პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აშშ-ის სენატი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტს განიხილავს
აშშ-ის სენატი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტს განიხილავს

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კონ­გრეს­ში შე­სუ­ლია კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნის­თვის სამ­ხედ­რო დახ­მა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­ნონპ­რო­ექ­ტი კონ­გრეს­მენ­მა "რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ი­დან", მა­იკლ ბერ­ჯეს­მა წა­რად­გი­ნა. რო­გორც მან კონ­გრეს­ში გა­მარ­თულ მოს­მე­ნა­ზე გა­ნა­ცხა­და, უკ­რა­ი­ნა­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, სირ­თუ­ლე­ე­ბის მი­უ­ხე­და­ვად შედ­გა და უკ­რა­ი­ნელ­მა ხალ­ხმა მო­ახ­დი­ნა იმის დე­მონ­სტრი­რე­ბა, რომ მათი მო­მა­ვა­ლი და­სავ­ლეთს უკავ­შირ­დე­ბა. მისი თქმით, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა უკვე გა­უ­წია ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბა უკ­რა­ი­ნას, თუმ­ცა უკ­რა­ი­ნას უფრო მეტი დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა, ვიდ­რე ფუ­ლია. "უკ­რა­ი­ნას სჭირ­დე­ბა ია­რა­ღი, საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, ჯავ­შან­ჟი­ლე­ტე­ბი და კავ­შირ­გაბ­მუ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი", - გა­ნა­ცხა­და ბერ­ჯეს­მა. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მის მიერ წარ­დგე­ნი­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი მხარ­და­ჭე­რას მო­ი­პო­ვებს, უკ­რა­ი­ნა შეძ­ლებს მი­ი­ღოს ტანკსა­წი­ნა­აღ­მდე­გო ია­რა­ღი და საბ­რძო­ლო მა­სა­ლა, ასე­ვე სა­ზე­ნი­ტო და­ნად­გა­რე­ბი, ტყვი­ამფრქვე­ბე­ბი, ჯავ­შან­ჟი­ლე­ტე­ბი და სხვა ია­რა­ღი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

აშშ-ის სენატი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტს განიხილავს

აშშ-ის სენატი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შესახებ კანონპროექტს განიხილავს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შესულია კანონპროექტი, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას გულისხმობს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, კანონპროექტი კონგრესმენმა "რესპუბლიკური პარტიიდან", მაიკლ ბერჯესმა წარადგინა. როგორც მან კონგრესში გამართულ მოსმენაზე განაცხადა, უკრაინაში საპარლამენტო არჩევნები, სირთულეების მიუხედავად შედგა და უკრაინელმა ხალხმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ მათი მომავალი დასავლეთს უკავშირდება. მისი თქმით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე გაუწია ფინანსური დახმარება უკრაინას, თუმცა უკრაინას უფრო მეტი დახმარება სჭირდება, ვიდრე ფულია. "უკრაინას სჭირდება იარაღი, საბრძოლო მასალა, ჯავშანჟილეტები და კავშირგაბმულობის საშუალებები", - განაცხადა ბერჯესმა. იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ წარდგენილი კანონპროექტი მხარდაჭერას მოიპოვებს, უკრაინა შეძლებს მიიღოს ტანკსაწინააღმდეგო იარაღი და საბრძოლო მასალა, ასევე საზენიტო დანადგარები, ტყვიამფრქვებები, ჯავშანჟილეტები და სხვა იარაღი.

მიანმარში პოლიციამ 7 წლის გოგონა მოკლა - "ბავშვს მაშინ ესროლეს, როცა მამისკენ გარბოდა"

ინდოეთში კორონავირუსის ორმაგად მუტაციური ვარიანტი გამოვლინდა - რას აცხადებენ ქვეყნის ჯანდაცვის უწყებაში

15 ადამიანი გამოქვაბულში 40 დღეს გაატარებს - უცნაური ექსპერიმენტი საფრანგეთში, რომელსაც მწვავედ აკრიტიკებენ