რო­მე­ლიც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს გა­სა­ღე­ბის კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის­თვის გა­და­ცე­მას სთა­ვა­ზობს.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა ბედი ელის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ შე­თა­ვა­ზე­ბულ სა­კა­ნონ­მდებ­ლო წი­ნა­და­დე­ბას. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, მე­სა­მე პრო­ექ­ტად მისი ინი­ცი­რე­ბა რო­მე­ლი­მე და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დე­პუ­ტა­ტის ან და­მო­უ­კი­დე­ბელ დე­პუ­ტატ­თა ჯგუ­ფის სა­ხე­ლით მოხ­დეს. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი ორ­გა­სა­ღე­ბი­ა­ნი სის­ტე­მის ამოქ­მე­დე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით გა­მო­დი­ან, რო­მელ­თა­გან ერთი გა­სა­ღე­ბი ექ­ნე­ბა სა­სა­მარ­თლოს, ხოლო მე­ო­რე მო­ბი­ლურ კომ­პა­ნი­ებს.

რო­გორც სა­მუ­შაო ჯგუ­ფის შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, სა­მი­ვე პრო­ექ­ტი კონ­ცეპ­ტუ­ა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა ერ­თმა­ნე­თი­სა­გან და რო­მე­ლი­მე ერთ პრო­ექ­ტზე შე­თან­ხმე­ბა ვერ იქნა მიღ­წე­უ­ლი.

"ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი თავ­თა­ვი­ანთ პო­ზი­ცი­ა­ზე დარ­ჩნენ. თუმ­ცა მეტ­ნაკ­ლე­ბად გა­მო­ით­ქვა მხარ­და­ჭე­რა სხვა პრო­ექ­ტზეც. არ მინ­და და­ვა­ზუს­ტო, თუ ვინ რას და­უ­ჭი­რა მხა­რი. შე­იქ­მნა ისე­თი ვი­თა­რე­ბა, რომ სა­მუ­შაო ჯგუ­ფი იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტს ერ­თი­ან პო­ზი­ცი­ას ვერ წა­რუდ­გენს", - აღ­ნიშ­ნა ხმა­ლა­ძემ.

სწო­რედ ხვალ იწუ­რე­ბა ვადა, როცა ფა­რუ­ლი მოს­მე­ნე­ბის გა­სა­ღებ­თან და­კავ­ში­რე­ბით პარ­ლა­მენ­ტში კა­ნონპ­რო­ექ­ტის რე­გის­ტრა­ცია უნდა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი­ყო. ორ­შა­ბათს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი ბი­უ­როს წა­რედ­გი­ნე­ბა და მო­მა­ვალ კვი­რას გან­სა­ხილ­ვე­ლად პარ­ლა­მენ­ტის კო­მი­ტე­ტებ­სა და სე­სი­ა­ზე გავა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

ფარულ მოსმენებზე წვდომის მექანიზმთან დაკავშირებულ კანონპროექტზე შეთანხმება არ შედგა

ფარულ მოსმენებზე წვდომის მექანიზმთან დაკავშირებულ კანონპროექტზე შეთანხმება არ შედგა

ფარულ მოსმენებზე წვდომის მექანიზმების შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი საერთო კანონპროექტზე ვერ შეთანხმდა. კანონმდებლებს გადაწყვეტილების მიღებისას არჩევანის გაკეთება რამდენიმე პროექტს შორის მოუწევთ.

პარლამენტში უკვე რეგისტრირებულია დეპუტატების ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის კანონპროექტი, რომელიც ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს და აქედან ერთი გასაღები რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება.

რიგით მეორე კანონპროექტს პარლამენტში ხვალ დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე დაარეგისტრირებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას სთავაზობს.

ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო წინადადებას. არ არის გამორიცხული, მესამე პროექტად მისი ინიცირება რომელიმე დამოუკიდებელი დეპუტატის ან დამოუკიდებელ დეპუტატთა ჯგუფის სახელით მოხდეს. არასამთავრობო ორგანიზაციები ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედების ინიციატივით გამოდიან, რომელთაგან ერთი გასაღები ექნება სასამართლოს, ხოლო მეორე მობილურ კომპანიებს.

როგორც სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა ვახტანგ ხმალაძემ განუცხადა, სამივე პროექტი კონცეპტუალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან და რომელიმე ერთ პროექტზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული.

"ინიციატორები თავთავიანთ პოზიციაზე დარჩნენ. თუმცა მეტნაკლებად გამოითქვა მხარდაჭერა სხვა პროექტზეც. არ მინდა დავაზუსტო, თუ ვინ რას დაუჭირა მხარი. შეიქმნა ისეთი ვითარება, რომ სამუშაო ჯგუფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ერთიან პოზიციას ვერ წარუდგენს", - აღნიშნა ხმალაძემ.

სწორედ ხვალ იწურება ვადა, როცა ფარული მოსმენების გასაღებთან დაკავშირებით პარლამენტში კანონპროექტის რეგისტრაცია უნდა განხორციელებულიყო. ორშაბათს საკანონმდებლო ინიციატივები ბიუროს წარედგინება და მომავალ კვირას განსახილველად პარლამენტის კომიტეტებსა და სესიაზე გავა.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"