სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეცნიერები მთვარეზე გაფრენის პროგრამას შემოწირულობების საშუალებით გეგმავენ
მეცნიერები მთვარეზე გაფრენის პროგრამას შემოწირულობების საშუალებით გეგმავენ

ბრი­ტა­ნე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბის და მე­წარ­მე­ე­ბის ჯგუ­ფი აპი­რებს ყვე­ლა­ზე ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი შექ­მნას, რო­მელ­საც ხალ­ხი და­ა­ფი­ნან­სებს. პრო­ექ­ტი მიზ­ნად მთვა­რე­ზე დაშ­ვე­ბის­თვის სა­ჭი­რო სახ­სრე­ბის შეგ­რო­ვე­ბას ისა­ხავს.

ისი­ნი ფიქ­რო­ბენ, რომ 10 წე­ლი­წად­ში შე­აგ­რო­ვე­ბენ საკ­მა­რის თან­ხას, რათა შექ­მნან და გა­უშ­ვან კოს­მო­სუ­რი ხო­მალ­დი, რო­მე­ლიც არა მხო­ლოდ და­ეშ­ვე­ბა მთვა­რე­ზე, არა­მედ მის ზე­და­პირ­საც გა­ბურ­ღავს. მათ სურთ დრო­ის კაფ­სუ­ლის და­მარ­ხვა, რო­მელ­შიც ციფ­რუ­ლი დე­ტა­ლე­ბი და მათი სის­ხლის დე­ე­ნე­მი იქ­ნე­ბა თავ­მოყ­რი­ლი, ვინც ფულს შე­წი­რავს პრო­ექტს. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, პერ­მა­ნენ­ტუ­ლად და­ფუძნ­დე­ბა ბაზა მთვა­რის სამ­ხრეთ ნა­წილ­ზე.

პრო­ექ­ტის და­სა­წყე­ბად სა­ჭი­როა შე­მო­წი­რუ­ლო­ბა 600 000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გის ოდე­ნო­ბით. სა­ბო­ლო­ოდ კი პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სამი მი­ლი­არ­დი ფუნ­ტი იქ­ნე­ბა სა­ჭი­რო. ჯგუფს წამს, რომ 2017 წლის­თვის გაშ­ვე­ბის თა­რი­ღი და მი­სი­ის სა­ბო­ლოო ღი­რე­ბუ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი იქ­ნე­ბა. შემ­დეგ წელს და­ი­წყე­ბა ხო­მალ­დის მშე­ნებ­ლო­ბა. 2024 წელს კი ხო­მალ­დი კოს­მოს­ში გაფ­რინ­დე­ბა.

პრო­ექ­ტის დე­ტა­ლუ­რი გეგ­მა ასე­თია:

2014 წლის 19 ნო­ემ­ბე­რი

იწყე­ბა შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის მი­ღე­ბა. სა­წყი­სი მი­ზა­ნია 950 000 ფუნ­ტი სტერ­ლინ­გი. ამა­ვე წლის 17 დე­კემ­ბერს შე­მო­წი­რუ­ლო­ბე­ბის მი­ღე­ბა სრულ­დე­ბა და გა­ირ­კვე­ვა, გაგ­რძელ­დე­ბა თუ არა პრო­ექ­ტი.

2015 წელი

იქ­მნე­ბა სა­მუ­შაო ჯგუ­ფი და მთვა­რის მი­სი­ის კლუ­ბი. იწყე­ბა დე­ტა­ლუ­რი და­გეგ­მა­რე­ბა და რის­კე­ბის შე­ფა­სე­ბა. 2016 წელს იწყე­ბა ძლი­ე­რი რეკ­ლა­მი­რე­ბა.

2017 წელი

მი­სი­ის მთა­ვა­რი კონ­ტრაქ­ტი დგე­ბა: ცხა­დი ხდე­ბა მი­სი­ის სა­ბო­ლოო ღი­რე­ბუ­ლე­ბა, გეგ­მა და ვადა. 2018 წელს იწყე­ბა ხო­მალ­დის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი დი­ზა­ი­ნის შექ­მნა.

2019 წელი

იწყე­ბა გლო­ბა­ლუ­რი მარ­კე­ტინ­გუ­ლი კამ­პა­ნია. 2020 წელს შე­იქ­მნე­ბა და­საფ­რე­ნი და მბურ­ღა­ვი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და მოხ­დე­ბა მათი ტეს­ტი­რე­ბა.

2021 წელი

ხო­მალ­დის სრუ­ლი დი­ზა­ი­ნი დას­რულ­დე­ბა. პრო­ექ­ტი სა­ფი­ნა­ლო ფა­ზა­ში შე­დის. 2022 წელს იწყე­ბა ხო­მალ­დის კომ­პო­ნენ­ტე­ბის ტეს­ტი­რე­ბა და უკა­ნას­კნე­ლი სა­რეკ­ლა­მო კამ­პა­ნია ჩა­ეშ­ვე­ბა.

2023 წელი

ხო­მალ­დის პერ­სო­ნა­ლის დამ­ტკი­ცე­ბა, მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი და სა­ფი­ნა­ლო ტეს­ტი­რე­ბა. 2024 წელს მი­სია იწყე­ბა და ხო­მალ­დი მთვა­რე­ზე მი­ე­მარ­თე­ბა. მომ­ზა­დე­ბუ­ლია telegraph.co.uk-ს მი­ხედ­ვით.
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

მეცნიერები მთვარეზე გაფრენის პროგრამას შემოწირულობების საშუალებით გეგმავენ

მეცნიერები მთვარეზე გაფრენის პროგრამას შემოწირულობების საშუალებით გეგმავენ

ბრიტანელი მეცნიერების და მეწარმეების ჯგუფი აპირებს ყველაზე ამბიციური პროექტი შექმნას, რომელსაც ხალხი დააფინანსებს. პროექტი მიზნად მთვარეზე დაშვებისთვის საჭირო სახსრების შეგროვებას ისახავს.

ისინი ფიქრობენ, რომ 10 წელიწადში შეაგროვებენ საკმარის თანხას, რათა შექმნან და გაუშვან კოსმოსური ხომალდი, რომელიც არა მხოლოდ დაეშვება მთვარეზე, არამედ მის ზედაპირსაც გაბურღავს. მათ სურთ დროის კაფსულის დამარხვა, რომელშიც ციფრული დეტალები და მათი სისხლის დეენემი იქნება თავმოყრილი, ვინც ფულს შეწირავს პროექტს. ამ ყველაფრის შემდეგ, პერმანენტულად დაფუძნდება ბაზა მთვარის სამხრეთ ნაწილზე.

პროექტის დასაწყებად საჭიროა შემოწირულობა 600 000 ფუნტი სტერლინგის ოდენობით. საბოლოოდ კი პროექტის განსახორციელებლად სამი მილიარდი ფუნტი იქნება საჭირო. ჯგუფს წამს, რომ 2017 წლისთვის გაშვების თარიღი და მისიის საბოლოო ღირებულება გარკვეული იქნება. შემდეგ წელს დაიწყება ხომალდის მშენებლობა. 2024 წელს კი ხომალდი კოსმოსში გაფრინდება.

პროექტის დეტალური გეგმა ასეთია:

2014 წლის 19 ნოემბერი

იწყება შემოწირულობების მიღება. საწყისი მიზანია 950 000 ფუნტი სტერლინგი. ამავე წლის 17 დეკემბერს შემოწირულობების მიღება სრულდება და გაირკვევა, გაგრძელდება თუ არა პროექტი.

2015 წელი

იქმნება სამუშაო ჯგუფი და მთვარის მისიის კლუბი. იწყება დეტალური დაგეგმარება და რისკების შეფასება. 2016 წელს იწყება ძლიერი რეკლამირება.

2017 წელი

მისიის მთავარი კონტრაქტი დგება: ცხადი ხდება მისიის საბოლოო ღირებულება, გეგმა და ვადა. 2018 წელს იწყება ხომალდის ტექნოლოგიური დიზაინის შექმნა.

2019 წელი

იწყება გლობალური მარკეტინგული კამპანია. 2020 წელს შეიქმნება დასაფრენი და მბურღავი ტექნოლოგიები და მოხდება მათი ტესტირება.

2021 წელი

ხომალდის სრული დიზაინი დასრულდება. პროექტი საფინალო ფაზაში შედის. 2022 წელს იწყება ხომალდის კომპონენტების ტესტირება და უკანასკნელი სარეკლამო კამპანია ჩაეშვება.

2023 წელი

ხომალდის პერსონალის დამტკიცება, მოლაპარაკებები და საფინალო ტესტირება. 2024 წელს მისია იწყება და ხომალდი მთვარეზე მიემართება. მომზადებულია telegraph.co.uk-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა