ჰოლივუდის დიდების ხეივანს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა. ამჯერად ლოს-ანჯელესის მაცხოვრებლები თამამად შეძლებენ მეთიუ მაკონაჰის სახელობის ვარსკვლავზე ფეხის დაბიჯებას.
"ეს განსაკუთრებული დღეა, დიდებული მომენტი ჩემს კარიერაში და ოჯახის წევრების ცხოვრებაში", - განაცხადა მსახიობმა სიტყვით გამოსვლისას. მსახიობის ე.წ. "მხარდამჭერ" ჯგუფში მისი ოჯახის წევრები: მეუღლე კამილა ალვესი, სამი შვილი და მაკონაჰის პარტნიორები, ენ ჰეთევეი, მაკენზი ფოი და ჯესიკა ჩესტეინი შედიოდნენ. გარდა ამისა, ვარსკვლავის გახსნის ცერემონიალზე სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმის რეჟისორი კრისტოფერ ნოლანიც გამოჩნდა. "მაკონაჰი უფრო მეტს მუშაობს ვიდრე სხვა მსახიობები. ის იმსახურებს ამ ვარსკვლავს", - აღნიშნა ნოლანმა.