"რუსთავი 2"-ის ეთერში "ნიჭიერის" მორიგი ტური გაიმართა. სცენაზე მოცეკვავე გოგონები წარსდგნენ, რომლებმაც მაყურებელს "ფეხების ცეკვა" შესთავაზეს. ნომერმა ჟიურის წევრებზე არც თუ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. "სახეები გქონდათ, როგორც ჩვენს იუსტიციის მინისტრს", - მიმართა მათ ლევან წულაძემ (ჭოლამ). საბოლოოდ ჯგუფმა ორი "კი" და ორი "არა" დააგროვა და კონკურსს გამოეთიშა.