მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიკვდილით დასჯის ყველაზე შოკისმომგვრელი მეთოდები
სიკვდილით დასჯის ყველაზე შოკისმომგვრელი მეთოდები

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბის თა­ნახ­მად, მან­ქა­ნე­ბი სიკ­ვდი­ლით დას­ჯი­სათ­ვის მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში გაჩ­ნდა, თუმ­ცა ასე­თი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი გა­ცი­ლე­ბით ადრე არ­სე­ბობ­და. ამას­თან, თუკი ძვე­ლად ამ მე­ქა­ნიზ­მის მი­ზა­ნი მსჯავ­რდე­ბუ­ლის ტან­ჯვა-წა­მე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა იყო, ჰუ­მა­ნიზ­მის იდე­ე­ბით გამ­სჭვა­ლულ ახალ დრო­ე­ბა­ში პი­რი­ქით, ცდი­ლობ­დნენ, სიკ­ვდი­ლის დად­გო­მის მო­მენ­ტი და­ეჩ­ქა­რე­ბი­ნათ, რომ მა­ყუ­რე­ბელს აღარ ეხი­ლა სის­ხლი და სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლის აგო­ნია.

ცნო­ბი­ლია, რომ ზო­გი­ერ­თი დიქ­ტა­ტო­რი უფრო შორს მი­დი­ო­და და სიკ­ვდი­ლით დას­ჯას შოუს ელე­მენ­ტე­ბით "ალა­მა­ზებ­და". ამ მხრივ აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ეკ­ვა­ტო­რუ­ლი გვი­ნე­ის დიქ­ტა­ტო­რის ფრან­სის­კო მა­სი­ას ნგე­მას ცი­ნიზ­მი, რომ­ლის ბრძა­ნე­ბი­თაც, 1975 წლის შო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე მის 150 ოპო­ნენტს ჯერ შობა მი­უ­ლო­ცეს, შემ­დეგ კი სან­ტა კლა­უ­სის კოს­ტი­უ­მებ­ში გა­მო­წყო­ბილ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა პო­პუ­ლა­რუ­ლი სიმ­ღე­რა "JINGLE BELLS"-ის მე­ლო­დი­ის თან­ხლე­ბით დახ­ვრი­ტეს.

"კე­თი­ლი ექი­მი" გი­ლი­ო­ტე­ნი და მისი მან­ქა­ნა

ფრან­გი ექი­მის ჟო­ზეფ გი­ლი­ო­ტე­ნის სა­ხე­ლი იმ­დე­ნად მჭიდ­როდ უკავ­შირ­დე­ბა თა­ვე­ბის მკვე­თელ მან­ქა­ნას, რომ ბევრ ადა­მი­ანს მთელ მსოფ­ლი­ო­ში სწო­რედ იგი მი­აჩ­ნია მის შემ­ქმნე­ლად. სი­ნამ­დვი­ლე­ში გი­ლი­ო­ტი­ნას გრძე­ლი წი­ნა­ის­ტო­რია აქვს. პირ­ვე­ლი გა­მო­გო­ნე­ბე­ბი 1066 წლით თა­რიღ­დე­ბა და, შე­საძ­ლოა, უფრო შო­რე­ულ წარ­სულ­შიც არ­სე­ბუ­ლი­ყო. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, რე-ჟი­სორ ტინ­ტო ბრა­სის ცნო­ბილ ფილმ "კა­ლი­გუ­ლა­ში" ანა­ლო­გი­უ­რი მან­ქა­ნაა ნაჩ­ვე­ნე­ბი, რო­მე­ლიც მინ­დორ­ში მარ­ცვლე­უ­ლის ასა­ღე­ბი კომ­ბა­ი­ნის მსგავ­სად მოძ­რა­ობ­და და ალე­სი­ლი ნამ­გლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ყე­ლამ­დე მი­წა­ში ჩაფ­ლულ ტყვე­ებს თა­ვებს სჭრი­და.

თა­ვად გი­ლი­ო­ტე­ნის­თვი­საც ცნო­ბი­ლი იყო წი­ნა­პარ­თა თა­ვის მო­საკ­ვე­თი მან­ქა­ნის შე­სა­ხებ და ამ მხრივ სუ­ლაც არ ჰქონ­და პირ­ვე­ლო­ბის პრე­ტენ­ზია. თა­ვე­ბის მკვე­თე­ლი მან­ქა­ნის ავ­ტო­რად გი­ლი­ო­ტე­ნი მის­მა თა­ნა­მედ­რო­ვე­ებ­მა შე­რა­ცხეს, რომ­ლებ­მაც გა­უ­აზ­რებ­ლად მი­ა­კუთ­ვნეს ამ ექიმს ის თვი­სე­ბე­ბი, რაც მას არ ახა­სი­ა­თებ­და: ბო­რო­ტე­ბა, სა­დიზ­მი, გარ­ყვნი­ლე­ბა, რი­თაც ჯეკი-მფატ­რა­ვი­სა და დრა­კუ­ლას გვერ­დით მი­უ­ჩი­ნეს "სა­პა­ტიო" ად­გი­ლი. სი­ნამ­დვი­ლე­ში ჟო­ზეფ გი­ლი­ო­ტე­ნი კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მო­ქა­ლა­ქე, მეც­ნი­ე­რი, ბავ­შვე­ბის მოყ­ვა­რუ­ლი და სა­ერ­თოდ, პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ, რო­მე­ლიც გულ­წრფე­ლად ცდი­ლობ­და მსჯავ­რდა­დე­ბულ­თა ტან­ჯვის შემ­სუ­ბუ­ქე­ბას.

წინა კონ­სტრუქ­ცი­ე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მისი მან­ქა­ნა მარ­ტი­ვი მო­წყო­ბი­ლო­ბის და გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად "მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი" იყო: იგი წარ­მო­ად­გენ­და კა­დო­ნით და­მაგ­რე­ბულ ორ ვერ­ტი­კა­ლურ სვეტს, რო­მელ­თა შო­რის სამ­კუ­თხე­დის ფორ­მის მოძ­რა­ვი ბას­რი ნა­ჯა­ხის პირი იყო ჩას­მუ­ლი. გი­ლი­ო­ტი­ნის მეშ­ვე­ო­ბით თა­ვის მოკ­ვე­თის დროს ჯა­ლა­თი უშუ­ა­ლოდ აღარ მო­ნა­წი­ლე­ობ­და დას­ჯა­ში. იგი მა­ყუ­რე­ბე­ლი­ვით გან­ზე იდგა და თით­ქოს უნე­ბუ­რად მო­ჭი­მავ­და ზო­ნარს, რო­მე­ლიც ჩამ­კეტ ხელ­სა­წყო­ზე იყო მი­მაგ­რე­ბუ­ლი. მსჯავ­რდა­დე­ბულს ნა­ჯა­ხი მთე­ლი ძა­ლით ეცე­მო­და კი­სერ­ზე და თავი კა­ლა­თა­ში მი­გო­რავ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ბო­ლო­ოდ ჟო­ზეფ გი­ლი­ო­ტენს საფ­რან­გე­თის დიდი რე­ვო­ლუ­ცი­ის იდე­ე­ბის ღა­ლატ­ში დას­დეს ბრა­ლი და თა­ვი­სი­ვე "ქმნი­ლე­ბის" მეშ­ვე­ო­ბით მო­უს­წრა­ფეს სი­ცო­ცხლე. მაგ­რამ ეს მა­ინც არ იყო სა­ნა­ხა­ო­ბა სუს­ტი ნერ­ვე­ბის მქო­ნე­თათ­ვის, მას თან ახ­ლდა სის­ხლის ნა­კა­დი და თავ­მოკ­ვე­თი­ლი სხე­უ­ლის კრუნ­ჩხვე­ბი. თუმ­ცა გი­ლი­ო­ტი­ნა მტკი­ცედ დამ­კვიდ­რდა საფ­რან­გე­თის ის­ტო­რი­ა­ში და მას 1981 წლამ­დე იყე­ნებ­დნენ, სა­ნამ ამ ქვე­ყა­ნა­ში სიკ­ვდი­ლით დას­ჯა არ გა­უქ­მდა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

Lasha Vakhania
0

ექიმ გილიოტინისთვის არ მოუკვეთავთ თავი. თავისი სიკვდილით მოკვდა. ჯერ ნორმალურად მოიძიეთ ინფორმაცია და მერე ატყაპუნეთ კლავიშებზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

სიკვდილით დასჯის ყველაზე შოკისმომგვრელი მეთოდები

სიკვდილით დასჯის ყველაზე შოკისმომგვრელი მეთოდები

გავრცელებული შეხედულების თანახმად, მანქანები სიკვდილით დასჯისათვის მე-16 საუკუნეში გაჩნდა, თუმცა ასეთი მოწყობილობები გაცილებით ადრე არსებობდა. ამასთან, თუკი ძველად ამ მექანიზმის მიზანი მსჯავრდებულის ტანჯვა-წამების გახანგრძლივება იყო, ჰუმანიზმის იდეებით გამსჭვალულ ახალ დროებაში პირიქით, ცდილობდნენ, სიკვდილის დადგომის მომენტი დაეჩქარებინათ, რომ მაყურებელს აღარ ეხილა სისხლი და სიკვდილმისჯილის აგონია.

ცნობილია, რომ ზოგიერთი დიქტატორი უფრო შორს მიდიოდა და სიკვდილით დასჯას შოუს ელემენტებით "ალამაზებდა". ამ მხრივ აღსანიშნავია ეკვატორული გვინეის დიქტატორის ფრანსისკო მასიას ნგემას ცინიზმი, რომლის ბრძანებითაც, 1975 წლის შობის დღესასწაულზე მის 150 ოპონენტს ჯერ შობა მიულოცეს, შემდეგ კი სანტა კლაუსის კოსტიუმებში გამოწყობილმა ჯარისკაცებმა პოპულარული სიმღერა "JINGLE BELLS"-ის მელოდიის თანხლებით დახვრიტეს.

"კეთილი ექიმი" გილიოტენი და მისი მანქანა

ფრანგი ექიმის ჟოზეფ გილიოტენის სახელი იმდენად მჭიდროდ უკავშირდება თავების მკვეთელ მანქანას, რომ ბევრ ადამიანს მთელ მსოფლიოში სწორედ იგი მიაჩნია მის შემქმნელად. სინამდვილეში გილიოტინას გრძელი წინაისტორია აქვს. პირველი გამოგონებები 1066 წლით თარიღდება და, შესაძლოა, უფრო შორეულ წარსულშიც არსებულიყო. ყოველ შემთხვევაში, რე-ჟისორ ტინტო ბრასის ცნობილ ფილმ "კალიგულაში" ანალოგიური მანქანაა ნაჩვენები, რომელიც მინდორში მარცვლეულის ასაღები კომბაინის მსგავსად მოძრაობდა და ალესილი ნამგლების მეშვეობით ყელამდე მიწაში ჩაფლულ ტყვეებს თავებს სჭრიდა.

თავად გილიოტენისთვისაც ცნობილი იყო წინაპართა თავის მოსაკვეთი მანქანის შესახებ და ამ მხრივ სულაც არ ჰქონდა პირველობის პრეტენზია. თავების მკვეთელი მანქანის ავტორად გილიოტენი მისმა თანამედროვეებმა შერაცხეს, რომლებმაც გაუაზრებლად მიაკუთვნეს ამ ექიმს ის თვისებები, რაც მას არ ახასიათებდა: ბოროტება, სადიზმი, გარყვნილება, რითაც ჯეკი-მფატრავისა და დრაკულას გვერდით მიუჩინეს "საპატიო" ადგილი. სინამდვილეში ჟოზეფ გილიოტენი კეთილსინდისიერი მოქალაქე, მეცნიერი, ბავშვების მოყვარული და საერთოდ, პატიოსანი ადამიანი გახლდათ, რომელიც გულწრფელად ცდილობდა მსჯავრდადებულთა ტანჯვის შემსუბუქებას.

წინა კონსტრუქციებისგან განსხვავებით, მისი მანქანა მარტივი მოწყობილობის და გამოსაყენებლად "მოსახერხებელი" იყო: იგი წარმოადგენდა კადონით დამაგრებულ ორ ვერტიკალურ სვეტს, რომელთა შორის სამკუთხედის ფორმის მოძრავი ბასრი ნაჯახის პირი იყო ჩასმული. გილიოტინის მეშვეობით თავის მოკვეთის დროს ჯალათი უშუალოდ აღარ მონაწილეობდა დასჯაში. იგი მაყურებელივით განზე იდგა და თითქოს უნებურად მოჭიმავდა ზონარს, რომელიც ჩამკეტ ხელსაწყოზე იყო მიმაგრებული. მსჯავრდადებულს ნაჯახი მთელი ძალით ეცემოდა კისერზე და თავი კალათაში მიგორავდა. აღსანიშნავია, რომ საბოლოოდ ჟოზეფ გილიოტენს საფრანგეთის დიდი რევოლუციის იდეების ღალატში დასდეს ბრალი და თავისივე "ქმნილების" მეშვეობით მოუსწრაფეს სიცოცხლე. მაგრამ ეს მაინც არ იყო სანახაობა სუსტი ნერვების მქონეთათვის, მას თან ახლდა სისხლის ნაკადი და თავმოკვეთილი სხეულის კრუნჩხვები. თუმცა გილიოტინა მტკიცედ დამკვიდრდა საფრანგეთის ისტორიაში და მას 1981 წლამდე იყენებდნენ, სანამ ამ ქვეყანაში სიკვდილით დასჯა არ გაუქმდა.

იხილეთ გაგრძელება