პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია პროკურატურას ბოლო გაფრთხილებას აძლევს
ირაკლი ალასანია პროკურატურას ბოლო გაფრთხილებას აძლევს

ეს არის ბოლო გაფრ­თხი­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­მართ, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა ე.წ.კა­ბე­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ პრო­ცეს­ში უკვე ჩავ­რთავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, - ამის შე­სა­ხებ "თა­ვი­სუ­ფა­ლი დე­მოკ­რა­ტე­ბის" ლი­დერ­მა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ, გორ­ში თა­ნა­პარ­ტი­ე­ლებ­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ე.წ.კა­ბე­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ამ დრომ­დე ად­ვო­კა­ტებს საქ­მის მა­სა­ლე­ბი არ გა­დას­ცე­მი­ათ.

"მინ­და სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა გა­ვა­კე­თო კა­ბე­ლე­ბის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ დრომ­დე ად­ვო­კა­ტებს არ გა­დას­ცე­მი­ათ საქ­მის მა­სა­ლე­ბი და არ მი­ე­ცათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად დაც­ვა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მინ­და კი­დევ ერთხელ მივ­მარ­თო მთავ­რო­ბას, რაც შე­იძ­ლე­ბა დრო­უ­ლად მი­ე­ცეს ად­ვო­კა­ტებს, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის დაც­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. ეს არის ბოლო გაფრ­თხი­ლე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით, პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­მართ, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ არა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა, უკვე ამ პრო­ცეს­ში ჩავ­რთავ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბას", - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ.

მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი 28 ოქ­ტომ­ბერს და­ა­კა­ვა. უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოქ­მედ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებს ბრა­ლად სა­ხელ­მწი­ფო ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი 4 102 872 ლა­რის გაფ­ლან­გვა ედე­ბათ. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ და­კა­ვე­ბულ­ნი არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი გიზო ღლონ­ტი; სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ჟ-6 კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ნუგ­ზარ კა­ი­შა­უ­რი; სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი გი­ორ­გი ლობ­ჟა­ნი­ძე; სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ხელ­მწი­ფო შეს­ყიდ­ვე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი არ­ჩილ ალა­ვი­ძე და სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ჟ-6 კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი სის­ტე­მე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი და­ვით წი­ფუ­რია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ირაკლი ალასანია პროკურატურას ბოლო გაფრთხილებას აძლევს

ირაკლი ალასანია პროკურატურას ბოლო გაფრთხილებას აძლევს

ეს არის ბოლო გაფრთხილება, განსაკუთრებით პროკურატურის მიმართ, იმ შემთხვევაში თუ არაფერი შეიცვლება ე.წ.კაბელების საქმესთან დაკავშირებით, ამ პროცესში უკვე ჩავრთავთ საერთაშორისო საზოგადოებას, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა ირაკლი ალასანიამ, გორში თანაპარტიელებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ე.წ.კაბელების საქმესთან დაკავშირებით ამ დრომდე ადვოკატებს საქმის მასალები არ გადასცემიათ.

"მინდა საგანგებო განცხადება გავაკეთო კაბელების საქმესთან დაკავშირებით, ამ დრომდე ადვოკატებს არ გადასცემიათ საქმის მასალები და არ მიეცათ შესაძლებლობა, რომ დაკავებული პირების სრულყოფილად დაცვა განახორციელონ. აქედან გამომდინარე, მინდა კიდევ ერთხელ მივმართო მთავრობას, რაც შეიძლება დროულად მიეცეს ადვოკატებს, ამ ადამიანების დაცვის შესაძლებლობა. ეს არის ბოლო გაფრთხილება, განსაკუთრებით, პროკურატურის მიმართ, იმ შემთხვევაში თუ არაფერი შეიცვლება, უკვე ამ პროცესში ჩავრთავ საერთაშორისო საზოგადოებას", - განაცხადა ალასანიამ.

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნები 28 ოქტომბერს დააკავა. უწყების ინფორმაციით, მოქმედ თანამდებობის პირებს ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872 ლარის გაფლანგვა ედებათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, მთავარი პროკურატურის მიერ დაკავებულნი არიან: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიზო ღლონტი; საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ კაიშაური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი გიორგი ლობჟანიძე; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი არჩილ ალავიძე და საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ჟ-6 კავშირგაბმულობისა და ინფორმაციული სისტემების დეპარტამენტის სამმართველოს უფროსი დავით წიფურია.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა