პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"იმედის კვირა" სააკაშვილს პასუხობს - როგორ აღმოჩნდა ეთერში კადრები, რომლის ჩვენებაც სკანდალად იქცა
"იმედის კვირა" სააკაშვილს პასუხობს - როგორ აღმოჩნდა ეთერში კადრები, რომლის ჩვენებაც სკანდალად იქცა

გა­და­ცე­მამ "იმე­დის კვი­რა" გუ­შინ ის კად­რე­ბი გა­ა­სა­ჯა­რო­ვა, რო­მელ­შიც ჩანს, თუ რა ხდე­ბო­და უკ­რა­ი­ნა­ში მა­შინ, როცა თბი­ლის­ში, რუს­თა­ველ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. კად­რებ­ში ასა­ხუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სამ­ზა­დი­სი პირ­და­პი­რი ჩარ­თვის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დე­ო­მა­სა­ლის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის გამო გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნებს სა­ა­კაშ­ვილ­მა "მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი" უწო­და (იხი­ლეთ გან­ცხა­დე­ბა).

"ისე გა­უ­ჭირ­და ივა­ნიშ­ვილს, რომ მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­ი­დან­ღაც და­აბ­რუ­ნა და "რუს­თა­ვი 2"-ის კად­რებს იპა­რავს, რომ­ლის გაშ­ვე­ბა იმით გა­ა­მარ­თლეს, რომ სა­ა­ხალ­წლო კუ­რი­ო­ზებს შე­ა­და­რეს", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

Ambebi.ge კო­მენ­ტა­რის­თვის გა­და­ცე­მის წამ­ყვან შალ­ვა რა­მიშ­ვილ­სა და გა­და­ცე­მის პრო­დუ­სერ სოფო ნი­კო­ლა­იშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი:

- გა­ვე­ცა­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას. ნერ­ვუ­ლი კრი­ზი­სის ზღვარ­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბა­ზე შე­ფა­სე­ბას ვერ გა­ვა­კე­თებ. ტერ­მინ "მუ­მი­ფი­ცი­რე­ბას" რაც შე­ე­ხე­ბა, ის 2012 წლის არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნაც ეძახ­და ვი­ღა­ცებს მუ­მი­ებს და ვამ­პი­რებს, რომ­ლებ­მაც მო­უ­გეს არ­ჩევ­ნე­ბი და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და გა­ძე­ვე­ბუ­ლი­ყო სა­ქარ­თვე­ლო­დან.

- თქვე­ნი აზ­რით, რამ გა­ა­ღი­ზი­ა­ნა სა­ა­კაშ­ვი­ლი?

- ზო­გა­დად გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, რად­გან ქარ­თველ­მა ხალ­ხმა უთხრა - არა. რო­მელ­მა დე­ტალ­მა გა­უღ­ვი­ვა ფსი­ქი­კუ­რი კრი­ზი­სი, არ ვიცი, ეს ფსი­ქო­ლო­გებს უნდა ჰკი­თხოთ.

- გა­ე­ცა­ნით სა­ა­კაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას? მან თქვა, რომ თქვენს გა­და­ცე­მა­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო სხვა არ­ხის კად­რე­ბი და მუ­მი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი უწო­და წამ­ყვა­ნებს...

სოფო ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი ("იმე­დის კვი­რის" მთა­ვა­რი პრო­დუ­სე­რი):

- სა­ა­კაშ­ვი­ლი თუ არ არის მუ­მია, ჩვენ რა­ტომ ვართ? თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ არის პო­ლი­ტი­კუ­რი მუ­მია, მე და ჩემი წამ­ყვა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ა­კაშ­ვილ­ზე რამ­დე­ნი­მე წლით პა­ტა­რე­ბი ვართ, რა­ტომ ვართ მუ­მი­ე­ბი? ეს იყო უბ­რა­ლოდ სა­ა­კაშ­ვი­ლის წყო­ბი­დან გა­მოს­ვლა, მე მეს­მის. ნე­ბის­მი­ე­რი ჟურ­ნა­ლის­ტი გა­უშ­ვებ­და ამ კად­რებს, ეს არ იყო ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა კუ­ლუ­ა­რუ­ლი კად­რე­ბი.

- ის გან­ცხა­დე­ბა­ში აკონ­კრე­ტებს, რომ კად­რე­ბი "რუს­თა­ვი 2"-ს მო­პა­რეთ, მარ­თა­ლია?

- სიგ­ნა­ლი მო­დის ყველ­გან და ჩემი უფ­ლე­ბაა, სად გა­მო­ვი­ყე­ნებ. "რუს­თა­ვი 2"-მა რაც ჩარ­თო, ყვე­ლამ ნახა და ჩვენ კუ­ლუ­ა­რუ­ლი კად­რე­ბი ვაჩ­ვე­ნეთ. ჩვე­ნი გა­და­ცე­მა ყო­ველ­თვის ასეთ კად­რებს აჩ­ვე­ნებს და და­ე­ლო­დოს მა­ყუ­რე­ბე­ლი ამას.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

ამა­ვე თე­მა­ზე| "ცხვირ­სა­ხო­ცი მი­შოვ­ნე" - ვინ არის გო­გო­ნა, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვილს თმას უს­წო­რებს და ჩარ­თვის­თვის ამ­ზა­დებს

"იმედის კვირა" სააკაშვილს პასუხობს - როგორ აღმოჩნდა ეთერში კადრები, რომლის ჩვენებაც სკანდალად იქცა

"იმედის კვირა" სააკაშვილს პასუხობს - როგორ აღმოჩნდა ეთერში კადრები, რომლის ჩვენებაც სკანდალად იქცა

გადაცემამ "იმედის კვირა" გუშინ ის კადრები გაასაჯაროვა, რომელშიც ჩანს, თუ რა ხდებოდა უკრაინაში მაშინ, როცა თბილისში, რუსთაველზე "ნაციონალური მოძრაობის" აქცია მიმდინარეობდა.  კადრებში ასახულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამზადისი პირდაპირი ჩართვისთვის.  აღნიშნული ვიდეომასალის გასაჯაროების გამო გადაცემის წამყვანებს სააკაშვილმა "მუმიფიცირებულები" უწოდა (იხილეთ განცხადება).

"ისე გაუჭირდა ივანიშვილს, რომ მუმიფიცირებული ჟურნალისტები საიდანღაც დააბრუნა და "რუსთავი 2"-ის კადრებს იპარავს, რომლის გაშვება იმით გაამართლეს, რომ საახალწლო კურიოზებს შეადარეს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

Ambebi.ge კომენტარისთვის გადაცემის წამყვან  შალვა რამიშვილსა და გადაცემის პროდუსერ სოფო ნიკოლაიშვილს დაუკავშირდა.

შალვა რამიშვილი:

- გავეცანი სააკაშვილის განცხადებას. ნერვული კრიზისის ზღვარზე მყოფი ადამიანის განცხადებაზე შეფასებას ვერ გავაკეთებ. ტერმინ "მუმიფიცირებას" რაც შეეხება, ის 2012 წლის არჩევნების წინაც ეძახდა ვიღაცებს მუმიებს და ვამპირებს, რომლებმაც მოუგეს არჩევნები და იძულებული გახდა გაძევებულიყო საქართველოდან.

- თქვენი აზრით, რამ გააღიზიანა სააკაშვილი?

- ზოგადად გაღიზიანებულია, რადგან ქართველმა ხალხმა უთხრა - არა. რომელმა დეტალმა გაუღვივა ფსიქიკური კრიზისი, არ ვიცი, ეს ფსიქოლოგებს უნდა ჰკითხოთ.

- გაეცანით სააკაშვილის განცხადებას? მან თქვა, რომ თქვენს გადაცემაში ნაჩვენები იყო სხვა არხის კადრები და მუმიფიცირებული უწოდა წამყვანებს...

სოფო ნიკოლაიშვილი ("იმედის კვირის" მთავარი პროდუსერი):

- სააკაშვილი თუ არ არის მუმია, ჩვენ რატომ ვართ? თუ სააკაშვილი არ არის პოლიტიკური მუმია, მე და ჩემი წამყვანები, რომლებიც სააკაშვილზე რამდენიმე წლით პატარები ვართ, რატომ ვართ მუმიები? ეს იყო უბრალოდ სააკაშვილის წყობიდან გამოსვლა, მე მესმის. ნებისმიერი ჟურნალისტი გაუშვებდა ამ კადრებს, ეს არ იყო ანგარიშსწორება, ყოველთვის საინტერესოა კულუარული კადრები.

- ის განცხადებაში აკონკრეტებს, რომ კადრები "რუსთავი 2"-ს მოპარეთ, მართალია?

- სიგნალი მოდის ყველგან და ჩემი უფლებაა, სად გამოვიყენებ. "რუსთავი 2"-მა რაც ჩართო, ყველამ ნახა და ჩვენ კულუარული კადრები ვაჩვენეთ. ჩვენი გადაცემა ყოველთვის ასეთ კადრებს აჩვენებს და დაელოდოს მაყურებელი ამას.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ამავე თემაზე| "ცხვირსახოცი მიშოვნე" - ვინ არის გოგონა, რომელიც სააკაშვილს თმას უსწორებს და ჩართვისთვის ამზადებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია