პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჩაშლილი პირველი ღამე - დამლაგებლის სიყვარულის გამო, მეგობრები დავკარგე
ჩაშლილი პირველი ღამე - დამლაგებლის სიყვარულის გამო, მეგობრები დავკარგე

ალ­ბათ რთუ­ლია, როცა ბედი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე გა­ყე­ნებს და ეს არ­ჩე­ვა­ნი მე­გობ­რებ­სა და საყ­ვა­რელ ქალს შო­რის უნდა გა­ა­კე­თო. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი 27 წლის ვა­ხოა და თავს დამ­ტყდა­რი უბე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ გუ­ლახ­დი­ლად გვიყ­ვე­ბა.

ვახო:

- ყვე­ლა­ფე­რი ორი წლის წინ და­ი­წყო, რო­დე­საც ერთ დღეს სამ­სა­ხურ­ში ადრე მო­მი­წია მის­ვლა და კა­ბი­ნეტ­ში შე­სულს, სამ­სა­ხუ­რის დამ­ლა­გე­ბე­ლი დამ­ხვდა. მა­ნამ­დე ეს ქალ­ბა­ტო­ნი არა­სო­დეს მე­ნა­ხა. ჩემ მა­გი­დას ტი­ლო­თი წმენ­დდა და დიდი ლა­მა­ზი თვა­ლე­ბი შე­მო­მა­ნა­თა. თან მო­მი­ბო­დი­შა და მი­თხრა, რომ ოთახს მალე და­ტო­ვებ­და. შე­ვა­ჩე­რე, ვთხო­ვე დარ­ჩე­ნი­ლი და ჩემ­თვის ყავა მო­ე­დუ­ღე­ბი­ნა. დღემ­დე არ ვიცი, ასე რამ გა­მა­მა­თა­მა, მაგ­რამ მარ­თლა ძა­ლი­ან მო­ვი­ხიბ­ლე.

- ყა­ვის მო­დუ­ღე­ბა­ზე დაგ­თან­ხმდათ?

- თა­ვი­დან ცოტა და­იბ­ნა, შემ­დეგ კი გა­თა­მამ­და და რამ­დე­ნი­მე კი­თხვა­ზეც მი­პა­სუ­ხა. ჩვენ­თან მუ­შა­ო­ბა ორი თვის წინ და­ე­წყო. ექ­ვსი წლით ჩემ­ზე უფ­რო­სი იყო. გა­თხო­ვი­ლი არა­სო­დეს ყო­ფი­ლა და მშობ­ლე­ბის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე სამ­სა­ხუ­რი გა­მო­იც­ვა­ლა, ძი­რი­თა­დად კაფე-ბა­რებ­ში და ბო­ლოს ჩვენ კომ­პა­ნი­ამ­დე მო­ვი­და. მე­ო­რე დღე­საც ადრე მი­ვე­დი, მაგ­რამ უკვე წა­სუ­ლი დამ­ხვდა. თით­ქოს გულ­ში რა­ღაც ჩამ­წყდა, ვი­ნა­ნე, რომ ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი არ გა­მო­ვარ­თვი. არ ვიცი, რა და­მე­მარ­თა, ერთი კვი­რა სულ მას­ზე ვფიქ­რობ­დი.

- სამ­სა­ხურ­ში არა­ვის­თვის გა­გიმ­ხე­ლი­ათ?

- ერ­თა­დერ­თი მე­გო­ბა­რი მყავ­და ბაჩო, ბევ­რი ვი­ფიქ­რე, რომ მის­თვის მეთ­ქვა, მაგ­რამ ისე­თი რე­აქ­ცია ჰქონ­და, პირ­ვე­ლი­ვე წი­ნა­და­დე­ბის შემ­დეგ ვი­ნა­ნე. ჩემი დამ­ლა­გებ­ლი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი მის­თვის და­ცინ­ვის თე­მად იქცა და მე­კი­თხე­ბო­და, სახ­ლში რო­დის წა­იყ­ვან, არა­ფე­რი გაქვს და­სა­ლა­გე­ბე­ლი ან გა­სა­რე­ცხიო.

- მას შემ­დეგ აღარ შეხ­ვედ­რი­ხარ?

- რო­გორ არა, რამ­დე­ნი­მე ნახ­ვის შემ­დეგ ყა­ვა­ზეც დავ­პა­ტი­ჟე, მაგ­რამ თან იმა­ზე ვფიქ­რობ­დი, რა რე­აქ­ცია ექ­ნე­ბო­დათ სხვა თა­ნამ­შრომ­ლებს სად­მე რომ ერ­თად და­ვე­ნა­ხეთ. მაგ­რამ ყვე­ლა­ნა­ი­რი ბა­რი­ე­რი გა­დავ­ლა­ხე და კე­სა­რი­ას­თან ერ­თად ყა­ვა­ზე წა­ვე­დი. იმ სა­ღა­მოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ლა­მა­ზად გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­და. თვა­ლებ­ში ვუ­ყუ­რებ­დი და მე­ცო­დე­ბო­და იმ ტან­ჯვის­თვის რა­საც მას ფი­ზი­კუ­რი შრო­მა აყე­ნებ­და.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ჩაშლილი პირველი ღამე - დამლაგებლის სიყვარულის გამო, მეგობრები დავკარგე

ჩაშლილი პირველი ღამე - დამლაგებლის სიყვარულის გამო, მეგობრები დავკარგე

ალბათ რთულია, როცა ბედი არჩევანის წინაშე გაყენებს და ეს არჩევანი მეგობრებსა და საყვარელ ქალს შორის უნდა გააკეთო. ჩვენი რესპონდენტი 27 წლის ვახოა და თავს დამტყდარი უბედურების შესახებ გულახდილად გვიყვება.

ვახო:

- ყველაფერი ორი წლის წინ დაიწყო, როდესაც ერთ დღეს სამსახურში ადრე მომიწია მისვლა და კაბინეტში შესულს, სამსახურის დამლაგებელი დამხვდა. მანამდე ეს ქალბატონი არასოდეს მენახა. ჩემ მაგიდას ტილოთი წმენდდა და დიდი ლამაზი თვალები შემომანათა. თან მომიბოდიშა და მითხრა, რომ ოთახს მალე დატოვებდა. შევაჩერე, ვთხოვე დარჩენილი და ჩემთვის ყავა მოედუღებინა. დღემდე არ ვიცი, ასე რამ გამამათამა, მაგრამ მართლა ძალიან მოვიხიბლე.

- ყავის მოდუღებაზე დაგთანხმდათ?

- თავიდან ცოტა დაიბნა, შემდეგ კი გათამამდა და რამდენიმე კითხვაზეც მიპასუხა. ჩვენთან მუშაობა ორი თვის წინ დაეწყო. ექვსი წლით ჩემზე უფროსი იყო. გათხოვილი არასოდეს ყოფილა და მშობლების გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე სამსახური გამოიცვალა, ძირითადად კაფე-ბარებში და ბოლოს ჩვენ კომპანიამდე მოვიდა. მეორე დღესაც ადრე მივედი, მაგრამ უკვე წასული დამხვდა. თითქოს გულში რაღაც ჩამწყდა, ვინანე, რომ ტელეფონის ნომერი არ გამოვართვი. არ ვიცი, რა დამემართა, ერთი კვირა სულ მასზე ვფიქრობდი.

- სამსახურში არავისთვის გაგიმხელიათ?

- ერთადერთი მეგობარი მყავდა ბაჩო, ბევრი ვიფიქრე, რომ მისთვის მეთქვა, მაგრამ ისეთი რეაქცია ჰქონდა, პირველივე წინადადების შემდეგ ვინანე. ჩემი დამლაგებლისადმი სიყვარული მისთვის დაცინვის თემად იქცა და მეკითხებოდა, სახლში როდის წაიყვან, არაფერი გაქვს დასალაგებელი ან გასარეცხიო.

- მას შემდეგ აღარ შეხვედრიხარ?

- როგორ არა, რამდენიმე ნახვის შემდეგ ყავაზეც დავპატიჟე, მაგრამ თან იმაზე ვფიქრობდი, რა რეაქცია ექნებოდათ სხვა თანამშრომლებს სადმე რომ ერთად დავენახეთ. მაგრამ ყველანაირი ბარიერი გადავლახე და კესარიასთან ერთად ყავაზე წავედი. იმ საღამოს განსაკუთრებულად ლამაზად გამოიყურებოდა. თვალებში ვუყურებდი და მეცოდებოდა იმ ტანჯვისთვის რასაც მას ფიზიკური შრომა აყენებდა.

იხილეთ გაგრძელება

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს