საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
25 წლის ბიჭმა 10 წლის გოგონა გააუპატიურა - შემზარავი ფაქტის დეტალები
25 წლის ბიჭმა 10 წლის გოგონა გააუპატიურა - შემზარავი ფაქტის დეტალები

ქე­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში 25 წლის ბიჭ­მა მე­ზობ­ლის 10 წლის შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე გო­გო­ნა გა­ა­უ­პა­ტი­უ­რა. შემ­თხვე­ვა გუ­შინ შუ­ა­დღი­სას მოხ­და. მო­ზარ­დი ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნილ ბე­ბი­ას­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და სახ­ლში. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხის მე­ზობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაც­მა ბავ­შვი მო­ტყუ­ე­ბით გა­იყ­ვა­ნა სახ­ლი­დან და მას­ზე ბო­სელ­ში იძა­ლა­და.

"ამათ­თან ახ­ლოს ცხოვ­რობს ეს ბიჭი, 200 მეტრში. ჩვე­უ­ლებ­რივ მო­დი­ო­და მე­ზობ­ლებ­თან, ამ ოჯახ­თან ახ­ლობ­ლობ­და, სა­დილ­ზეც მი­დი­ო­და. რო­გორც გა­ვი­გეთ, გუ­შინ 16:00 სა­ა­თის მერე მი­ვი­და ბიჭი ოჯახ­ში. სახ­ლში მხო­ლოდ ბავ­შვი და ლო­გი­ნად ჩა­ვარ­დნი­ლი ბე­ბია იმ­ყო­ფე­ბო­და. ბიჭ­მა მო­ტყუ­ე­ბით გა­იყ­ვა­ნა გო­გო­ნა სახ­ლი­დან, ბო­სელ­ში შე­იყ­ვა­ნა და იძა­ლა­და. სა­ღა­მოს სახ­ლში მი­სულ მშობ­ლებს ატი­რე­ბუ­ლი ბავ­შვი რომ დახ­ვდათ, კი­თხეს რა­ტომ ტი­რიო, გო­გო­ნამ სი­მარ­თლე არ და­მა­ლა. დღეს პო­ლი­ცია რომ მო­ვი­და და და­ათ­ვა­ლი­ე­რა ტე­რი­ტო­რია, მე­ზობ­ლებ­მა ამის შემ­დეგ გა­ვი­გეთ ეს სა­ზა­რე­ლი ამ­ბა­ვი", - აცხა­დე­ბენ მე­ზობ­ლე­ბი.

მე­ზობ­ლე­ბის თქმით, მო­ზარდს ფეხი აქვს და­შა­ვე­ბუ­ლი და გა­და­ად­გი­ლე­ბა უჭირს. არას­რულ­წლო­ვანს დღეს ექ­სპერ­ტი­ზა ჩა­უ­ტარ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­ულ­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ჯერ და­კი­თხეს, ხოლო შემ­დეგ და­ა­კა­ვეს.

25 წლის მა­მა­კა­ცი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 138- მუხ­ლის მე­ო­თხე ნა­წი­ლის გ ქვე­პუნ­ქტის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს, რაც სექ­სუ­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ძალ­მომ­რე­ო­ბით ქმე­დე­ბას გუ­ლის­ხმობს პი­რის მი­მართ, რო­მელ­საც 14 წელი არ შეს­რუ­ლე­ბია.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე, ბა­თუ­მი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

25 წლის ბიჭმა 10 წლის გოგონა გააუპატიურა - შემზარავი ფაქტის დეტალები

25 წლის ბიჭმა 10 წლის გოგონა გააუპატიურა - შემზარავი ფაქტის დეტალები

ქედის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 25 წლის ბიჭმა მეზობლის 10 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონა გააუპატიურა. შემთხვევა გუშინ შუადღისას მოხდა. მოზარდი ლოგინად ჩავარდნილ ბებიასთან ერთად იმყოფებოდა სახლში. დაზარალებული ოჯახის მეზობლები აცხადებენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა ბავშვი მოტყუებით გაიყვანა სახლიდან და მასზე ბოსელში იძალადა.

"ამათთან ახლოს ცხოვრობს ეს ბიჭი, 200 მეტრში. ჩვეულებრივ მოდიოდა მეზობლებთან, ამ ოჯახთან ახლობლობდა, სადილზეც მიდიოდა. როგორც გავიგეთ, გუშინ 16:00 საათის მერე მივიდა ბიჭი ოჯახში. სახლში მხოლოდ ბავშვი და ლოგინად ჩავარდნილი ბებია იმყოფებოდა. ბიჭმა მოტყუებით გაიყვანა გოგონა სახლიდან, ბოსელში შეიყვანა და იძალადა. საღამოს სახლში მისულ მშობლებს ატირებული ბავშვი რომ დახვდათ, კითხეს რატომ ტირიო, გოგონამ სიმართლე არ დამალა. დღეს პოლიცია რომ მოვიდა და დაათვალიერა ტერიტორია, მეზობლებმა ამის შემდეგ გავიგეთ ეს საზარელი ამბავი", - აცხადებენ მეზობლები.

მეზობლების თქმით, მოზარდს ფეხი აქვს დაშავებული და გადაადგილება უჭირს. არასრულწლოვანს დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ეჭვმიტანილი ჯერ დაკითხეს, ხოლო შემდეგ დააკავეს.

25 წლის მამაკაცი სისხლის სამართლის კოდექსის 138- მუხლის მეოთხე ნაწილის გ ქვეპუნქტის საფუძველზე დააკავეს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას გულისხმობს პირის მიმართ, რომელსაც 14 წელი არ შესრულებია.

ნინო ხოზრევანიძე, ბათუმი

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია