80 წლის ჩარლზ მენსონს პატიმრობაში 26 წლის გოგონას ცოლად მოყვანის უფლება დართეს

80 წლის ჩარლზ მენსონს პატიმრობაში 26 წლის გოგონას ცოლად მოყვანის უფლება დართეს

ჩარლზ მენსონი ციხეში 1969 წლიდან იმყოფება და 2027 წლამდე პირობით განთავისუფლების მოთხოვნა არ შეუძლია. თუმცა, მიუხედავად ამისა, ის ქორწინდება 26 წლის გოგონაზე, რომელიც მას ციხეში სტუმრობდა და რომელსაც წამს, რომ მენსონი უდანაშაულოა.

80 წლის მენსონის რჩეული ელეინ ბარტონი ამბობს, რომ ისინი უახლოესი ერთი თვის განმავლობაში შეუღლდებიან. ამჟამად წყვილი ციხის საბუთების მოწესრიგებას ელოდება.

მენსონს და ბარტონს უფლება აქვთ, ათი სტუმარი მოიწვიონ ქორწილში, ოღონდ მათგან არცერთი არ უნდა იყოს პატიმარი. მიუხედავად ამისა, მენსონს ცოლ-ქმრული პაემნების ნებას არ რთავენ.

ბარტონი ამბობს, რომ ცნობილი მკვლელის ცოლობა მას უფრო მეტი ინფორმაციის მიღების საშუალებას მიცემს, რაც ახალი სასამართლოს წარმართვაში დაეხმარება.

მენსონი და მისი მიმდევრები, რომლებიც თავს ”ოჯახს” უწოდებდნენ, 60-იან წლებში იყვნენ აქტიურები. მათ მოკლეს ცხრა ადამიანი, მათ შორის შერონ ტეიტი, რეჟისორ რომან პოლანსკის ფეხმძიმე ცოლი. მეორე ღამეს სიცოცხლეს გამოასალმეს გროსერს ლინო და როზმარი ლაბიანკა.

მენსონის ორი მიმდევარი ქალი - ლესლი ვან ჰუტენი და პატრიცია კრენვინკელი აგრეთვე პატიმრობაში იმყოფებიან. კიდევ ერთი დაჯგუფების წევრი სუზენ ეტკინსი, რომელიც ”ოჯახის” ყველაზე საშიშ ქალ წევრად ითვლებოდა, 2009 წელს ციხეში გარდაიცვალა.

მომზადებულია npr.org-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა