მწერალი და მომღერალი ერეკლე დესისაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე დიდ დიღომში, უკიდურესად მძიმე პირობებში მცხოვრები მარტოხელა ქალბატონის შესახებ წერს, რომელსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება.
"ეს გახლავთ დიდი დიღმის მეოთხე მიკრო, მეც ამ უბანში ვცხოვრობ, ეს ქალბატონი, ეკლესიაში სანთლებს ყიდის, იმ ეკლესიაში, სადაც მამაოს ჯიპი უფრო უსაფრთხო და დაცულია, ვიდრე ამ ქალის სიცოცხლე. რასაც ფოტოებზე ხედავთ თავისი ხელით ააშენა და ძლიერი ქარის შემდეგ, თავიდან უწევს ამ ყველაფრის გაკეთება, წარმოუდგენლად მძიმე პირობებში ცხოვრობს, ჩემმა ძმაკაცმა უმასპინძლა ერთ საღამოს და ამ ქალმა თურმე გალაკტიონი წაუკითხა, მერე გაირკვა რომ არავინ ჰყავს, მაინტერესებს ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე, დღეს საკრებულოში თბილისის ბიუჯეტის განხილვა დიდი ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა, ოღონდ ეს ხმაური აქამდე არ აღწევს, იმიტომ რომ სანამ მესიები ფულს ითვლიან, მანამდე ვიღაც სიცივეს და შიმშილს ებრძვის. წინ რთული ზამთარი გველოდება. გააზიარეთ, იქნებ დაინტერესდეს ვინმე", - წერს დეისაძე.
იხილეთ ასევე: ილია ვაშაკიძე "იუდას სინდრომით" შეპყრობილ ბიუჯეტის მფლანგველ მღვდლებზე