საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა თორდიას ინფორმაციით, პროკურატურაში ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდის მხოლოდ ერთი მასალაა გადაგზავნილი
ლაშა თორდიას ინფორმაციით, პროკურატურაში ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდის მხოლოდ ერთი მასალაა გადაგზავნილი

გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რის, ლაშა თორ­დი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რას თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს საქ­მი­ა­ნო­ბას­თან დაკ­ვა­ში­რე­ბუ­ლი 10 მა­სა­ლა გა­და­უგ­ზავ­ნა. რო­გორც ლაშა თორ­დი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან დღე­ვან­დელ შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლე­ბი­დან მხო­ლოდ ერთი ეხე­ბა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ შეს­ყიდ­ვას."მა­სა­ლე­ბი არ ეხე­ბა მხო­ლოდ 2013 წელს და მხო­ლოდ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდს. მა­სა­ლე­ბი მო­ი­ცავს 2011, 2012 და 2013 წლებს. მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის­თვის გა­დაგ­ზავ­ნი­ლი ყვე­ლა მა­სა­ლა, ჩვე­ნი აზ­რით, შე­ი­ცავს და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნებს, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დგომ პრო­კუ­რა­ტუ­რამ მი­იჩ­ნი­ოს, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­ულს ად­გი­ლი არ აქვს. ეს უკვე მათი კომ­პე­ტენ­ცი­აა", - გა­ნა­ცხა­და ლაშა თორ­დი­ამ.

გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რის გან­მარ­ტე­ბით, საქ­მე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე პრო­კუ­რა­ტუ­რას გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლი აქვს."ალა­სა­ნი­ას მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდს ეხე­ბა მხო­ლოდ ერთი მა­სა­ლა. ასე­ვე ერთ საქ­მე­ზე არის კი­თხვე­ბი, თუმ­ცა ჯერ დარ­წმუ­ნე­ბულ­ნი არ ვართ, ვი­ნა­ი­დან სა­კი­თხი კი­დევ სა­ჭი­რო­ებს კვლე­ვას. ზო­გა­დად, ჩვენ 2013 წელს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან გა­მო­ვი­თხო­ვეთ ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა სტა­ტუ­სი აქვს ჩვენ მიერ გა­დაგ­ზავ­ნილ მა­სა­ლებს. რო­გორც გვი­თხრეს, უმ­რავ­ლე­სო­ბა­ზე არის სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მო­ძი­ე­ბა და­წყე­ბუ­ლი. შემ­დგომ­ში ჩვენ გვექ­ნე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, თუ რა სა­მარ­თლებ­რი­ვი შე­დე­გი დად­გა ამა თუ იმ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით", - აღ­ნიშ­ნა თორ­დი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

ლაშა თორდიას ინფორმაციით, პროკურატურაში ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდის მხოლოდ ერთი მასალაა გადაგზავნილი

ლაშა თორდიას ინფორმაციით, პროკურატურაში ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდის მხოლოდ ერთი მასალაა გადაგზავნილი

გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პროკურატურას თავდაცვის სამინისტროს საქმიანობასთან დაკვაშირებული 10 მასალა გადაუგზავნა. როგორც ლაშა თორდიამ ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნული მასალებიდან მხოლოდ ერთი ეხება ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდში განხორციელებულ შესყიდვას."მასალები არ ეხება მხოლოდ 2013 წელს და მხოლოდ ირაკლი ალასანიას მინისტრობის პერიოდს. მასალები მოიცავს 2011, 2012 და 2013 წლებს. მთავარი პროკურატურისთვის გადაგზავნილი ყველა მასალა, ჩვენი აზრით, შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, თუმცა შესაძლოა, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდგომ პროკურატურამ მიიჩნიოს, რომ სისხლის სამართლის დანაშაულს ადგილი არ აქვს. ეს უკვე მათი კომპეტენციაა", - განაცხადა ლაშა თორდიამ.

გენერალური აუდიტორის განმარტებით, საქმეთა უმრავლესობაზე პროკურატურას გამოძიება დაწყებული აქვს."ალასანიას მინისტრობის პერიოდს ეხება მხოლოდ ერთი მასალა. ასევე ერთ საქმეზე არის კითხვები, თუმცა ჯერ დარწმუნებულნი არ ვართ, ვინაიდან საკითხი კიდევ საჭიროებს კვლევას. ზოგადად, ჩვენ 2013 წელს მთავარი პროკურატურიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, თუ რა სტატუსი აქვს ჩვენ მიერ გადაგზავნილ მასალებს. როგორც გვითხრეს, უმრავლესობაზე არის სისხლის სამართლის გამოძიება დაწყებული. შემდგომში ჩვენ გვექნება ინფორმაცია, თუ რა სამართლებრივი შედეგი დადგა ამა თუ იმ საქმესთან დაკავშირებით", - აღნიშნა თორდიამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ