პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პუტინმა დასავლეთი ახალი ცივი ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა
პუტინმა დასავლეთი ახალი ცივი ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა

რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტმა ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა და­სავ­ლე­თი ახა­ლი ცივი ომის გა­ჩა­ღე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. რო­გორც პუ­ტინ­მა გერ­მა­ნულ ტე­ლე­არხ ARD-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, და­სავ­ლე­თის რე­აქ­ცია ყი­რი­მის რუ­სეთ­თან მი­ერ­თე­ბა­ზე არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო. "რო­დე­საც ვის­მენთ პრე­ტენ­ზი­ებს იმის შე­სა­ხებ, რომ რუ­სეთ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თლის ნორ­მე­ბი და­არ­ღვია, ეს გაკ­ვირ­ვე­ბის გარ­და არა­ფერს იწ­ვევს. რუ­სეთს არ და­ურ­ღვე­ვია სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თა­ლი. ჩვენ არას­დროს დაგ­ვი­მა­ლავს რუ­სუ­ლი არ­მი­ის როლი ყი­რი­მის შე­მო­ერ­თე­ბის პრო­ცეს­ში. პირ­და­პირ ვა­ცხა­დებ, ჩვე­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი ყი­რიმ­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი უკ­რა­ი­ნის შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის ბლო­კი­რე­ბას ახ­დენ­დნენ, მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ ვინ­მეს­თვის ხმის მი­ცე­მა გვე­ი­ძუ­ლე­ბი­ნა, არა­მედ იმი­ტომ, რომ სის­ხლისღვრა არ დაგ­ვეშ­ვა", - გა­ნა­ცხა­და ვლა­დი­მერ პუ­ტინ­მა.

მისი თქმით, და­სავ­ლე­თი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია იმ ქმე­დე­ბე­ბის გამო, რომ­ლე­ბიც ცივი ომის პე­რი­ოდს გვახ­სე­ნებს. "2001 წლი­დან ნა­ტოს გა­ფარ­თო­ე­ბის ორი ტალ­ღა იყო. ეს არ­სობ­რი­ვად ცვლის გე­ო­პო­ლი­ტი­კურ სივ­რცეს. გარ­და ამი­სა, იზ­რდე­ბა ბა­ზე­ბის ოდე­ნო­ბა. განა რუ­სუ­ლი ბა­ზე­ბი მთელს მსოფ­ლი­ო­შია მო­ფე­ნი­ლი?! არა, ეს ნა­ტოს, ამე­რი­კის ბა­ზე­ბია ყველ­გან, მათ შო­რის ჩვენს სა­ზღვრებ­თან ახ­ლოს", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

პუტინმა დასავლეთი ახალი ცივი ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა

პუტინმა დასავლეთი ახალი ცივი ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დასავლეთი ახალი ცივი ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა. როგორც პუტინმა გერმანულ ტელეარხ ARD-სთან ინტერვიუში განაცხადა, დასავლეთის რეაქცია ყირიმის რუსეთთან მიერთებაზე არაადეკვატური იყო. "როდესაც ვისმენთ პრეტენზიებს იმის შესახებ, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართლის ნორმები დაარღვია, ეს გაკვირვების გარდა არაფერს იწვევს. რუსეთს არ დაურღვევია საერთაშორისო სამართალი. ჩვენ არასდროს დაგვიმალავს რუსული არმიის როლი ყირიმის შემოერთების პროცესში. პირდაპირ ვაცხადებ, ჩვენი შეიარაღებული ძალები ყირიმში განლაგებული უკრაინის შეიარაღებული ძალების ბლოკირებას ახდენდნენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ვინმესთვის ხმის მიცემა გვეიძულებინა, არამედ იმიტომ, რომ სისხლისღვრა არ დაგვეშვა", - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, დასავლეთი პასუხისმგებელია იმ ქმედებების გამო, რომლებიც ცივი ომის პერიოდს გვახსენებს. "2001 წლიდან ნატოს გაფართოების ორი ტალღა იყო. ეს არსობრივად ცვლის გეოპოლიტიკურ სივრცეს. გარდა ამისა, იზრდება ბაზების ოდენობა. განა რუსული ბაზები მთელს მსოფლიოშია მოფენილი?! არა, ეს ნატოს, ამერიკის ბაზებია ყველგან, მათ შორის ჩვენს საზღვრებთან ახლოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა