მეზობლები სამტრედიის რაიონის სოფელ ჩხენიშში მცირეწლოვანი ბავშვის გარდაცვალების შესაძლო მიზეზებს ყვებიან. მეზობლების ინფორმაციით, სოფელ ჩხენიშში მცირეწლოვანი ბალიშით გაგუდეს.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მეზობლებმა განუცხადეს, ბავშვი ოჯახთან ერთად, სოფელ ღანირში ცხოვრობდა.
მათი ცნობით, ოჯახს ახლობელი ქალბატონი სტუმრობდა, რომელსაც შვილი ერთი წლის წინ გარდაეცვალა.
"ამ ქალმა ოჯახის წევრებს სთხოვა, რომ მცირეწლოვანი ბავშვი მასთან, სოფელ ჩხენიშში გაეშვათ სტუმრად, სადაც შემდეგ მკვლელობაში ეჭვმიტანილმა ბავშვი სავარაუდოდ ბალიშით გაგუდა", - აცხადებენ მეზობლები.
მათი ცნობით, ბავშვის გარდაცვალების შემდეგ მკვლელობაში ბრალდებული ქალი ყვებოდა, რომ მისი შვილის გარდაცვალების დროს ნათესავის ბავშვი იცინოდა და შური იძია.