ჩეხეთის დედაქალაქში გამართულ აქციაზე დაახლოებით, ხუთი ათასმა ადამიანმა მოიყარა თავი. მიტინგის მონაწილეები ტრანსფარანტებითა და შეძახილებით, ჩეხეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, მილოშ ზემანის გადადგომას ითხოვდნენ. პრეზიდენტმა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრის დროს, რუსეთის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთა.
მომიტინგეთა განცხადებით, მათ არ უნდათ, რომ ჩეხეთი "რუსეთის კოლონიად იქცეს". შეკრებილები პრეზიდენტს წითელ ბარათებს უჩვენებდნენ, რითაც პოსტის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ. უფრო მეტიც, ზემანის სიტყვით გამოსვლის დროს, აქციის მონაწილეებმა სტვენა დაიწყეს და პრეზიდენტს კვერცხებს ესროდნენ. თუმცა, დაცვის წევრების დახმარებით, ზემანს კვერცხი არ მოხვედრია. რასაც ვერ ვიტყვით მის გვერდით მდგომ გერმანიის პრეზიდენტ იოახიმ გაუკუსზე, რომელსაც ნაკლებად გაუმართლა.