სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ჩარკვიანის 11 საუკეთესო ციტატა - მეფე 58 წლის გახდებოდა...
ირაკლი ჩარკვიანის 11 საუკეთესო ციტატა - მეფე 58 წლის გახდებოდა...

1961 წლის 19 ნო­ემ­ბე­რი ირაკ­ლი ჩარ­კვი­ა­ნის და­ბა­დე­ბის დღეა. მე­ფეს დღეს 58 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და.

გთა­ვა­ზობთ ნა­წყვე­ტებს მისი 2006 წლის ავ­ტო­რო­მა­ნი­დან "მშვი­დი ცურ­ვა". "ეს წიგ­ნი სა­ერ­თოდ არ ჰგავს წიგნს, მაგ­რამ სა­ოც­რად მგავს მე", - ასე ახა­სი­ა­თებ­და მეფე სა­კუ­თარ ნა­მუ­შე­ვარს.

  • "ძნე­ლია მო­უ­ყა­რო თავი იმას, რა­საც სა­კუ­თა­რი მე და­არ­ქვი"
  • "რა არ და­აბ­რა­ლეს ადა­მი­ა­ნებ­მა სიკ­ვდილს, ჯო­ჯო­ხე­თად მო­ნათ­ლეს, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი სიკ­ვდი­ლი უდი­დე­სი ბედ­ნი­ე­რე­ბაა, სუ­ლის სა­ბო­ლოო გა­მარ­ჯვე­ბა ხორ­ცზე, გან­ვი­თა­რე­ბის ის სა­ფე­ხუ­რი, რო­მე­ლიც აღარ სა­ჭი­რო­ებს სიმ­ძი­მეს, სხე­უ­ლის წო­ნას, შენ თა­ვი­სუფ­ლდე­ბი."
  • "რაც უფრო ბედ­ნი­ე­რი ხარ, მით უფრო ახ­ლოს ხარ სიკ­ვდილ­თან და თუ არ მოკ­ვდი, შეძ­ლებ დიდ­ხანს იყო ბედ­ნი­ე­რი, შე­გიძ­ლია დაწ­ვე წყალ­ზე და ვარ­სკვლა­ვე­ბით მო­ჭე­დილ ცას უყუ­რო, მყუდ­რო და უსას­რუ­ლო სიღ­რმის სარ­კეს, რო­მელ­შიც შე­ნამ­დე მი­ლი­ო­ნე­ბი იყუ­რე­ბოდ­ნენ და შენს მე­რეც ჩა­ი­ხე­დე­ბი­ან"
  • "რაც უფრო მეტს გას­ცემ, მით უფრო მეტი ადა­მი­ა­ნი გტო­ვებს და რჩე­ბი ღმერ­თი­ვით მარ­ტო…"
  • "მე არა­ვინ მი­მი­ტო­ვე­ბია, მე მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი თა­ვის სა­ძი­ებ­ლად წა­ვე­დი"
  • "მგო­ნი, სიკ­ვდი­ლის აღარ მე­ში­ნია და ალ­ბათ ამი­ტომ ჩემი სული სა­ბო­ლო­ოდ გა­იხ­სნა უსას­რუ­ლო გრძნო­ბის­თვის, რო­მე­ლიც მხო­ლოდ მარ­ტო­ო­ბა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი"
  • "ყვე­ლა­ზე ძნე­ლია და­შორ­დე იმას, რა­საც მთე­ლი სი­ცო­ცხლის მან­ძილ­ზე ეტ­რფი. დღე და ღამე აშე­ნებ, მაგ­რამ დგე­ბა დრო, როცა უნდა გა­ნუდ­გე, რათა მთლი­ა­ნად და­ი­ნა­ხო ის, რა­საც ქმნი­დი. გა­ან­დო სივ­რცეს ყვე­ლა­ზე დიდი სა­ი­დუმ­ლო. დაე, დრომ მი­უ­ჩი­ნოს სა­კუ­თა­რი ად­გი­ლი იმ კა­რა­და­ში, რო­მელ­საც უკ­ვდა­ვე­ბა ქვია."

  • "დიდი მას­წავ­ლებ­ლე­ბიც კი, მეტ­წი­ლად არ­შემ­დგა­რი გმი­რე­ბია, ვინც ში­შის გამო ვერ­ცერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი ვერ გა­დად­გა თა­ვი­სი უმ­წეო ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე. ისი­ნი გა­ჩერ­დნენ და გა­და­წყვი­ტეს გა­ყი­დონ და­მარ­ცხე­ბე­ბით დაგ­რო­ვი­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, რომ­ლის ფასი ერთი გრო­შიც არ არის. მოს­წავ­ლის მი­ზა­ნია რაც შე­იძ­ლე­ბა მალე მიხ­ვდეს, რომ სწავ­ლა უნდა შე­წყვი­ტოს, თუ სურს ხალ­ხს თავი და­ა­მახ­სოვ­როს, რამე მა­ინც შეც­ვა­ლოს, არა და იჯ­დე­ბი ღრმად მო­ხუ­ცი ლო­ტო­სის პო­ზა­ში"
  • "მე ყო­ველ­თვის აქ ვი­დე­ქი, სა­დაც ახლა ვდგა­ვარ და ბო­ლოს იქ დავ­წვე­ბი, უბ­რა­ლოდ წა­მოვ­წვე­ბი და და­გა­ვი­ხუ­რავ ბა­ლა­ხი­ან მი­წას, სულ ეს არის და ეს."
  • "ჯერ ისევ ბნე­ლა. სა­ძი­ნე­ბელ­ში სა­მარ­ხის სუ­ნია".
  • "დღეს­დღე­ო­ბით კი ვაგ­რძე­ლებ იმ სა­ნუკ­ვა­რი დღი­სათ­ვის, როცა ბო­ლოს და ბო­ლოს ვა­ღი­ა­რებ სა­კუ­თარ თავ­თან იმას, რაც ვარ და ეს დღე იქ­ნე­ბა წმინ­და, ვით გან­თი­ა­დი და მშვი­დი, ვით შე­მოდ­გო­მა. მე ვგრძნობ იმ სუნს, რო­მე­ლიც მა­რა­დი­უ­ლო­ბას უდის, მე მეს­მის იმ სი­ჩუ­მის მშვე­ნი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც არს ნე­ტა­რი და უსას­რუ­ლო, ამი­ტომ სი­ტყვა გან­სხი­ვოს­ნე­ბა სრუ­ლად არ ასა­ხავს იმ სის­რუ­ლეს, რო­მე­ლიც მხო­ლოდ წა­მით გვე­ხე­ბა ხოლ­მე ჩვენ, მოკ­ვდავთ, და მერე გვტო­ვებს იმ ში­ზოფ­რე­ნი­ულ მო­რევ­ში ხორ­ცი­სა და ვნე­ბის, გან­ცდი­სა და ვარ­დნის, სიმ­დაბ­ლი­სა და მო­ნო­ბის. ყო­ვე­ლი ჩვენ­თა­გა­ნი ოდეს­მე ხდე­ბა მეფე, უმ­რავ­ლე­სო­ბას ეს გრძნო­ბა მხო­ლოდ სი­ცო­ცხლის ბო­ლოს, სიკ­ვდი­ლამ­დე ორი­ოდ წუ­თით ადრე ეუფ­ლე­ბა, მაგ­რამ მე­ფო­ბა ისე­ვე გარ­და­უ­ვა­ლია, რო­გორც მო­ნო­ბა, ამი­ტომ ისი­ნი, ვინც სი­ცო­ცხლე­ში ახ­წე­ვენ მი­ზანს და ხდე­ბი­ან მე­ფე­ე­ბი, რჩე­ბი­ან ის­ტო­რი­ას, აღელ­ვე­ბენ მო­მა­ვალ თა­ო­ბებს, თან სი­ცო­ცხლე­ში­ვე გრძნო­ბენ იმ ბედ­ნი­ე­რე­ბას, რა­საც უკ­ვდა­ვე­ბა ქვია."
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ირაკლი ჩარკვიანის 11 საუკეთესო ციტატა - მეფე 58 წლის გახდებოდა...

ირაკლი ჩარკვიანის 11 საუკეთესო ციტატა - მეფე 58 წლის გახდებოდა...

1961 წლის 19 ნოემბერი ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა. მეფეს დღეს 58 წელი შეუსრულდებოდა.

გთავაზობთ ნაწყვეტებს მისი 2006 წლის ავტორომანიდან "მშვიდი ცურვა". "ეს წიგნი საერთოდ არ ჰგავს წიგნს, მაგრამ საოცრად მგავს მე", - ასე ახასიათებდა მეფე საკუთარ ნამუშევარს.

  • "ძნელია მოუყარო თავი იმას, რასაც საკუთარი მე დაარქვი"
  • "რა არ დააბრალეს ადამიანებმა სიკვდილს, ჯოჯოხეთად მონათლეს, სინამდვილეში კი სიკვდილი უდიდესი ბედნიერებაა, სულის საბოლოო გამარჯვება ხორცზე, განვითარების ის საფეხური, რომელიც აღარ საჭიროებს სიმძიმეს, სხეულის წონას, შენ თავისუფლდები."
  • "რაც უფრო ბედნიერი ხარ, მით უფრო ახლოს ხარ სიკვდილთან და თუ არ მოკვდი, შეძლებ დიდხანს იყო ბედნიერი, შეგიძლია დაწვე წყალზე და ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურო, მყუდრო და უსასრულო სიღრმის სარკეს, რომელშიც შენამდე მილიონები იყურებოდნენ და შენს მერეც ჩაიხედებიან"
  • "რაც უფრო მეტს გასცემ, მით უფრო მეტი ადამიანი გტოვებს და რჩები ღმერთივით მარტო…"
  • "მე არავინ მიმიტოვებია, მე მხოლოდ საკუთარი თავის საძიებლად წავედი"
  • "მგონი, სიკვდილის აღარ მეშინია და ალბათ ამიტომ ჩემი სული საბოლოოდ გაიხსნა უსასრულო გრძნობისთვის, რომელიც მხოლოდ მარტოობაშია შესაძლებელი"
  • "ყველაზე ძნელია დაშორდე იმას, რასაც მთელი სიცოცხლის მანძილზე ეტრფი. დღე და ღამე აშენებ, მაგრამ დგება დრო, როცა უნდა განუდგე, რათა მთლიანად დაინახო ის, რასაც ქმნიდი. გაანდო სივრცეს ყველაზე დიდი საიდუმლო. დაე, დრომ მიუჩინოს საკუთარი ადგილი იმ კარადაში, რომელსაც უკვდავება ქვია."

  • "დიდი მასწავლებლებიც კი, მეტწილად არშემდგარი გმირებია, ვინც შიშის გამო ვერცერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ვერ გადადგა თავისი უმწეო ცხოვრების მანძილზე. ისინი გაჩერდნენ და გადაწყვიტეს გაყიდონ დამარცხებებით დაგროვილი გამოცდილება, რომლის ფასი ერთი გროშიც არ არის. მოსწავლის მიზანია რაც შეიძლება მალე მიხვდეს, რომ სწავლა უნდა შეწყვიტოს, თუ სურს ხალხს თავი დაამახსოვროს, რამე მაინც შეცვალოს, არა და იჯდები ღრმად მოხუცი ლოტოსის პოზაში"
  • "მე ყოველთვის აქ ვიდექი, სადაც ახლა ვდგავარ და ბოლოს იქ დავწვები, უბრალოდ წამოვწვები და დაგავიხურავ ბალახიან მიწას, სულ ეს არის და ეს."
  • "ჯერ ისევ ბნელა. საძინებელში სამარხის სუნია".
  • "დღესდღეობით კი ვაგრძელებ იმ სანუკვარი დღისათვის, როცა ბოლოს და ბოლოს ვაღიარებ საკუთარ თავთან იმას, რაც ვარ და ეს დღე იქნება წმინდა, ვით განთიადი და მშვიდი, ვით შემოდგომა. მე ვგრძნობ იმ სუნს, რომელიც მარადიულობას უდის, მე მესმის იმ სიჩუმის მშვენიერება, რომელიც არს ნეტარი და უსასრულო, ამიტომ სიტყვა განსხივოსნება სრულად არ ასახავს იმ სისრულეს, რომელიც მხოლოდ წამით გვეხება ხოლმე ჩვენ, მოკვდავთ, და მერე გვტოვებს იმ შიზოფრენიულ მორევში ხორცისა და ვნების, განცდისა და ვარდნის, სიმდაბლისა და მონობის. ყოველი ჩვენთაგანი ოდესმე ხდება მეფე, უმრავლესობას ეს გრძნობა მხოლოდ სიცოცხლის ბოლოს, სიკვდილამდე ორიოდ წუთით ადრე ეუფლება, მაგრამ მეფობა ისევე გარდაუვალია, როგორც მონობა, ამიტომ ისინი, ვინც სიცოცხლეში ახწევენ მიზანს და ხდებიან მეფეები, რჩებიან ისტორიას, აღელვებენ მომავალ თაობებს, თან სიცოცხლეშივე გრძნობენ იმ ბედნიერებას, რასაც უკვდავება ქვია."

როგორ გამოიყურება ბრუკ შილდსი წლების შემდეგ - დედის ამბიციებს შეწირული ბავშვობა და ულამაზესი მსახიობის ცხოვრება დღეს

10 წლის ქართველი გოგონა, რომელმაც ლოს-ანჯელესის კინოფესტივალზე გაიმარჯვა - "შემთხვევით ვიპოვეთ ვიდეოები, სადაც საყვარელ პერსონაჟებს ასახიერებდა"

გიორგი ყიფშიძეს ვაჟი შეეძინა - "კოსმო ყიფშიძე... ბედნიერების ბიჭია"