ქალმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამი შვილი მოკლა

ქალმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სამი შვილი მოკლა

დეპრესიაში მყოფმა დედამ ვეღარ გაუძლო სამი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შვილის მოვლას, ძილის დროს გაგუდა ისინი და თავის მოკვლას შეეცადა.

43 წლის ტანია კლერენსი ბრალდებულია ოთხი წლის გოგონასა და სამი წლის ტყუპი ბიჭების მკვლელობის საქმეში. შემთხვევა ლონდონის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მოხდა.

ბავშვების გვამები თავიანთ საწოლებში იპოვნეს, მათ ირგვლივ სათამაშოები ჰქონდათ შემოწყობილი. სოციალური მუშაკები და ბავშვებთან მომუშავე მედიკოსები აცხადებენ, რომ დედა განსაკუთრებით იყო დათრგუნული შვილების მდგომარეობით და გაცნობიერებული ჰქონდა, რომ ისინი დიდხანს ვერ იცოცხლებდნენ. ამის გამო ქალი მძიმე დეპრესიით იტანჯებოდა.

მკვლელობის დღეს კლერენსის მეუღლემ თავიანთი მეოთხე, რვა წლის ქალიშვილი, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები არ ჰქონია, დასასვენებლად სამხრეთ აფრიკაში წაიყვანა. შშმ ბავშვების ძიძა კი დაითხოვა, რადგან ეგონა, შვილებს დედა მიხედავდა. საბოლოოდ ყველაფერი ტრაგიკული სცენარით განვითარდა. ჯერჯერობით არაა ცნობილი, მიუსჯიან ქალს პატიმრობას თუ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსებენ.

მომზადებულია msn.com-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა