პოლიტიკა
მეცნიერება

25

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ს მთავრობა მოქალაქეების თვალთვალს გააგრძელებს
აშშ-ს მთავრობა მოქალაქეების თვალთვალს გააგრძელებს

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის სე­ნატ­მა არ მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას ზღუ­დავს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ნო­ნის მი­ღე­ბას ორი ხმა და­აკ­ლდა. კა­ნონპ­რო­ექტს მხა­რი 58 სე­ნა­ტორ­მა და­უ­ჭი­რა, წი­ნა­აღ­მდე­გი იყო 42. ამე­რი­კუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აქ­ტის მომ­ხრე­ე­ბი, რო­მელ­თა შო­რის არი­ან ლი­ბე­რა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბი და ლი­ბე­რა­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი, იმე­დოვ­ნებ­დნენ, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აღელ­ვებ­და ინ­ფორ­მა­ცია სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ მა­სობ­რი­ვი სა­ტე­ლე­ფო­ნო მოს­მე­ნე­ბის და ინ­ტერ­ნეტ­ში პი­რა­დი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის წვდო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით. "რეს­პუბ­ლი­კელ­მა" სე­ნა­ტორ­მა, მიტჩ მა­კკო­ნელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­ზღუდ­ვით შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა იმ ტე­რო­რის­ტე­ბის და­კა­ვე­ბა, რომ­ლებ­მაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქე, პი­ტერ კე­სი­გი მოკ­ლეს.

კე­სი­გი სი­რი­ა­ში ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის მიზ­ნით იმ­ყო­ფე­ბო­და და 16 ნო­ემ­ბერს "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რებ­მა მოკ­ლეს. ხსე­ნე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვე­ღარ შეძ­ლებს მო­ი­პო­ვოს და შე­ი­ნა­ხოს დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სა­უბ­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი. ამით უნდა და­კა­ვე­ბუ­ლიყ­ვნენ მსხვი­ლი სა­ტე­ლე­ფო­ნო კომ­პა­ნი­ე­ბი, ხოლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში კონ­კრე­ტუ­ლი ჩა­ნა­წე­რის გა­მო­თხოვ­ნით კომ­პა­ნი­ებს მი­მარ­თავ­და, თუკი ჩათ­ვლი­და, რომ ეს ინ­ფორ­მა­ცია რო­გორ­ღაც ტე­რო­რიზმს უკავ­შირ­დე­ბო­და. ამე­რი­კუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის აქტი 2013 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში მი­ი­ღეს. ის ზღუ­დავს სამ­თავ­რო­ბო პროგ­რა­მე­ბის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბებს, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აშშ-ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მო­ი­პო­ვე­ბენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?

აშშ-ს მთავრობა მოქალაქეების თვალთვალს გააგრძელებს

აშშ-ს მთავრობა მოქალაქეების თვალთვალს გააგრძელებს

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა არ მიიღო კანონი, რომელიც ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილებას ზღუდავს. მათივე ინფორმაციით, კანონის მიღებას ორი ხმა დააკლდა. კანონპროექტს მხარი 58 სენატორმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 42. ამერიკული თავისუფლების აქტის მომხრეები, რომელთა შორის არიან ლიბერალი დემოკრატები და ლიბერალი რესპუბლიკელები, იმედოვნებდნენ, რომ საზოგადოებას აღელვებდა ინფორმაცია სპეცსამსახურების მიერ მასობრივი სატელეფონო მოსმენების და ინტერნეტში პირადი ინფორმაციების წვდომასთან დაკავშირებით. "რესპუბლიკელმა" სენატორმა, მიტჩ მაკკონელმა განაცხადა, რომ ნაციონალური უსაფრთხოების სააგენტოს უფლებამოსილების შეზღუდვით შეუძლებელი გახდება იმ ტერორისტების დაკავება, რომლებმაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე, პიტერ კესიგი მოკლეს.

კესიგი სირიაში ჰუმანიტარული დახმარების მიზნით იმყოფებოდა და 16 ნოემბერს "ისლამური სახელმწიფოს" დაჯგუფების წევრებმა მოკლეს. ხსენებული კანონპროექტით, ხელისუფლება ვეღარ შეძლებს მოიპოვოს და შეინახოს დიდი რაოდენობით საუბრების ჩანაწერები. ამით უნდა დაკავებულიყვნენ მსხვილი სატელეფონო კომპანიები, ხოლო ხელისუფლება, საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული ჩანაწერის გამოთხოვნით კომპანიებს მიმართავდა, თუკი ჩათვლიდა, რომ ეს ინფორმაცია როგორღაც ტერორიზმს უკავშირდებოდა. ამერიკული თავისუფლების აქტი 2013 წლის ოქტომბერში მიიღეს. ის ზღუდავს სამთავრობო პროგრამების უფლებამოსილებებს, რომლის მეშვეობით სპეცსამსახურების თანამშრომლები აშშ-ის მოქალაქეების შესახებ ინფორმაციას მოიპოვებენ.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა