ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსული ანექსიის წინააღმდეგ "ნაცმოძრაობის" მიერ მოწყობილ აქციაზე შეკრებილებს გუშინ კიევიდან, მიხაილოვსკის მოედნიდან მიმართა. "იმედის" გადაცემა "იმედის კვირამ", რომლის ბოლო გამოშვების ერთ-ერთი თემა 15 ნოემბრის აქცია იყო, მაყურებელს შესთავაზა კადრები, თუ როგორ ელოდა მიხეილ სააკაშვილი აქციაზე პირდაპირ ჩართვას.
გადაცემაში აღნიშნული კადრების ჩვენებას სოციალურ ქსელში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. "ფეისბუქში" ინგა გრიგოლიას "კედელზე" კომენტარებს ტოვებდნენ როგორც "ნაციონალური მოძრაობის", ასევე ხელისუფლების მხარდამჭერები:
- მღვდელი, ბავშვი, იულია და მიცვალებულის სურათი.. :))) კინემატოგრაფია ეს კაცი რა უნდა პოლიტიკაში:))
- ამას ჭირდება სერიოზული მკურნალობა.
- სააკაშვილია თვითონ ტრაგი-კომედია და მისი ტყუილები კარგია რომ მხოლოდ სახალისო ხდება. მკვდარი კაცი, რომელიც ჯერ არ დაუმარხავთ, იცინის და მერე მისით პიარის გაკეთებას ცდილობს. ეს უკვე აღარ არის სახალისო.
- ბავშვზე როგორ ამბობს გაიყვანეთო !!!!! ეს ვის უძლებდით
- რა არის რომ მაგ კადრებში? ჩვეულებრივი კადრებია რაიმე განსაკუთრებულის გარეშე. რა უნდა ყოფილიყო საინტერესო, ვერ ვხვდები.
- ახალ წელსაც არ იქნებოდა სახალასო, სასაცილო ვერაფერი ვნახე. მით უმეტეს, რომ არ იყო საახალწლო ხუმრობის მოტივით ეს კადრები თან ცინიკური მონტაჟიც ახლდა... როგორ ისწორებს მიშა თმას შენელებულ კადრში ვერ ვიხალისე... ბოდიში ისე ჰაკიმას და ბიძინას ლაივებს მაინც ჯობდა.
- კი ინგა. იყო კულუარები და მეტი არაფერი. გეთანხმები. უბრალოდ კონტექსტი და შინაარსობრივი წინასიტყვაობა იყო სხვა, არ ვიცი ჟურნალისტების ენაზე როგორ ეძახით.. ჩემებურად რომ ვთქვა "ბომბა კადრები", - წერენ სოციალური ქსელის მომხარებლები.
აქტიური გამოხმაურების შემდეგ ინგა გრიგოლიამ განმარტება გაავრცელა:
ინგა გრიგოლია:
"რა ამბები ამტყდარა ამ ჩართვის კულუარებზე))) ხალხო, ჩვეულებრივი კადრები იყო, აი ისეთი, საახალწლო კურიოზებში რომ არის ხოლმე და ვერ ვხვდები,რამ დაძაბა ზოგიერთი... უბრალოდ ვთქვით, ვნახოთ, რა ხდებოდა კულუარებში-თქო და კულუარები რომ ყოველთვის საინტერესოა, ყველა დამეთანხმება)))))) ნუ იძაბებით... შეხედეთ ხალისით. მართლა გამაკვირვა ზოგიერთის დაძაბვამ... მე ხალისით ვუყურებდი".
კადრებს ინგას პოსტის კომენტარებში რამდენიმე ცნობილი ადამიანიც გამოეხმაურა, რაც ტელეწამყვანსა და მათ შორის დებატებში გადაიზარდა:
კოკა ყანდიაშვილი, კანცელარიის კონსულტანტი საზოგადოებასთან კომუნიკაციის საკითხებში, ყოფილი ტელეწამყვანი:
"ვაუ... გრიგოლიამ ძალიან მაგარი ვიდეო აჩვენა - კიევში, სააკაშვილი როგორ ემზადება ჩართვისთვის 15 ნოემბრის მიტინგზე!
ძაან ვიხალისე - ბრავო "იმედი"
პ.ს. მიშისტებო - ჰალტუხის დაღეჭვის ტოლფასია!!! ისევ გააძევა ბავშვი, რომელიც ტიროდა - ხელს მიშლისო, და ცხვირსახოცს ეძებდა".
ანი კოპალეიშვილი, ახალგაზრდა პოლიტიკოსთა მოძრაობის თანამშრომელი:
"და რა? მერიკოს საქმიანობა გვანახე, მიხაილოვსკის მოედანი თუ მოღუშული ამინდი? სერიოზული ვიდეო გიშოვნიათ. P.S ინგა, შენ როგორ ემზადები ხოლმე პირდაპირისთვის აბა გვანახე
სასაცილო ეს არაფრისმთქმელი კადრები კი არა, არამედ არის ის, რომ ამხელა ტელევიზია უთმობს დროს მსგავსი ვიდეოს პირდაპირ ეთერში გაშვებას. გუშინდელი აქციის მერე არანაირად არ იყო საინტერესო მიხეილ სააკაშვილი როგორ ემზადებოდა ჩართვისთვის. ამაში თუ თქვენ რაიმე საინტერესო ნახეთ, მაშინ ქვეყანაში ყველაფერი იდეალურად გვქონია და სხვა გასაშუქებელი თემა აღარ ყოფილა. კომედი შოუა თუ რა არის?!
ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში თუ გახდება ერთ-ერთი დიდი ტელევიზიის მთავარი და "საღადაო" თემა.
დავით საყვარელიძე, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:
"დასაძაბი ნამდვილად არაფერი იყო. მიუხედვად იმისა, რომ ზიანის მოტანაზე იყო გათვლილი. ასევე დეტალები და კონტექსტი ყოველთვის მნიშვნელოვანია. დროის მონაკვეთი ასევე. განსაკუთრებით ჟურნალისტიკაში ) ასე რომ მართლაც იუმორით არის საყურებელი გუშინდელი დღის წარმატების შემდეგ:)
სიცხადისთვის "იულია" ანუ იულია მარუშევსკაია არის მაიდანის აქტივისტი, რომელმაც ჩაწერა და დაამზადა ვიდეოკლიპი "რატომ უნდა გახდეს უკარინა ევროპის ნაწილი". კლიპს მილიონობით ნახვა დაუგროვდა. ასევე ეს გოგო იყო სწორედ ერთ-ერთი მათგანი, ვინც მაიდანზე სნაიპერის დახოცილი ხალხის ცხედრებს მორგში ყარაულობდა, რომ არ მოეპარათ და ექპერტიზა ჩატარებოდათ. სხვათაშორის, ამ გოგომ რამდენიმე თვის წინ ამერიკაში ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ საკუთარი წიგნი გადასცა პრემიერ-მინისტრს...
...კიდევ პირველად გავიგე, რომ მზადება ჩართვისთის თურმე სხვა არაფერი ყოფილა, თუ არა "კულუარები". ანუ მაგალითად, როდესაც პოლიტიკოსი თმას ივარცხნის, ან ტანსაცმელს იცვამს, ან შხაპს იღებს, ან პირადი ჰიგიენის მოგვარებითაა დაკავებული, ეს თურმე "კულუარია" და არა რაღაცისთვის მზადება ან პირადი ხასიათის "შავი მასალა".
მიშას ცხვირსაცოხი "კულუარი"-ს მნიშვნელოვანი კომპონენტია:)..
ინგა გრიგოლია: ჯანმრთელი და აზრიანი კაცი ხარ.... რა ქვეტექსტებს ეძებ... ჩვეულებრივი კადრები იყო... არა ბოროტი... ხალისიანი... ნუ გამაკვირვე შენ მაინც.
დავით საყვარელიძე: ი.ღ.მ.ც.-ს (ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერთა ცენტრი) დაფუძნება ბევრად უფრო ტრაგიკომიკურია, ვიდრე კიევში მოედანზე ნაციონალების "კულუარული" საიდუმლო ჩართვა:).
ინგა გრიგოლია: ვიდეო იყო ძაან საინტერესო... კულუარები ყოველთვის საინტერესოა... მე არ მითქვამს სკანდალური კადრები-თქო. ვთქვი - კულუარები-თქო
რომელიმე ჟურნალისტი თუ მეტყვის, რომ ამ კადრებს არ გამოიყენებდა, უბრალოდ გავუღიმებ და ვეტყვი, რომ მას წარმატების ნული შანსი აქვს.
ირმა ნადირაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი:
"მე არ მინახავს შესავალი, რაც ამ კადრებს ახლდა. უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ ეს არაა არც იმედის ექსკლუზივი, არც ხელში შემთხვევით ჩავარდნილი კადრები. ეს კადრები აღებულია საერთო სიგნალიდან, რომლის პარამეტრებიც თავად ჩვენმა პრესსამსახურმა მისცა ყველა ტვ-ს. ასე რომ ეგ კადრები საიდუმლო ნამდვილად არ იყო. ექსკლუზივად, მხოლოდ იმედის მონტაჟი შეიძლება ჩავთვალოთ.
ინგა გრიგოლია: ირმ... მე ვთქვი, ჩვენი ექსკლუზივია-თქო???? არ მითქვანს და შენ, პროფი რომ ხარ, ჟურნალისტურად რომ საინტერესოა კულუარები, ყველაზე კარგად იცი და არც ბოროტი განზრახვა არავის ჰქონია.... ვაჩვენეთ კულუარები და ეს კადრები, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ნებისმიერ საახალწლო გადაცემაში გადის ხოლმე... მე ვიხალისე და გამაკვირვა ზოგის მძაფრმა რეაქციამ...
ირმა ნადირაშვილი: ინგა მე ვთქვი, რომ შენ ასე თქვი? მე ვთქვი, რომ არ მინახავს შენ რა თქვი! დავადგენ ასეთი ამბავი ატყდა, რომ კადრები გადაიჭირეს, მოიპარეს და ასე შემდეგ, საჭიროდ ჩავთვალე დამეწერა, რომ ეგ კადრები ყველას აქვს და მოპარული არაა, არც ხელში ჩავარდნილი. სიგნალი ყველას ჰქონდა, ჩვენ მოგეცით, მეტი არაფერი.
ინგა გრიგოლია: გულით და სულით <3
იხილეთ ასევე: