Faceამბები
პოლიტიკა
საზოგადოება

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თავს არავის მოვატყუებინებ" - ქალბატონი, რომელიც ცნობილ ადამიანებს სიცრუეში ამხელს
"თავს არავის მოვატყუებინებ" - ქალბატონი, რომელიც ცნობილ ადამიანებს სიცრუეში ამხელს

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბეჭ­დურ მე­დი­ა­ში მუ­შა­ობ­და, პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია, მაგ­რამ რო­გორც გა­ირ­კვა, სხვა პრო­ფე­სი­ე­ბიც ჰქო­ნია, არის ესტრა­დის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მსა­ხი­ო­ბი და კონ­ფე­რან­სიე. ამას­თან, რო­გორც ამ­ბობს, არა­ერ­თგზის ლა­უ­რე­ა­ტიც. პა­რა­ლე­ლუ­რად კოს­მე­ტო­ლო­გი­აც შე­უს­წავ­ლია... მოკ­ლედ, თა­ვი­დან­ვე აქ­ტი­უ­რი იყო და დღემ­დე ასეა. სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი ეუ­ხერ­ხუ­ლე­ბა, თუმ­ცა ძა­ლი­ან მოკ­ლედ, და­ახ­ლო­ე­ბით ასე შე­იძ­ლე­ბა იმ ქალ­ბა­ტო­ნის წარ­დგე­ნა, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით აქ­ტი­უ­რობს და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ადა­მი­ა­ნებს ტყუ­ილ­შიც ამ­ხელს...

დიახ, სწო­რედ მაია კა­ხი­ძეს უკავ­შირ­დე­ბა "ნი­ჭი­ე­რის" ყვე­ლა­ზე სკან­და­ლუ­რი კონ­კურ­სან­ტის - ამა­ლია ჯიბ­ლა­ძის გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბი­დან, ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბის ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში გა­სა­ჯა­რო­ე­ბა. ამას­თან, ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ესტრა­დის მომ­ღერ­ლის არ­ჩილ ჩიხ­ლა­ძის შე­სა­ხებ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გუ­ლი­სა­მა­ჩუ­ყე­ბელ პოსტსაც ის გა­მო­ეხ­მა­უ­რა, ახ­სნა და და­ა­სა­ბუ­თა, რომ ამ­ბა­ვი იმის შე­სა­ხებ, რომ ბა­ტო­ნი არ­ჩი­ლი უკი­დუ­რეს სი­ღა­ტა­კე­ში ცხოვ­რობს, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა.

- არ მიყ­ვარს, როცა მა­ტყუ­ე­ბენ, გინ­დაც ტე­ლე­ვი­ზია იყოს ეს, გინდ მთავ­რო­ბა, მე­ზო­ბე­ლი თუ სა­კუ­თა­რი მამა. თავს არა­ვის მო­ვა­ტყუ­ე­ბი­ნებ. ასე ვცხოვ­რობ...

- ამა­ლია ჯიბ­ლა­ძე რა­ტომ ამ­ხი­ლეთ?

- ზო­გა­დად ძა­ლი­ან მიყ­ვარს ადა­მი­ა­ნი და ვი­ნა­ი­დან ქალი ვარ, რა თქმა უნდა, ქალს მეტ პა­ტივს ვცემ... ვფიქ­რობ, რომ ამა­ლია და­ამ­ცი­რეს. არც ვიც­ნობ, ახ­ლოს თვა­ლი­თაც არ მი­ნა­ხავს, ღმერ­თმა და­ლო­ცოს და სულ კარ­გად ამ­ყო­ფოს... ხომ მაქვს სა­კუ­თა­რი აზ­რის და­ფიქ­სი­რე­ბის უფ­ლე­ბა? თუ ის შე­იძ­ლე­ბო­და, ნიკა რაჭ­ვე­ლის ორ­კესტრთან, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი იმი­ჯით ემ­ღე­რა, ვინ და­მა­ჯე­რებს, რომ ამ­ხე­ლა გა­მოც­დი­ლე­ბის, პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მომ­ღე­რალ­მა, ახალ­გაზ­რდა ქალ­მა არ იცო­და, რომ იმ "კლე­ჩა­ტი" ჩან­თით არ უნდა ევლო? ეს ხომ დად­გმუ­ლი სცე­ნა იყო? ვის არ უჭირს ცხოვ­რე­ბა? მე მა­გა­ლი­თად, ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი­სა და ოჯა­ხის გა­და­სარ­ჩე­ნად, სახლ-კარი გავ­ყი­დე...

დი­ა­ხაც, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალს, მი­მაჩ­ნია, რომ ის ნო­მე­რი, რაც ამა­ლი­ამ პირ­ველ ტურ­ში წარ­მო­ად­გი­ნა, იყო ფო­ნოგ­რა­მა­ზე ნამ­ღე­რი. მერე რე­ჟი­სო­რის მი­სა­მარ­თით ვი­ტყვი, რომ "კლე­ჩა­ტი" ჩან­თით ვერ შე­ა­ცო­დებთ მა­ყუ­რე­ბელს. პი­რი­ქით, ამ ქა­ლის ბეგ­რა­უნ­დი რო­გორც სა­ჭი­რო იყო, ისე გა­მო­გე­ყე­ნე­ბი­ნათ. რაში სჭირ­დე­ბო­დათ ეს ყვე­ლა­ფე­რი, ვერ გა­ვი­გე. 

- რო­დე­საც ამ თე­მა­ზე თქვენს "ფეისბუქ-გვერ­დზე" სტა­ტუ­სი და­დეთ და ამა­ლის ძვე­ლი ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ, წერ­დით, რომ ისი­ნი სის­ხლის ფა­სად იყო მო­პო­ვე­ბუ­ლი...

- დიახ, ეს იმის გამო, რომ ჩვენ­თან ჟურ­ნა­ლის­ტის ჰო­ნო­რა­რი "კა­პი­კე­ბია"... მრა­ვა­ლი წე­ლია, მოს­კო­ვის ორი გა­მო­ცე­მის სა­კუ­თა­რი კო­რეს­პონ­დენ­ტი ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში. პე­რი­ო­დუ­ლად მიკ­ვე­თა­ვენ რა­ღაც მა­სა­ლებს. არ მი­ღირს აქ, ასე მცი­რედ ანა­ზღა­უ­რე­ბა­ზე სირ­ბი­ლი. თან, ჩემს ასაკს ეს უკვე არ ეკად­რე­ბა. სხვა თუ არა­ფე­რი, და­მამ­ცი­რე­ბე­ლია. უკ­რა­ი­ნელ, ბე­ლო­რუს, რუს კო­ლე­გებს ვიც­ნობ, რომ­ლებ­საც ვმას­პინ­ძლობ კი­დეც და ვიცი, რომ მათ ასე­თი და­ბა­ლი ჰო­ნო­რა­რი ნამ­დვი­ლად არ აქვთ...

- ე.ი. უცხო­ე­ლი კო­ლე­გე­ბის დახ­მა­რე­ბით მო­ი­პო­ვეთ ის ფო­ტო­ე­ბი, რაც გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ?

- რა თქმა უნდა. თან, რო­გორც პრო­ფე­სი­ო­ნალს, თა­ვა­დაც შე­მე­პა­რა ეჭვი მის ნამ­ღერ­ში (ბო­ლოს და ბო­ლოს, ათა­სო­ბით კონ­ცერ­ტი მაქვს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი). და­ვი­ნა­ხე, თუ რო­გორ ეკა­ვა მიკრო­ფო­ნი, სა­ხე­ზე რა ემო­ცია ჰქონ­და, ხელს რო­გორ ხმა­რობ­და. თუნ­დაც, რო­გორ შე­მო­ვი­და სცე­ნა­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ცუ­დად ეცვა. მოკ­ლედ, მას შევ­ნიშ­ნე ის, რაც უნდა შე­მე­ნიშ­ნა. ეს სხვებ­მაც და­ი­ნა­ხეს. ის, სამ­ზა­რე­უ­ლო­დან სცე­ნა­ზე გა­მოქ­ცე­ულს არ ჰგავ­და. იმა­ზეც გავ­ბრაზ­დი, თუკი სხვებს ცო­ცხლად ამ­ღე­რე­ბენ, ამას რა­ტომ უნდა ჰქო­ნო­და ფო­ნოგ­რა­მა-მეთ­ქი. ისიც ხომ თქვა, რომ რუ­სე­თი­დან ჩა­მო­ვე­დიო. ჰოდა, და­ვინ­ტე­რეს­დი, და­ვუ­კავ­შირ­დი რუ­სეთ­ში კო­ლე­გებს, რამ­დე­ნი­მე რუ­სუ­ლი სა­ი­ტიც მო­ვი­ნა­ხუ­ლე და გა­ვარ­კვიე, რომ ას­ტრა­ხა­ნის კრემლშიც ჰქონ­და ნამ­ღე­რი და იქ სიმ­ღე­რის­თვის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა და­ა­ჯილ­დო­ვა კი­დეც. ძა­ლი­ან კარ­გია, ქარ­თვე­ლი ქალი, ქარ­თუ­ლი გვა­რით სა­დღაც წარ­მა­ტე­ბას რომ აღ­წევს, მაგ­რამ ის მე­წყი­ნა, რომ ეგ გა­მოც­დი­ლი ქალი იმ სცე­ნარს და­თან­ხმდა, რაც გა­თა­მაშ­და.

და­ამ­ცი­რე­ბი­ნა თავი. მე ხომ მის­თვის შე­უ­რა­ცხყო­ფა არ მი­მი­ყე­ნე­ბია?

- ძვე­ლი ესტრა­დის მომ­ღერ­ლის, არ­ჩილ ჩიხ­ლა­ძის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ი­დან ფლობთ? მას­ზე ინ­ტერ­ნერ­სივ­რცე­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აზ­რიც, რომ უკი­დუ­რეს სი­ღა­ტა­კე­ში ცხოვ­რობს, გა­ა­ნე­იტ­რა­ლეთ...

- იმი­ტომ, რომ ესეც ტყუ­ი­ლია, - ბავ­შვო­ბი­დან ვიც­ნობ მაგ ადა­მი­ანს, მის მე­უღ­ლეს - მაყ­ვა­ლას, რო­მე­ლიც მა­მას­თან მე­გობ­რობ­და... ჩემი მე­გო­ბა­რია მათი შვი­ლი ირ­მაც და სწო­რედ მისი თხოვ­ნით გა­ვა­კე­თე ის წე­რი­ლი (ირმა პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დია და უსი­ნათ­ლო). ბა­ტო­ნი არ­ჩი­ლი ნამ­დვი­ლად არ არის მში­ე­რი. ამ შემ­თხვე­ვა­ში იმან უფრო გა­მაბ­რა­ზა, რომ ვი­ღა­ცე­ბი გა­მოჩ­ნდნენ, რომ­ლე­ბიც ამ სი­ტუ­ა­ცი­ით სარ­გებ­ლო­ბას აპი­რებ­დნენ. "ფე­ის­ბუქ­ში" წერ­დნენ, ფული ჩვენ მოგ­ვი­ტა­ნეთ და არ­ჩილს გა­დავ­ცემ­თო. მა­შინ­ვე მივ­ხვდი, რომ ცუდი სიო ქრო­და.

- ე.ი. არ­ჩილ ჩიხ­ლა­ძე არ არის მში­ე­რი?

- რო­გორ არის მში­ე­რი, როცა 150 ლარი პენ­სია აქვს, თბი­ლის­ში ორი ბინა (ერთი გა­ქი­რა­ვე­ბუ­ლი). 80 წლის არის და თვი­თონ შვი­ლი აღი­ა­რებს, რომ ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად უჭირს, სულ შიში აქვს, რომ ვი­ღაც მო­წამ­ლავს და მი­წო­დე­ბულ კერძს არ ჭამს. ახლა ამო­ჩე­მე­ბუ­ლი ჰყავს სიძე, ირ­მას ქმა­რი, - ჩემი სიკ­ვდი­ლი უნ­დაო; ამ­ბობს, რომ ბაჩო ახა­ლა­ია დას­დევს... მისი სახ­ლი ავა­რი­ულ ზოლ­შია და რა­ღაც შე­ღა­ვა­თე­ბი ამის გამო ჰქონ­და, უფა­სო სა­სა­დი­ლო­შიც და­დი­ო­და, მაგ­რამ ახლა არც იქ და­დის, რად­გა­ნაც აქვს ფო­ბია...

ვი­ღა­ცამ მის შე­სა­ხებ ეს და­წე­რა, მა­პა­ტი­ოს, მაგ­რამ იცით, რო­გო­რი რა­ღაც იყო? შე­მო­წი­რუ­ლო­ბის 80%-ს რომ თა­ვის­თვის და­ი­ტო­ვებ­და... ეს უსა­მარ­თლო­ბა ვერ ავი­ტა­ნე.

ისე, სტა­ტუ­სებს ად­რეც ვდებ­დი. ოღონდ, მოკ­ლეს და ირო­ნი­ა­შე­ფა­რულს. ამის უამ­რა­ვი მოწ­მე არ­სე­ბობს. მოკ­ლედ, რაც არ მომ­წონს, იმის თქმის­გან თავს არას­დროს ვი­კა­ვებ.

გული ცოტა იმა­ზე მწყდე­ბა, რომ ჩემს ახ­ლობ­ლებს მე­ტად მინ­და, რომ და­ვეხ­მა­რო და ამა­ში ფი­ნან­სე­ბი არ მი­წყობს ხელს...

- ისე, წლე­ბის წინ პრე­სა­ში აქ­ტი­უ­რად წერ­დით. მერე პრე­სი­დან გა­უ­ჩინარდით? რა­ტომ?

- ოჯა­ხის წევ­რებს ჯან­მრთე­ლო­ბის თვალ­საზ­რი­სით გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნათ. ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 7 ოპე­რა­ცია გა­და­ვი­ტა­ნეთ. დე­დას, მე­უღ­ლეს, რძალს (შვი­ლის ცოლს), შვი­ლიშ­ვილს რო­გორ არ უნდა მო­უ­ა­რო? ბო­ლოს ერთი ოპე­რა­ცია მეც მი­ვა­ყო­ლე... სა­ერ­თოდ "მი­ქე­ლას­თან" ვარ მო­ლა­პა­რა­კე­ბუ­ლი, ნუ მოხ­ვალ, ბევ­რი საქ­მე მაქვს-მეთ­ქი. იმე­დია, ეს­მის... არა, არ ვხუმ­რობ, ამას სულ ვე­უბ­ნე­ბი. ოჯა­ხის წი­ნა­შე მარ­თლა ბევ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მაქვს აღე­ბუ­ლი. სა­ერ­თოდ, ცხოვ­რე­ბა­ში ხელ­შე­წყო­ბა ნაკ­ლე­ბი მქონ­და... არც პრო­ფე­სი­ე­ბი და არც ოჯა­ხი წინ არას­დროს და­მი­ყე­ნე­ბია, რად­გან ორი­ვე­ზე ვგიჟ­დე­ბი, თა­ნაბ­რად მიყ­ვარს, მაგ­რამ ენერ­გია ხომ გინ­და, რომ ორი­ვე­ზე გა­ა­ნა­წი­ლო? თუმ­ცა ოჯა­ხის გამო ბევ­რი რამ დავ­თმე. მაგ­რამ სა­მა­გი­ე­როდ, ამა­ყი და უბედ­ნი­ე­რე­სი ვარ, რომ მყავს სა­უ­კე­თე­სო რძა­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც ხუთი ენა იცის და ცხოვ­რობს მი­უნ­ხენ­ში. დი­მიტ­რი უკვე 13 წლის არის...

- ერთი შვი­ლი გყავთ?

- კი, სწო­რედ იმის გამო, რომ კა­რი­ე­რა­ში წინსვლა მინ­დო­და, მაგ­რამ მად­ლო­ბა ღმერ­თს ყვე­ლაფ­რის­თვის. ასე­ვე მად­ლო­ბა მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც ყვე­ლა სფე­რო­ში საკ­მა­ოდ მყავს... ასე­ვე მყავს ჩემ­თვის საყ­ვა­რე­ლი რე­დაქ­ტო­რე­ბი: მათ შო­რის, ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი - ლაშა ნა­და­რე­იშ­ვი­ლი და ზუ­რაბ აბა­ში­ძე, რო­მელ­საც ვე­თაყ­ვა­ნე­ბი; ასე­ვე, ჩემი მე­გო­ბა­რი და პე­და­გო­გი, რე­ჟი­სო­რი - გოგი თო­და­ძე და კი­დევ ბევ­რი, რო­მელ­თა გა­მოც ღირ­და ამ­ქვეყ­ნად მოს­ვლა და ღმერ­თმა კარ­გად მიმ­ყო­ფოს... ვწუხ­ვარ, რომ ბევ­რი უფ­რო­სი მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გე, ნე­ბის­მი­ე­რის გახ­სე­ნე­ბა­ზე სა­ო­ცა­რი ნაღ­ვე­ლი მაქვს და მე­ნატ­რე­ბა...

წელს გა­დავ­წყვი­ტე, დიდი არ­ქი­ვი გა­ვა­კე­თო, სა­დაც ძა­ლი­ან ლა­მა­ზი მო­გო­ნე­ბე­ბი შევა უახ­ლე­სი ის­ტო­რი­დან. რა­ღაც ნა­წი­ლი უკვე გა­კე­თე­ბუ­ლია... სახ­ლი კი გავყდე, მაგ­რამ წიგ­ნი მა­ინც ვერ გა­მო­ვე­ცი. ასე რომ, ვოც­ნე­ბობ წიგ­ნი დავ­ბეჭ­დო...

გა­უ­მარ­ჯოს ამა­ლი­ა­საც, არ­ჩილ­საც და სა­ერ­თოდ ყვე­ლას, ოღონ­დაც, არ მო­ვა­ტყუ­ოთ ერ­თმა­ნე­თი და ნა­თე­ლი თვა­ლე­ბით შევ­ხე­დოთ ერ­თმა­ნეთს, გვიყ­ვარ­დეს ერ­თმა­ნე­თი! მე ამა­ლია, რო­გორც ქალი, და­ვი­ცა­ვი და ამას ვერ მიხ­ვდა და მიხ­ვდნენ...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"თავს არავის მოვატყუებინებ" - ქალბატონი, რომელიც ცნობილ ადამიანებს სიცრუეში ამხელს

"თავს არავის მოვატყუებინებ" - ქალბატონი, რომელიც ცნობილ ადამიანებს სიცრუეში ამხელს

წლების განმავლობაში ბეჭდურ მედიაში მუშაობდა, პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ როგორც გაირკვა, სხვა პროფესიებიც ჰქონია, არის ესტრადის პროფესიონალი მსახიობი და კონფერანსიე. ამასთან, როგორც ამბობს, არაერთგზის ლაურეატიც. პარალელურად კოსმეტოლოგიაც შეუსწავლია... მოკლედ, თავიდანვე აქტიური იყო და დღემდე ასეა. საკუთარ თავზე ლაპარაკი ეუხერხულება, თუმცა ძალიან მოკლედ, დაახლოებით ასე შეიძლება იმ ქალბატონის წარდგენა, რომელიც სოციალური ქსელის საშუალებით აქტიურობს და შეიძლება ითქვას, რომ ადამიანებს ტყუილშიც ამხელს...

დიახ, სწორედ მაია კახიძეს უკავშირდება "ნიჭიერის" ყველაზე სკანდალური კონკურსანტის - ამალია ჯიბლაძის განვლილი ცხოვრებიდან, ძველი ფოტოების ინტერნეტსივრცეში გასაჯაროება. ამასთან, ძველი ქართული ესტრადის მომღერლის არჩილ ჩიხლაძის შესახებ გამოქვეყნებულ გულისამაჩუყებელ პოსტსაც ის გამოეხმაურა, ახსნა და დაასაბუთა, რომ ამბავი იმის შესახებ, რომ ბატონი არჩილი უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

- არ მიყვარს, როცა მატყუებენ, გინდაც ტელევიზია იყოს ეს, გინდ მთავრობა, მეზობელი თუ საკუთარი მამა. თავს არავის მოვატყუებინებ. ასე ვცხოვრობ...

- ამალია ჯიბლაძე რატომ ამხილეთ?

- ზოგადად ძალიან მიყვარს ადამიანი და ვინაიდან ქალი ვარ, რა თქმა უნდა, ქალს მეტ პატივს ვცემ... ვფიქრობ, რომ ამალია დაამცირეს. არც ვიცნობ, ახლოს თვალითაც არ მინახავს, ღმერთმა დალოცოს და სულ კარგად ამყოფოს... ხომ მაქვს საკუთარი აზრის დაფიქსირების უფლება? თუ ის შეიძლებოდა, ნიკა რაჭველის ორკესტრთან, განსხვავებული იმიჯით ემღერა, ვინ დამაჯერებს, რომ ამხელა გამოცდილების, პროფესიონალმა მომღერალმა, ახალგაზრდა ქალმა არ იცოდა, რომ იმ "კლეჩატი" ჩანთით არ უნდა ევლო? ეს ხომ დადგმული სცენა იყო? ვის არ უჭირს ცხოვრება? მე მაგალითად, ჩემი ახლობლებისა და ოჯახის გადასარჩენად, სახლ-კარი გავყიდე...

დიახაც, როგორც პროფესიონალს, მიმაჩნია, რომ ის ნომერი, რაც ამალიამ პირველ ტურში წარმოადგინა, იყო ფონოგრამაზე ნამღერი. მერე რეჟისორის მისამართით ვიტყვი, რომ "კლეჩატი" ჩანთით ვერ შეაცოდებთ მაყურებელს. პირიქით, ამ ქალის ბეგრაუნდი როგორც საჭირო იყო, ისე გამოგეყენებინათ. რაში სჭირდებოდათ ეს ყველაფერი, ვერ გავიგე. 

- როდესაც ამ თემაზე თქვენს "ფეისბუქ-გვერდზე" სტატუსი დადეთ და ამალის ძველი ფოტოები გამოაქვეყნეთ, წერდით, რომ ისინი სისხლის ფასად იყო მოპოვებული...

- დიახ, ეს იმის გამო, რომ ჩვენთან ჟურნალისტის ჰონორარი "კაპიკებია"... მრავალი წელია, მოსკოვის ორი გამოცემის საკუთარი კორესპონდენტი ვარ საქართველოში. პერიოდულად მიკვეთავენ რაღაც მასალებს. არ მიღირს აქ, ასე მცირედ ანაზღაურებაზე სირბილი. თან, ჩემს ასაკს ეს უკვე არ ეკადრება. სხვა თუ არაფერი, დამამცირებელია. უკრაინელ, ბელორუს, რუს კოლეგებს ვიცნობ, რომლებსაც ვმასპინძლობ კიდეც და ვიცი, რომ მათ ასეთი დაბალი ჰონორარი ნამდვილად არ აქვთ...

- ე.ი. უცხოელი კოლეგების დახმარებით მოიპოვეთ ის ფოტოები, რაც გამოაქვეყნეთ?

- რა თქმა უნდა. თან, როგორც პროფესიონალს, თავადაც შემეპარა ეჭვი მის ნამღერში (ბოლოს და ბოლოს, ათასობით კონცერტი მაქვს ჩატარებული). დავინახე, თუ როგორ ეკავა მიკროფონი, სახეზე რა ემოცია ჰქონდა, ხელს როგორ ხმარობდა. თუნდაც, როგორ შემოვიდა სცენაზე, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად ეცვა. მოკლედ, მას შევნიშნე ის, რაც უნდა შემენიშნა. ეს სხვებმაც დაინახეს. ის, სამზარეულოდან სცენაზე გამოქცეულს არ ჰგავდა. იმაზეც გავბრაზდი, თუკი სხვებს ცოცხლად ამღერებენ, ამას რატომ უნდა ჰქონოდა ფონოგრამა-მეთქი. ისიც ხომ თქვა, რომ რუსეთიდან ჩამოვედიო. ჰოდა, დავინტერესდი, დავუკავშირდი რუსეთში კოლეგებს, რამდენიმე რუსული საიტიც მოვინახულე და გავარკვიე, რომ ასტრახანის კრემლშიც ჰქონდა ნამღერი და იქ სიმღერისთვის გუბერნატორმა დააჯილდოვა კიდეც. ძალიან კარგია, ქართველი ქალი, ქართული გვარით სადღაც წარმატებას რომ აღწევს, მაგრამ ის მეწყინა, რომ ეგ გამოცდილი ქალი იმ სცენარს დათანხმდა, რაც გათამაშდა.

დაამცირებინა თავი. მე ხომ მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია?

- ძველი ესტრადის მომღერლის, არჩილ ჩიხლაძის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას საიდან ფლობთ? მასზე ინტერნერსივრცეში გავრცელებული აზრიც, რომ უკიდურეს სიღატაკეში ცხოვრობს, გაანეიტრალეთ...

- იმიტომ, რომ ესეც ტყუილია, - ბავშვობიდან ვიცნობ მაგ ადამიანს, მის მეუღლეს - მაყვალას, რომელიც მამასთან მეგობრობდა... ჩემი მეგობარია მათი შვილი ირმაც და სწორედ მისი თხოვნით გავაკეთე ის წერილი (ირმა პირველი ჯგუფის ინვალიდია და უსინათლო). ბატონი არჩილი ნამდვილად არ არის მშიერი. ამ შემთხვევაში იმან უფრო გამაბრაზა, რომ ვიღაცები გამოჩნდნენ, რომლებიც ამ სიტუაციით სარგებლობას აპირებდნენ. "ფეისბუქში" წერდნენ, ფული ჩვენ მოგვიტანეთ და არჩილს გადავცემთო. მაშინვე მივხვდი, რომ ცუდი სიო ქროდა.

- ე.ი. არჩილ ჩიხლაძე არ არის მშიერი?

- როგორ არის მშიერი, როცა 150 ლარი პენსია აქვს, თბილისში ორი ბინა (ერთი გაქირავებული). 80 წლის არის და თვითონ შვილი აღიარებს, რომ ფსიქოლოგიურად უჭირს, სულ შიში აქვს, რომ ვიღაც მოწამლავს და მიწოდებულ კერძს არ ჭამს. ახლა ამოჩემებული ჰყავს სიძე, ირმას ქმარი, - ჩემი სიკვდილი უნდაო; ამბობს, რომ ბაჩო ახალაია დასდევს... მისი სახლი ავარიულ ზოლშია და რაღაც შეღავათები ამის გამო ჰქონდა, უფასო სასადილოშიც დადიოდა, მაგრამ ახლა არც იქ დადის, რადგანაც აქვს ფობია...

ვიღაცამ მის შესახებ ეს დაწერა, მაპატიოს, მაგრამ იცით, როგორი რაღაც იყო? შემოწირულობის 80%-ს რომ თავისთვის დაიტოვებდა... ეს უსამართლობა ვერ ავიტანე.

ისე, სტატუსებს ადრეც ვდებდი. ოღონდ, მოკლეს და ირონიაშეფარულს. ამის უამრავი მოწმე არსებობს. მოკლედ, რაც არ მომწონს, იმის თქმისგან თავს არასდროს ვიკავებ.

გული ცოტა იმაზე მწყდება, რომ ჩემს ახლობლებს მეტად მინდა, რომ დავეხმარო და ამაში ფინანსები არ მიწყობს ხელს...

- ისე, წლების წინ პრესაში აქტიურად წერდით. მერე პრესიდან გაუჩინარდით? რატომ?

- ოჯახის წევრებს ჯანმრთელობის თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეექმნათ. ბოლო სამი წლის განმავლობაში 7 ოპერაცია გადავიტანეთ. დედას, მეუღლეს, რძალს (შვილის ცოლს), შვილიშვილს როგორ არ უნდა მოუარო? ბოლოს ერთი ოპერაცია მეც მივაყოლე... საერთოდ "მიქელასთან" ვარ მოლაპარაკებული, ნუ მოხვალ, ბევრი საქმე მაქვს-მეთქი. იმედია, ესმის... არა, არ ვხუმრობ, ამას სულ ვეუბნები. ოჯახის წინაშე მართლა ბევრი პასუხისმგებლობა მაქვს აღებული. საერთოდ, ცხოვრებაში ხელშეწყობა ნაკლები მქონდა... არც პროფესიები და არც ოჯახი წინ არასდროს დამიყენებია, რადგან ორივეზე ვგიჟდები, თანაბრად მიყვარს, მაგრამ ენერგია ხომ გინდა, რომ ორივეზე გაანაწილო? თუმცა ოჯახის გამო ბევრი რამ დავთმე. მაგრამ სამაგიეროდ, ამაყი და უბედნიერესი ვარ, რომ მყავს საუკეთესო რძალი და შვილიშვილი, რომელმაც ხუთი ენა იცის და ცხოვრობს მიუნხენში. დიმიტრი უკვე 13 წლის არის...

- ერთი შვილი გყავთ?

- კი, სწორედ იმის გამო, რომ კარიერაში წინსვლა მინდოდა, მაგრამ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. ასევე მადლობა მეგობრებს, რომლებიც ყველა სფეროში საკმაოდ მყავს... ასევე მყავს ჩემთვის საყვარელი რედაქტორები: მათ შორის, ძალიან ძვირფასი - ლაშა ნადარეიშვილი და ზურაბ აბაშიძე, რომელსაც ვეთაყვანები; ასევე, ჩემი მეგობარი და პედაგოგი, რეჟისორი - გოგი თოდაძე და კიდევ ბევრი, რომელთა გამოც ღირდა ამქვეყნად მოსვლა და ღმერთმა კარგად მიმყოფოს... ვწუხვარ, რომ ბევრი უფროსი მეგობარი დავკარგე, ნებისმიერის გახსენებაზე საოცარი ნაღველი მაქვს და მენატრება...

წელს გადავწყვიტე, დიდი არქივი გავაკეთო, სადაც ძალიან ლამაზი მოგონებები შევა უახლესი ისტორიდან. რაღაც ნაწილი უკვე გაკეთებულია... სახლი კი გავყდე, მაგრამ წიგნი მაინც ვერ გამოვეცი. ასე რომ, ვოცნებობ წიგნი დავბეჭდო...

გაუმარჯოს ამალიასაც, არჩილსაც და საერთოდ ყველას, ოღონდაც, არ მოვატყუოთ ერთმანეთი და ნათელი თვალებით შევხედოთ ერთმანეთს, გვიყვარდეს ერთმანეთი! მე ამალია, როგორც ქალი, დავიცავი და ამას ვერ მიხვდა და მიხვდნენ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება