მსახიობი ევგენი საპაევი საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც სასქესო ორგანო მოიჭრა და სანაგვეში გადააგდო.
ქალაქ გოროხოვეცის მოსახლეობა შოკში ჩააგდო საკუთარი თანამემამულის, 38 წლის მსახიობ ევგენი საპაევის საქციელმა, რომელმაც საკუთარი სასქესო ორგანო მოიჭრა.
ნიკიტა მიხალკოვის ფილმ ”მზით გათანგულნი 2”-ში ეპიზოდურ როლში მონაწილე საპაევის პირადი ცხოვრება მოუგვარებელი იყო. ის ბავშვობიდან ვერ აღიქვამს თავს მამაკაცად.
ინციდენტის შემდეგ მსახიობმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბავშვობიდან თავს ქალად გრძნობს. ”სახლის პირობებში ოთხი ოპერაცია გავიკეთე. ორი წარმატებული, ორი წარუმატებელი. არანაირი სამედიცინო განათლება არ მაქვს. პირველი ოპერაცია სამ საათს გაგრძელდა, ძლიერი სისხლდენა მქონდა”, - განაცხადა მან.
მას შემდეგ, რაც მიხვდა, რომ სისხლისგან დაიცლებოდა, ევგენიმ საავადმყოფოში წასვლა გადაწყვიტა და გზად სანაგვეში მოისროლა საკუთარი სასქესო ორგანო.
მომზადებულია topnews.ru-ს მიხედვით.