26 წლის ედუარდ ქესიგი მესამე ამერიკელია, რომელსაც ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა თავი მოკვეთეს. გავრცელებული ინფორმაციით, ედუარდი დაახლოებით, ერთი წლის წინ გაუჩინარდა. ექსტრემისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებმა 26 წლის მამაკაცს, რომელიც ჰუმანიტარული მისიის ფარგლებში იმყოფებოდა ქვეყანაში, თავი 16 ნოემბერს მოკვეთეს. როგორც ცნობილია, ედუარდ ქესიგი სირიელ ლტოლვილებს უწევდა დახმარებას. ამ დრომდე, 26 წლის მამაკაცის ოჯახის წევრებს მომხდარი არ დაუდასტურებიათ და კომენტარი არ გაუკეთებიათ გავრცელებულ ვიდეომიმართვასთან დაკავშირებით.
მოკლულის მეგობრების თქმით, ტყვეობაში მყოფმა ედუარდმა ისლამი მიიღო და ახალი სახელი, აბდულ-რაჰმანი დაირქვა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთეს აშშ-ის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებმა. ვაშინგტონში "შეძრულები არიან უდანაშაულო ამერიკელის მკვლელობით".შეგახსენებთ, რომ ედუარდ ქესიგი მესამე ამერიკელია, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებმა სასტიკად მოკლეს. მიმდინარე წლის აგვისტოსა და დეკემბერში ისლამისტმა-რადიკალებმა ჟურნალისტები, ჯეიმს ფოული და სტივენ სოტლოფი მოკლეს.
მომზადებულია www.dallasnews.com -ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo