პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როცა ძალადობა ურთიერთობის მიღებული ფორმაა - ''ხალხს ერთ ტოტზე ჰკიდია ტრანსგენდერი, მასგენდერი, ქალი, კაცი...''
როცა ძალადობა ურთიერთობის მიღებული ფორმაა - ''ხალხს ერთ ტოტზე ჰკიდია ტრანსგენდერი, მასგენდერი, ქალი, კაცი...''

"მილ­კი" " ასე ჰქვია 2008 წლის ფილ­მს, რო­მელ­შიც შონ პენი შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­ნა­სა­ხი­ე­რებს პირ­ველ ამე­რი­კელ პო­ლი­ტი­კოსს, რო­მე­ლიც სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­ში აირ­ჩი­ეს და თა­ვი­სი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ ღიად გა­ნა­ცხა­და. მილ­კი აქ­ტი­უ­რად იბ­რძო­და გე­ე­ბი­სა და ლეს­ბო­სე­ლე­ბის უფ­ლე­ბე­ბის და­სა­ცა­ვად. 1978 წელს ის სა­კუ­თარ­მა კო­ლე­გამ მოკ­ლა, რო­მელ­საც თა­ნამ­დე­ბო­ბის დაბ­რუ­ნე­ბა სურ­და. ამ მძი­მე ის­ტო­რი­ის შემ­დეგ სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის კერ­პად იქცა. დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ალ­ზე ფე­რა­დი დრო­შე­ბით უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი მი­ვი­და. დამ­ნა­შა­ვეს სა­სა­მარ­თლომ 7 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა, რაც კი­დევ ერთხელ გახ­და უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი, რო­გორც ზედ­მე­ტად ლი­ბე­რა­ლუ­რი გა­ნა­ჩე­ნი. გა­ნა­ჩენს მა­სობ­რი­ვი არე­უ­ლო­ბა მოჰ­ყვა და უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის პრო­ტეს­ტი "თეთ­რი ღა­მის აჯან­ყე­ბით" შე­ვი­და ის­ტო­რი­ა­ში.

გა­სულ კვი­რას სა­ქარ­თვე­ლო­ში 25 წლის ტრანსგენ­დე­რი მოკ­ლეს. საბი (წარ­სულ­ში ბექა) ბე­რი­ა­ნი კა­ხეთ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. ორი წლის წინ გა­და­ცე­მა "პრო­ფილს" სტუმ­რობ­და, სა­დაც მოჰ­ყვა, რომ თბი­ლის­ში ჩა­მოს­ვლის შემ­დეგ ნა­თე­სა­ვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა აღარ ჰქო­ნია და მხო­ლოდ დე­დას ეკონ­ტაქ­ტე­ბო­და. სამ­წუ­ხა­როდ, დე­დამ, რო­მე­ლიც სა­ბის სა­კუ­თარ და­ბა­დე­ბის დღე­ზე, 15 ნო­ემ­ბერს, სო­ფელ­ში ელო­დე­ბო­და, შვი­ლის წა­მე­ბით სიკ­ვდი­ლის შე­სა­ხებ ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან გა­ი­გო.

სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის თე­მა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში, პირ­ველ რიგ­ში, გა­სუ­ლი წლის 17 მა­ი­სი გა­გახ­სენ­დე­ბათ, რო­დე­საც ჰო­მო­ფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად რუს­თა­ველ­ზე მი­სულ სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­სა და უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი ელო­და და ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბით ემუქ­რე­ბო­და. მა­შინ საქ­მე­ში პო­ლი­ცია ჩა­ე­რია და ისი­ნი შე­და­რე­ბით მშვი­დად გა­ა­რი­დეს ქა­ლა­ქის ცენ­ტრს. სწო­რედ ეს დღე გახ­და გა­დამ­წყვე­ტი, რომ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­სა და პრე­სა­ში ღიად და­ი­წყო სა­უ­ბა­რი ჰო­მო­ფო­ბი­ა­ზე.

სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის და­ცინ­ვი­სა თუ მი­უ­ღებ­ლო­ბის გამო, ტე­ლე­ვი­ზი­ებს არა­ერ­თხელ მო­უ­წი­ათ ბო­დი­შის მოხ­დამ ან თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გაშ­ვე­ბამ. ჰო­მო­ფო­ბი­ურ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა რამ­დე-ნიმე პო­ლი­ტი­კო­სის კა­რი­ე­რა თით­ქმის შე­ი­წი­რა, რად­გან მათ დღემ­დე უხ­სე­ნე­ბენ უმ­ცი­რე­სო­ბის მი­სა­მარ­თით გა­მო­ყე­ნე­ბულ სი­ძულ­ვი­ლის ენას. ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს ოპე­რის მომ­ღე­რალ თა­მარ ივე­რის შე­ფა­სე­ბე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი სკან­და­ლიც, მისი კა­რი­ე­რაც კი­ნა­ღამ შე­ი­წი­რა გე­ე­ბის მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ­მა არა­კო­რექ­ტულ­მა მო­საზ­რე­ბებ­მა. არ­სე­ბობს აზრი, რომ ეს თემა ხე­ლოვ­ნუ­რია და რე­ა­ლუ­რად სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი ისე წარ­მო­ა­ჩე­ნენ, თით­ქოს გე­ე­ბი, ლეს­ბო­სე­ლე­ბი, ტრანსსექ­სუ­ა­ლე­ბი იჩაგ­რე­ბი­ან და ამით და­სავ­ლე­თი­დან სე­რი­ო­ზულ გრან­ტებს იღე­ბენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ქარ­თვე­ლებს ტო­ლე­რან­ტო­ბა არ გვეს­წავ­ლე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად გავ­რცე­ლე­ბუ­ლა ჭო­რე­ბი ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლე­ბი­სა თუ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის შე­სა­ხებ, მაგ­რამ ღიად არც ერთ ცნო­ბილ სა­ხეს არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია, რომ გეი ან ლეს­ბო­სე­ლია. არა­და, ანო­ნი­მუ­რად ჩა­წე­რი­ლი ზო­გი­ერ­თი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის სექსმუ­შა­კი ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნავ­და, რომ მისი მომ­სა­ხუ­რე­ბით არა­ერთ ცნო­ბილ სა­ხეს უსარ­გებ­ლია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom

როცა ძალადობა ურთიერთობის მიღებული ფორმაა - ''ხალხს ერთ ტოტზე ჰკიდია ტრანსგენდერი, მასგენდერი, ქალი, კაცი...''

როცა ძალადობა ურთიერთობის მიღებული ფორმაა - ''ხალხს ერთ ტოტზე ჰკიდია ტრანსგენდერი, მასგენდერი, ქალი, კაცი...''

''მილკი'' '' ასე ჰქვია 2008 წლის ფილმს, რომელშიც შონ პენი შესანიშნავად განასახიერებს პირველ ამერიკელ პოლიტიკოსს, რომელიც საჯარო სამსახურში აირჩიეს და თავისი სექსუალური ორიენტაციის შესახებ ღიად განაცხადა. მილკი აქტიურად იბრძოდა გეებისა და ლესბოსელების უფლებების დასაცავად. 1978 წელს ის საკუთარმა კოლეგამ მოკლა, რომელსაც თანამდებობის დაბრუნება სურდა. ამ მძიმე ისტორიის შემდეგ სექსუალური უმცირესობების კერპად იქცა. დაკრძალვის ცერემონიალზე ფერადი დროშებით უამრავი ადამიანი მივიდა. დამნაშავეს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც კიდევ ერთხელ გახდა უკმაყოფილების მიზეზი, როგორც ზედმეტად ლიბერალური განაჩენი. განაჩენს მასობრივი არეულობა მოჰყვა და უმცირესობების პროტესტი ''თეთრი ღამის აჯანყებით'' შევიდა ისტორიაში.

გასულ კვირას საქართველოში 25 წლის ტრანსგენდერი მოკლეს. საბი (წარსულში ბექა) ბერიანი კახეთში დაიბადა და გაიზარდა. ორი წლის წინ გადაცემა ''პროფილს'' სტუმრობდა, სადაც მოჰყვა, რომ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ნათესავებთან ურთიერთობა აღარ ჰქონია და მხოლოდ დედას ეკონტაქტებოდა. სამწუხაროდ, დედამ, რომელიც საბის საკუთარ დაბადების დღეზე, 15 ნოემბერს, სოფელში ელოდებოდა, შვილის წამებით სიკვდილის შესახებ ტელევიზიიდან გაიგო.

სექსუალური უმცირესობების თემაზე საქართველოში, პირველ რიგში, გასული წლის 17 მაისი გაგახსენდებათ, როდესაც ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღსანიშნავად რუსთაველზე მისულ სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებსა და უფლებადამცველებს მოსახლეობის ნაწილი ელოდა და ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდა. მაშინ საქმეში პოლიცია ჩაერია და ისინი შედარებით მშვიდად გაარიდეს ქალაქის ცენტრს. სწორედ ეს დღე გახდა გადამწყვეტი, რომ ტელევიზიებსა და პრესაში ღიად დაიწყო საუბარი ჰომოფობიაზე.

სექსუალური უმცირესობების დაცინვისა თუ მიუღებლობის გამო, ტელევიზიებს არაერთხელ მოუწიათ ბოდიშის მოხდამ ან თანამშრომლების გაშვებამ. ჰომოფობიურმა განცხადებებმა რამდე-ნიმე პოლიტიკოსის კარიერა თითქმის შეიწირა, რადგან მათ დღემდე უხსენებენ უმცირესობის მისამართით გამოყენებულ სიძულვილის ენას. ყველას კარგად გვახსოვს ოპერის მომღერალ თამარ ივერის შეფასებებით გამოწვეული სკანდალიც, მისი კარიერაც კინაღამ შეიწირა გეების მისამართით გამოთქმულმა არაკორექტულმა მოსაზრებებმა. არსებობს აზრი, რომ ეს თემა ხელოვნურია და რეალურად სექსუალური უმცირესობების უფლებადამცველები ისე წარმოაჩენენ, თითქოს გეები, ლესბოსელები, ტრანსსექსუალები იჩაგრებიან და ამით დასავლეთიდან სერიოზულ გრანტებს იღებენ. სინამდვილეში კი ქართველებს ტოლერანტობა არ გვესწავლება.

საქართველოში ხშირად გავრცელებულა ჭორები ცნობილი მომღერლებისა თუ პოლიტიკოსების განსხვავებული ორიენტაციის შესახებ, მაგრამ ღიად არც ერთ ცნობილ სახეს არ დაუფიქსირებია, რომ გეი ან ლესბოსელია. არადა, ანონიმურად ჩაწერილი ზოგიერთი განსხვავებული ორიენტაციის სექსმუშაკი ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ მისი მომსახურებით არაერთ ცნობილ სახეს უსარგებლია.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს