პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - ყველამ დეტალურად იცოდა ბოლო ორი კვირის ამბები, გვარებით, სახელებით და ყველაფრით
დავით უსუფაშვილი - ყველამ დეტალურად იცოდა ბოლო ორი კვირის ამბები, გვარებით, სახელებით და ყველაფრით

ჩვენს მე­გობ­რებს აქვთ კი­თხვე­ბი, ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნე­ბენ თვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს და ყვე­ლამ, ვი­საც კი შევ­ხვდით , დე­ტა­ლუ­რად იცო­და ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბი გვა­რე­ბით, სა­ხე­ლე­ბით და ყვე­ლაფ­რით, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა, ნი­დერ­ლან­დებ­ში გა­მარ­თუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ეს ყვე­ლა­ფე­რი კარ­გია, თუმ­ცა უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, ეს გვა­რე­ბი, სა­ხე­ლე­ბი და მოვ­ლე­ნე­ბი უფრო პო­ზი­ტი­ურ კონ­ტექ­სტში იყოს ნახ­სე­ნე­ბი და არა კი­თხვებ­ში.

"დღეს გა­ვაგ­რძე­ლეთ შეხ­ვედ­რე­ბი ჩვენს ჰო­ლან­დი­ელ კო­ლე­გებ­თან, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გვქონ­და ძა­ლი­ან სა­ყუ­რა­დღე­ბო შეხ­ვედ­რა, სა­დაც ვი­სა­უბ­რეთ კონ­კრე­ტულ სა­კი­თხებ­ზე აფხა­ზე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით, ასე­ვე, ევ­რო­კავ­ში­რის მო­ნი­ტო­რე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, ძა­ლი­ან ბევრ სხვა სა­ინ­ტე­რე­სო თე­მა­ზე და მი­ვი­ღეთ და­პი­რე­ბა, რომ უახ­ლო­ეს ხა­ნებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის დო­ნე­ზე სხვა­დას­ხვა შეხ­ვედ­რე­ბის დროს ეს თე­მე­ბი იქ­ნე­ბა სა­თა­ნა­დოდ წა­მო­წე­უ­ლი ჩვე­ნი ჰო­ლან­დი­ე­ლი კო­ლე­გე­ბის მხრი­და­ნაც. გვქონ­და შეხ­ვედ­რე­ბი სე­ნატ­ში, სე­ნა­ტის თავ­მჯდო­მა­რეს­თან, ასე­ვე ძა­ლი­ან მე­გობ­რულ და საქ­მი­ან ვი­თა­რე­ბა­ში ჩა­ი­ა­რა ამ შეხ­ვედ­რამ და ახლა უკვე სა­ჯა­რო შეხ­ვედ­რა­ზე და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს სხვა­დას­ხვა პარ­ტი­ე­ბი­დან, უწყე­ბე­ბი­დან, სა­ელ­ჩო­ე­ბი­დან გა­ვა­ცა­ნი ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა, რო­მე­ლიც მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ი­ხა­ტოს შემ­დეგ ფრა­ზებ­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უნდა ევ­რო­პა და ნატო და ევ­რო­პამ და ნა­ტომ უნდა გა­ა­კე­თოს მეტი იმის­თვის, რომ ეს სურ­ვი­ლი იყოს რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი და ქვე­ყა­ნა იყოს და­ცუ­ლი შე­საძ­ლო აგ­რე­სი­ის­გან. ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და ჩვენ არ უნდა დავ­კარ­გოთ დრო იმა­ზე სა­უბ­რებ­ში, არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­რუ­სუ­ლი გან­წყო­ბე­ბი - ასე­თი არ არის, არის თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში პრო­რუ­სუ­ლი ლი­დე­რე­ბი - ასე­თე­ბი არ არი­ან. ისი­ნი კი, ვინც ამას იბ­რა­ლე­ბენ, არ გა­მოს­დით და­მა­ჯე­რებ­ლო­ბა პრო­რუ­სუ­ლო­ბა­ში, ამი­ტომ ეს სა­კი­თხე­ბი და კი­თხვე­ბი უნდა მოვხსნათ და გა­და­ვი­დეთ რე­ა­ლურ საქ­მე­ზე - დიახ, გვინ­და ევ­რო­პა, მაგ­რამ ამის­თვის რა კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბია გა­და­სად­გმე­ლი?", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოა იმი­ტომ, რომ ჩვენს მე­გობ­რებს აქვთ კი­თხვე­ბი და ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ისი­ნი ყუ­რა­დღე­ბით ადევ­ნე­ბენ თვალს სა­ქარ­თვე­ლო­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს.

"ყვე­ლამ, ვი­საც კი შევ­ხვდით, დე­ტა­ლუ­რად იცო­და ბოლო 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში მომ­ხდა­რი ამ­ბე­ბი გვა­რე­ბით, სა­ხე­ლე­ბით და ყვე­ლაფ­რით - ეს კარ­გია. თუმ­ცა უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, რომ ეს გვა­რე­ბი, სა­ხე­ლე­ბი და მოვ­ლე­ნე­ბი უფრო პო­ზი­ტი­ურ კონ­ტექ­სტში იყოს ხოლ­მე ნახ­სე­ნე­ბი და არა კი­თხვებ­ში, რომ რა ხდე­ბა, რა­ტომ მოხ­და და ასე შემ­დეგ. მე ცხა­დია, კო­ლე­გე­ბი და­ვარ­წმუ­ნე იმა­ში, რომ შე­იც­ვა­ლა ხალ­ხი და არა პო­ლი­ტი­კა, ანუ შე­იც­ვალ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი, ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და არა ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კა, თუმ­ცა, ის ხალ­ხი, ვინც შე­იც­ვა­ლა და ვინც დღემ­დე მუ­შა­ობ­და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, არის სე­რი­ო­ზუ­ლი და­ნაკ­ლი­სი ჩვენ­თვის და ამას კომ­პენ­სი­რე­ბა სჭირ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

დავით უსუფაშვილი - ყველამ დეტალურად იცოდა ბოლო ორი კვირის ამბები, გვარებით, სახელებით და ყველაფრით

დავით უსუფაშვილი - ყველამ დეტალურად იცოდა ბოლო ორი კვირის ამბები, გვარებით, სახელებით და ყველაფრით

ჩვენს მეგობრებს აქვთ კითხვები, ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ყველამ, ვისაც კი შევხვდით , დეტალურად იცოდა ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომხდარი ამბები გვარებით, სახელებით და ყველაფრით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, ნიდერლანდებში გამართული შეხვედრების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი კარგია, თუმცა უკეთესი იქნება, ეს გვარები, სახელები და მოვლენები უფრო პოზიტიურ კონტექსტში იყოს ნახსენები და არა კითხვებში.

"დღეს გავაგრძელეთ შეხვედრები ჩვენს ჰოლანდიელ კოლეგებთან, საგარეო საქმეთა სამინისტროში გვქონდა ძალიან საყურადღებო შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ კონკრეტულ საკითხებზე აფხაზეთის მიმართულებით, ასევე, ევროკავშირის მონიტორების საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ სხვა საინტერესო თემაზე და მივიღეთ დაპირება, რომ უახლოეს ხანებში ევროკავშირის დონეზე სხვადასხვა შეხვედრების დროს ეს თემები იქნება სათანადოდ წამოწეული ჩვენი ჰოლანდიელი კოლეგების მხრიდანაც. გვქონდა შეხვედრები სენატში, სენატის თავმჯდომარესთან, ასევე ძალიან მეგობრულ და საქმიან ვითარებაში ჩაიარა ამ შეხვედრამ და ახლა უკვე საჯარო შეხვედრაზე დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა პარტიებიდან, უწყებებიდან, საელჩოებიდან გავაცანი ქვეყანაში არსებული ვითარება, რომელიც მარტივად შეიძლება გამოიხატოს შემდეგ ფრაზებში, რომ საქართველოს უნდა ევროპა და ნატო და ევროპამ და ნატომ უნდა გააკეთოს მეტი იმისთვის, რომ ეს სურვილი იყოს რეალიზებული და ქვეყანა იყოს დაცული შესაძლო აგრესიისგან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ არ უნდა დავკარგოთ დრო იმაზე საუბრებში, არის თუ არა საქართველოში პრორუსული განწყობები - ასეთი არ არის, არის თუ არა საქართველოში პრორუსული ლიდერები - ასეთები არ არიან. ისინი კი, ვინც ამას იბრალებენ, არ გამოსდით დამაჯერებლობა პრორუსულობაში, ამიტომ ეს საკითხები და კითხვები უნდა მოვხსნათ და გადავიდეთ რეალურ საქმეზე - დიახ, გვინდა ევროპა, მაგრამ ამისთვის რა კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი?", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ასეთი შეხვედრები საინტერესოა იმიტომ, რომ ჩვენს მეგობრებს აქვთ კითხვები და ძალიან სასიამოვნოა, რომ ისინი ყურადღებით ადევნებენ თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

"ყველამ, ვისაც კი შევხვდით, დეტალურად იცოდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში მომხდარი ამბები გვარებით, სახელებით და ყველაფრით - ეს კარგია. თუმცა უკეთესი იქნება, რომ ეს გვარები, სახელები და მოვლენები უფრო პოზიტიურ კონტექსტში იყოს ხოლმე ნახსენები და არა კითხვებში, რომ რა ხდება, რატომ მოხდა და ასე შემდეგ. მე ცხადია, კოლეგები დავარწმუნე იმაში, რომ შეიცვალა ხალხი და არა პოლიტიკა, ანუ შეიცვალნენ ადამიანები, ხელმძღვანელები და არა ქვეყნის პოლიტიკა, თუმცა, ის ხალხი, ვინც შეიცვალა და ვინც დღემდე მუშაობდა ამ მიმართულებით, არის სერიოზული დანაკლისი ჩვენთვის და ამას კომპენსირება სჭირდება", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა