ორთვიანი ურთიერთობის შემდეგ ბიჭი თავის პარტნიორ გოგონას მესიჯით დაშორდა, რომელიც მალე იქცა ინტერნეტ ჰიტად. წარმოგიდგენთ ტექსტს, რომელშიც თავმოყრილია ის მიზეზები, რის გამოც ბიჭმა ურთიერთობა გაწყვიტა:
1. შენ არ დამთანხმდი "ფეისბუქზე" პირადი ურთიერთობის სტატუსი დაგეყენებინა, რომ ყველას ენახა ერთად ვიყავით. 2. შენი მეგობრის ქორწილში წინა კვირას არ დამპატიჟე, არადა სწორედ მე უნდა ვყოფილიყავი შენი თანმხლები პირი. 3. ჩემ კატას უხეშად ექცევი და ეს დისკომფორტს მიქმნის. 4. საკუთარ დროს სწორად არ ანაწილებ და მე მიწევს ბევრი რამის დათმობა. 5. ისე იგინები, როგორც ლედის არ შეჰფერის. 6. არ მიმხელ, რამდენი სექსუალური პარტნიორი გყავდა, რაც მაფიქრებინებს, რომ ისინი სამზე მეტნი იყვნენ, სამზე მეტი კი ჩემთვის მიუღებელია. აბა რას იტყვით, გაგიგიათ ურთიერთობის დამასრულებელი ამაზე ცუდი ტექსტი? მომზადებულია cosmopolitan.com-ს მიხედვით.