მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოვუაროთ ოთახისა და ბაღის ყვავილებს
როგორ მოვუაროთ ოთახისა და ბაღის ყვავილებს

ინ­ტერ­ნეტ­კონ­ფე­რენ­ცია მან­დი­ლო­სან მკი­თხველ­თა თხოვ­ნით, აგ­რძე­ლებს ყვა­ვი­ლე­ბის მოვ­ლის შე­სა­ხებ სე­ზო­ნუ­რი რჩე­ვე­ბის გა­ზი­ა­რე­ბას.

რო­გორ მო­ვუ­ა­როთ ოთა­ხი­სა და ბა­ღის ყვა­ვი­ლებს. მკი­თხველ­თა შე­კი­თხვებს ზურა შე­ვარ­დნა­ძე პა­სუ­ხობს.

ლია:

რო­მე­ლი ჯი­შის ხან­გრძლი­ვად მოყ­ვა­ვი­ლე მცე­ნა­რე­ებს გვირ­ჩევ­დით აი­ვან­ზე გა­სა­ხა­რებ­ლად თბი­ლი­სის კლი­მა­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

-არ არ­სე­ბობს ისე­თი მცე­ნა­რე და ყვა­ვი­ლი, რო­მე­ლიც და­ი­წყებს ყვა­ვი­ლო­ბას გა­ზა­ფხუ­ლი­დან და იყ­ვა­ვი­ლებს მე­ო­რე გა­ზა­ფხუ­ლამ­დე. იმის­თვის რომ ხან­გრძლი­ვი ყვა­ვი­ლო­ბის ეფექ­ტი შე­ი­ნარ­ჩუ­ნოთ, მი­ნი­მუმ ორ­ჯერ მა­ინც უნდა შე­იც­ვა­ლოთ სე­ზო­ნუ­რი ყვა­ვი­ლი. გა­ზა­ფხუ­ლი­დან ზა­ფხუ­ლის ბო­ლომ­დე და ზა­ფხუ­ლის ბო­ლო­დან მე­ო­რე გა­ზა­ფხუ­ლამ­დე.

გა­ზა­ფხუ­ლის მე­ცე­ნა­რე­ე­ბი არი­ან: მარ­გა­რიტ­კა, ანუ ზი­ზი­ლა (ივან­და მა­რია) სხვა­დას­ხვა ფე­რის იები, ტი­ტე­ბი, ნარ­ცი­სე­ბი, ბევ­რი ბოლ­ქვი­ა­ნი მცე­ნა­რე არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც გა­ზა­ფხულ­ზე ყვა­ვი­ან. ეს ყვე­ლა შე­მოდ­გო­მა­ზე ირ­გვე­ბა- ზა­ფხუ­ლის ბო­ლოს. სა­ზა­ფხუ­ლო ყვე­ვი­ლე­ბი კი 15 აპ­რი­ლის შემ­დეგ. ასე რომ არ­ცერ­თი მრა­ვალ­წლო­ვა­ნი ყვა­ვი­ლი მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე არ ყვა­ვის. შე­იძ­ლე­ბა ამ სა­ა­ივ­ნე კონ­ტე­ი­ნე­რებ­ში გამ­ზა­დე­ბუ­ლი­ყო შე­რე­უ­ლი მცე­ნა­რე­ე­ბი და კომ­პო­ზი­ცი­ე­ბი დარ­გუ­ლი­ყო ისე, რომ მრა­ვალ­წლო­ვა­ნი მცე­ნა­რე­ე­ბი ყო­ფი­ლი­ყო მუდ­მივ პო­ზი­ცი­ა­ში. ეს იქ­ნე­ბა ყვე­ლა­ზე სწო­რი მიდ­გო­მა ამ კონ­ტე­ი­ნე­რე­ბის გა­სა­ფორ­მებ­ლად.

ნანა:

რო­გორ უზ­რუნ­ველ­ვყოთ ოთა­ხის მცე­ნა­რე­ე­ბის მი­წის ტე­ნი­ა­ნო­ბა, რო­დე­საც 2-3 კვი­რით შვე­ბუ­ლე­ბა­ში გავ­დი­ვართ?

-2-3 კვი­რის შვე­ბუ­ლა­ბა­ში წას­ვლის შემ­თხვე­ვა­ში არ გა­მო­დის პატ­რო­ნის გა­რე­შე ცო­ცხა­ლი მცე­ნა­რე­ე­ბის და­ტო­ვე­ბა. არ­სე­ბობს რა­ღაც მე­თო­დე­ბი, ვი­თომ ჩაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ბოთ­ლი, ჭურ­ჭლი­დან გად­მო­ტა­ნი­ლი ბამ­ბის ქსო­ვი­ლი, ან მარ­ლა, მაგ­რამ არ მგო­ნია, რომ სწო­რი იყოს ცო­ცხა­ლი მცე­ნა­რის და­ტო­ვე­ბა 2-3 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში. მე­ზო­ბელს უნდა ვთხო­ვოთ, ან ვინ­მე ახ­ლო­ბელს. მე ასე ვა­კე­თებ.

ქეთი:

რა სა­ხე­ო­ბის სა­სუ­ქებს გვირ­ჩევთ აივ­ნის ყვა­ვი­ლე­ბის­თვის და წე­ლი­წა­დის რო­მელ დროს არის მათი გა­მო­ყე­ნე­ბა სა­სურ­ვე­ლი?

-სა­სუ­ქე­ბის ორი ჯგუ­ფი არ­სე­ბობს: ორ­გა­ნუ­ლი და არა­ორ­გა­ნუ­ლი. არა­ორ­გა­ნუ­ლია ქი­მი­უ­რი სა­სუ­ქე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან საფრ­თხი­ლოა და სა­ში­ში. ჩვენ გარ­დე­ნი­ა­ში არ­ცერთ ქი­მი­ურ სა­შუ­ა­ლე­ბას არ ვი­ყე­ნებთ, არა­თუ სა­სუ­ქებს, არა­მედ შე­სა­ხუ­რე­ბელ დამ­ცავ სა­შუ­ა­ლე­ბებ­საც არ ვი­ყე­ნებთ. ყო­ველ­თვის ვარ­ჩევთ ორ­გა­ნულ მე­თო­დებს და ძა­ლი­ან კარ­გია. არ დას­ჭირ­დე­ბა მცე­ნა­რეს გა­მოყი­რე­ბა, თუ მიწა იქ­ნე­ბა სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი და შე­ზა­ვე­ბუ­ლი. უმ­ჯო­ბე­სია მიწა იყოს შე­ზა­ვე­ბუ­ლი გა­დამ­წვარ ნა­კელ­თან. ძი­რი­თა­დად ოთა­ხის მცე­ნა­რე­ებს კარ­გი ნი­ა­და­გი სჭირ­დე­ბათ და ეს მიწა 2-3 წე­ლი­წად­ში უნდა შე­იც­ვა­ლოს. ახალ მი­წა­ში უნდა გა­და­ირ­გას მცე­ნა­რე. თუ ამ წესს და­ვი­ცავთ მა­შინ არ დას­ჭირ­დე­ბა მცე­ნა­რე­ებს და­მა­ტე­ბი­თი გა­მოკ­ვე­ბა და ტუ დას­ჭირ­დე­ბა, არ­სე­ბო­ბენ ორ­გა­ნუ­ლი ხსნა­რე­ბი, რომ­ლი­თაც შე­იძ­ლე­ბა მათი და­მა­ტე­ბით გა­მოკ­ვე­ბა. მე ვურ­ჩევ, რომ ქი­მი­უ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი არ გა­მო­ი­ყე­ნოთ. ნაკ­ლე­ბად საფრ­თხი­ლოა და უფრო გა­რან­ტი­რე­ბუ­ლია.

ლალი:

მი­ზან­შე­წო­ნი­ლია თუ არა ყვა­ვი­ლე­ბის ვი­ტა­მი­ნე­ბი­სა და სა­სუ­ქე­ბის ერდრო­უ­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა?

-რას ეძა­ხის ვი­ტა­მინს და რას ეძა­ხის სა­სუქს ჩვე­ნი კი­თხვის ავ­ტო­რი, ეს არის გა­სარ­კვე­ვი, -არ ვიცი.

ლალი:

მარ­თა­ლია რომ ამ­ბო­ბენ, კაქ­ტუ­სი კომ­პი­უ­ტე­რის გა­მოს­ხი­ვე­ბას ის­რუ­ტავ­სო? თუკი ასეა, რო­მე­ლი კაქ­ტუ­სის ჯიშს გვირ­ჩევ­დით?

-არ ვე­თან­ხმე­ბი, არ არის მარ­თა­ლი. სა­მოყ­ვა­რუ­ლო მიდ­გო­მაა.

ირი­ნა:

სად შეძ­ლე­ბა შე­ვი­ძი­ნო ბუჩ­ქი "ტუ­იას" ნერ­გე­ბი და სხვა­დას­ხვა ყვა­ვი­ლე­ბის თეს­ლე­ბი.

რა თქმა უნდა "გარ­დე­ნი­ა­ში" . ჩვენ­თან თეს­ლე­ბი არ იყი­დე­ბა, მაგ­რამ მცე­ნა­რე ბევ­რი გვაქვს.

ირი­ნა:

ყვა­ვი­ლო­ბის შემ­დეგ, ზამ­თარ­ში, ბოლ­ქვო­ვა­ნი ყვა­ვი­ლე­ბის (მაგ. ტიტა, ნარ­ცი­სი, გე­ა­ცინ­ტე­ბი) ბოლ­ქვე­ბი მი­წა­ში დაფ­ლუ­ლი უნდა დავ­ტო­ვოთ, თუ უნდა ამო­ვი­ღოთ და მშრა­ლად შე­ვი­ნა­ხოთ? თუკი მი­წა­ში დავ­ტო­ვებთ, ზამ­თარ­ში მორ­წყვა სჭირ­დე­ბა?

რა თქმა უნდა ჯო­ბია, რომ ამო­ვი­ღოთ. ყვა­ვი­ლო­ბის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, როცა სა­ვე­გე­ტა­ციო ორ­გა­ნო­ე­ბი, მი­წის ზედა ნა­წი­ლი გახ­მე­ბა, ფოთ­ლე­ბი და­ჭკნე­ბა. მას შემ­დეგ ბოლ­ქვე­ბი უნდა ამო­ვი­ღოთ, გა­ვა­სუფ­თა­ვოდ და­ვა­ხა­რის­ხოთ, მსხვი­ლი ბოლ­ქვე­ბი ცალ­კე, წვრი­ლი (შვი­ლო­ბი­ლი) ბოლ­ქვე­ბი ცალ­კე და ოქ­ტომ­ბრის ბო­ლოს, ნო­ემ­ბერ­ში თა­ვი­დან უნდა და­ირ­გას ცალ­კე გან­ცალ­კა­ვე­ბუ­ლი კარ­გა­და ახ­ლად­და­მუ­შა­ვე­ბულ მი­წა­ში. ეს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მიდ­გო­მაა, თუმ­ცა თუ დავ­ტო­ვებთ ტი­ტას, ნარ­ცისს, ნარ­გი­ზი იქ­ნე­ბა ეს თუ სა­გა­ზა­ფხუ­ლოდ მოყ­ვა­ვი­ლე რო­მე­ლი­მე სხვა ბოლ­ქო­ვა­ნი მცე­ნა­რე, ესეც შე­საძ­ლე­ბე­ლია. მორ­წყვა გა­რეთ არ დას­ჭირ­დე­ბა. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ დას­ჭირ­დე­ბა.

ხა­თუ­ნა:

ირი­ნას შე­კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი მეც მა­ინ­ტე­რე­სებს. სა­მე­ფო ბე­გო­ნი­ას რო­გორ მო­ვუ­ა­რო ზამ­თარ­ში. ნო­ემ­ბერ­ში თუ შე­იძ­ლე­ბა ეზო­ში რო­მე­ლი­მე მცე­ნა­რის დარ­გვა, გა­დარ­გვა.

-ნო­ემ­ბერ­ში მცე­ნა­რე­ე­ბის დარ­გვა და გა­დარ­გვა შე­იძ­ლე­ბა, თუ მცე­ნა­რე­ე­ბი კონ­ტე­ი­ნე­რებ­შია. ანუ და­ხუ­რუ­ლი ფესვთა სის­ტე­მი­საა მცე­ნა­რე და არა მი­წი­დან ამო­თხრი­ლი. ნო­ემ­ბე­რი შე­იძ­ლე­ბა ყინ­ვის გა­რე­შე გა­ვი­დეს და ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ბა­ღო სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. დარ­გვის სა­მუ­შა­ო­ე­ბიც მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუ ყინ­ვე­ბი არ არის. ღა­მით არ უნდა იყოს "მი­ნუს ტემ­პე­რა­ტუ­რა". +5"ჩ" ტემ­პერ­ტა­უ­რის ქვე­მოთ მცე­ნა­რე წყალს ვე­ღარ ით­ვი­სებს. ამი­ტომ უნდა შევ­ხე­დოთ პროგ­ნოზს. თუ "პლუს" ტემ­პე­რა­ტუ­რა არის, მა­შინ 5 გრა­დუს­ზე ნაკ­ლე­ბი არ უნდა იყოს.

სა­მე­ფო ბე­გო­ნია არც თუ ისე იოლი მო­სავ­ლე­ლი მცე­ნა­რეა, პრე­ტენ­ზი­უ­ლია, მაგ­რამ ოთა­ხის პი­რო­ბებ­ში, ნაკ­ლე­ბად მზი­ან ად­გი­ლას, ზამ­თარ­ში კი უფრო ფან­ჯრის­კენ უნდა დავ­დგათ. ზამ­ტარ­ში არ უნდა გა­და­ირ­გას, ადრე გა­ზა­ფხულ­ზე ქო­თანს შე­უც­ვლით და ა.შ. სხვა არა­ფე­რი სირ­თუ­ლე ბე­გო­ნი­ას მოვ­ლა არ არის.

ქეთი:

სახ­ლში მაქვს "კრა­სუ­ლა" , 7 წლის. ამ ზამ­თარ­ში ძა­ლი­ან მო­ი­წყი­ნა და ფოთ­ლე­ბი სულ დასცვივ­და, რაც ადრე არ ემარ­თე­ბო­და. მირ­ჩი­ეთ, რო­გორ გა­ვა­ცო­ცხლო, მოვ­ლის წე­სე­ბი).

-"კრა­სუ­ლას­თან" და­კავ­ში­რე­ბით შე­მიძ­ლია იმის თქმა, რომ ბევ­რი წყა­ლი არ უყ­ვარს ზამ­თარ­ში. ვერ ით­ვი­სებს იმ­დენ წყალს, რამ­დენ­საც მი­ვა­წო­დებთ. ამი­ტომ ზამ­თარ­სი მი­ნი­მუმ ორი თვე, ყვე­ლა­ზე გრი­ლი, ცივი პე­რი­ო­დი უნდა ავ­რჩი­ოთ ჩვენს ბი­ნა­ში და შე­ვე­ცა­დოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად ცოტა და­ვუს­ხათ წყა­ლი. თით­ქმის შე­იძ­ლე­ბა არ მოვრწყათ. ჩვე­ნი მა­ყუ­რებ­ლის შემ­თხვე­ვა­ში ეს პრობ­ლე­მაა. უხ­ვად არის მორ­წყუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად ფოთ­ლე­ბი დასცვივ­და, რად­გან ვერ აით­ვი­სა ამ­დე­ნი წყა­ლი. უნდა გა­მო­აშ­როს, არ მორ­წყას და თუ ფეს­ვე­ბი დამ­პა­ლი არ აქვს მა­შინ აუ­ცი­ლებ­ლად, ერთი-ორი თვის შემ­დეგ ისევ აღიდ­გენს ახალ ფოთ­ლებს.

მარი:

სახ­ლში მაქვს 10 წლის აგა­ვა, ზო­მით საკ­მა­ოდ დი­დია და მინ­და ეზო­ში გა­დავრგო ქოთ­ნი­დან, მა­ინ­ტე­რე­სებს ხომ არ გა­ი­ყი­ნე­ბა ზამ­თარ­ში კარ­გად შე­ფუთ­ვის შემ­თხვე­ვა­ში?

-არ გა­ი­ყი­ნე­ბა. აგა­ვა ზმის მოყ­ვა­რუ­ლი მცე­ნა­რეა, სი­ცხის მოყ­ვა­რუ­ლია. ზამ­ტარ­ში სი­ცი­ვის ეში­ნია. თუ ჭრელ­ფოთ­ლე­ბი­ა­ნია, მარ­ტი­ვად ზი­ან­დე­ბა, თუმ­ცა შე­ფუთ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, იმი­ტომ, რომ მო­უ­ხერ­ხე­ბე­ლია. მწვა­ნე­ე­ბი უძ­ლე­ბენ სი­ცი­ვეს. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­რეთ ტო­ვე­ბენ მწვა­ნე ფოთ­ლი­ა­ნებს და პრობ­ლე­მა არ აქვს. ვფიქ­რობ, ჯობს დიდ ქო­თან­ში იყოს და ზა­ფხულ­ში გა­რეთ ქონ­დეს და ზამ­თარ­ში შიგ­ნით შე­ი­ტა­ნონ. მე ასე ვა­კე­თებ.

ლიკა:

გვაქვს ოჯახ­ში ქოთ­ნის ყვა­ვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც წლე­ბია უკვე ამ ქოთ­ნებ­ში გვაქვს, მინ­და დიდ ქოთ­ნებ­ში გა­და­ვი­ტა­ნო, რად­გან აღარ იზ­რდე­ბი­ან. რო­გო­რი წე­სით მო­ვა­ხერ­ხო გა­დარ­გვა, რომ ყვავილი არ და­ვა­ზი­ა­ნო და არ "მო­ი­წყი­ნოს".

-ეს უნდა გა­კეთ­დეს მარ­ტის თვე­ში. აპ­რი­ლის და­სა­წყის­ში. უნდა ამო­ვი­დეს ამ ქოთ­ნე­ბი­დან. თუ ქო­თანს პირი აქვს მო­ჭე­რი­ლი, გა­ტყდე­ბა ეს ქო­თა­ნი და ისე ამო­ვა, რომ არ და­ი­შა­ლოს - მთე­ლი მი­წით უნდა გა­და­ვი­დეს. ამ მი­წას უნდა მო­შორ­დეს ზედა ფენა, გა­ი­შა­ლოს ფეს­ვე­ბი, გა­ის­ხვლას, რო­გორც მი­წის ზედა ნა­პი­რი ის­ხვლე­ბა, ისე უნდა გა­ის­ხვლას მი­წის ქვეშ მცე­ნა­რის ფეს­ვე­ბი. გა­სუფ­თავ­დეს, გა­ახ­ლდეს და ახალ ქო­თან­ში გა­და­ირ­გეს.

ყვა­ვი­ლე­ბის­თვის ყო­ველ­თვის ჯო­ბია სათ­ლის ფორ­მის ქო­თა­ნი. პირი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჰქონ­დეს ფარ­თე, ვიდ­რე ძირი. ად­ვი­ლად მოხ­დეს ამ ქოთ­ნი­დან გად­მო­ტა­ნა ამ მცე­ნა­რის და ახალ ქო­თან­ში გა­დარ­გვა. სა­ნერ­გე მცე­ნა­რის ქო­თა­ნი ყო­ველ­თვის არის სათ­ლის ფორ­მის. ძირი წვრი­ლი, ნა­პი­რი ფარ­თე.

ზო­გი­ერთ მცე­ნა­რეს უხ­დე­ბა პლასტმა­სის ქო­თა­ნი, ვიდ­რე თი­ხის. რად­გან გა­მოშ­რე­ბა უფრო ად­ვი­ლად. ბევ­რი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბა აქვს პლასტმა­სის ქო­თან­საც. ძი­რი­თა­დად სი­ნეს­ტის მოყ­ვა­რულ, ტრო­პი­კულ მცე­ნა­რეს პლასტმა­სის ქოთ­ნე­ბი ურ­ჩევ­ნი­ათ, ვიდ­რე თი­ხის. უფრო ნაზი ფაქ­ტუ­რის მცე­ნა­რე­ე­ბი თი­ხა­ში ჯობს რა თქმა უნდა.

რობი:

რჩე­ვებს ხომ ვერ მომ­ცემთ echeveria domingo-ს მოვ­ლის შე­სა­ხებ, ქო­თა­ნი, მიწა, მორ­წყვა, გა­ნა­თე­ბა და ა.შ.

- "ეხე­ვა­რი­ას" კარ­გად დრე­ნა­ჟი­რე­ბა­დი ნი­ა­და­გი სჭირ­დე­ბა, ბევ­რი ქვი­შის ნა­ზა­ვით. სა­ო­ჯა­ხო მცე­ნა­რე­ბი­ის­თვის მი­წას ვამ­ზა­დებთ სამი ერ­თთან ფორ­მუ­ლი­რე­ბით, ეს არის: სამი წილი ტყის მიწა, ერთი წილი ნა­კე­ლი და ერთი წილი ქვი­შა. ეს კლა­სი­კუ­რი ნა­ზა­ვია. ამ ნა­ზავს აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ე­მა­ტოს "ეხი­ვე­რი­ას" შემ­თხვე­ვა­ში და­ფხვნი­ლი აგუ­რი, ან კრა­მი­ტი. ძვე­ლი კრა­მი­ტი რომ და­უფხვნას ჩა­ქუ­ჩით და აე­რი­ოს ამ მი­წას. შე­იძ­ლე­ბა ხის ნახ­ში­რიც, ნა­ხე­ვა­რი წილი და­ვა­მა­ტოთ ამ ნა­ზავს და ასეთ ნა­ზავ­ში ეხი­ვე­რია კარ­გად იგ­რძნობს თავს. ზამ­ტარ­ში არ ჭირ­დე­ბა ეხი­ვე­რი­ას ძა­ლი­ან თბი­ლი ოთა­ხი, ეს ხში­რად არის პრობ­ლე­მა. ბევ­რი მცე­ნა­რეა ისე­თი, რო­მელ­საც ზამ­თარ­ში არ სჭირ­დე­ბა ძა­ლი­ან გამთბა­რი ოთა­ხი. ბევრ მცე­ნა­რეს ურ­ჩევ­ნია, რომ გა­უთ­ბო­ბელ ცივ ოთახ­ში გა­მო­ვა­ზამ­თროთ. არა ღია სივ­რცე­ში, არა­მედ გა­უთ­ბო­ბელ ოთახ­ში, სა­დაც მი­ნუ­სი ტემ­პე­რა­ტუ­რა არ იქ­ნე­ბა. "ეხი­ვე­რია" მი­ე­კუთ­ვნებ აიმ მცე­ნა­რე­ე­ბის ჯგუფს, რომ­ლე­ბიც ზამ­თარ­ში ის­ვე­ნე­ბენ. "დას­ვე­ნე­ბას" ახრხე­ბენ მხო­ლოდ მა­შინ, როცა არ თბი­ლა ოთახ­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

როგორ მოვუაროთ ოთახისა და ბაღის ყვავილებს

როგორ მოვუაროთ ოთახისა და ბაღის ყვავილებს

ინტერნეტკონფერენცია მანდილოსან მკითხველთა თხოვნით, აგრძელებს ყვავილების მოვლის შესახებ სეზონური რჩევების გაზიარებას.

როგორ მოვუაროთ ოთახისა და ბაღის ყვავილებს. მკითხველთა შეკითხვებს ზურა შევარდნაძე პასუხობს.

ლია:

რომელი ჯიშის ხანგრძლივად მოყვავილე მცენარეებს გვირჩევდით აივანზე გასახარებლად თბილისის კლიმატის გათვალისწინებით.

-არ არსებობს ისეთი მცენარე და ყვავილი, რომელიც დაიწყებს ყვავილობას გაზაფხულიდან და იყვავილებს მეორე გაზაფხულამდე. იმისთვის რომ ხანგრძლივი ყვავილობის ეფექტი შეინარჩუნოთ, მინიმუმ ორჯერ მაინც უნდა შეიცვალოთ სეზონური ყვავილი. გაზაფხულიდან ზაფხულის ბოლომდე და ზაფხულის ბოლოდან მეორე გაზაფხულამდე.

გაზაფხულის მეცენარეები არიან: მარგარიტკა, ანუ ზიზილა (ივანდა მარია) სხვადასხვა ფერის იები, ტიტები, ნარცისები, ბევრი ბოლქვიანი მცენარე არსებობს, რომელიც გაზაფხულზე ყვავიან. ეს ყველა შემოდგომაზე ირგვება- ზაფხულის ბოლოს. საზაფხულო ყვევილები კი 15 აპრილის შემდეგ. ასე რომ არცერთი მრავალწლოვანი ყვავილი მთელი წლის მანძილზე არ ყვავის. შეიძლება ამ სააივნე კონტეინერებში გამზადებულიყო შერეული მცენარეები და კომპოზიციები დარგულიყო ისე, რომ მრავალწლოვანი მცენარეები ყოფილიყო მუდმივ პოზიციაში. ეს იქნება ყველაზე სწორი მიდგომა ამ კონტეინერების გასაფორმებლად.

ნანა:

როგორ უზრუნველვყოთ ოთახის მცენარეების მიწის ტენიანობა, როდესაც 2-3 კვირით შვებულებაში გავდივართ?

-2-3 კვირის შვებულაბაში წასვლის შემთხვევაში არ გამოდის პატრონის გარეშე ცოცხალი მცენარეების დატოვება. არსებობს რაღაც მეთოდები, ვითომ ჩაბრუნებული ბოთლი, ჭურჭლიდან გადმოტანილი ბამბის ქსოვილი, ან მარლა, მაგრამ არ მგონია, რომ სწორი იყოს ცოცხალი მცენარის დატოვება 2-3 კვირის განმავლობაში. მეზობელს უნდა ვთხოვოთ, ან ვინმე ახლობელს. მე ასე ვაკეთებ.

ქეთი:

რა სახეობის სასუქებს გვირჩევთ აივნის ყვავილებისთვის და წელიწადის რომელ დროს არის მათი გამოყენება სასურველი?

-სასუქების ორი ჯგუფი არსებობს: ორგანული და არაორგანული. არაორგანულია ქიმიური სასუქები, რომელიც ძალიან საფრთხილოა და საშიში. ჩვენ გარდენიაში არცერთ ქიმიურ საშუალებას არ ვიყენებთ, არათუ სასუქებს, არამედ შესახურებელ დამცავ საშუალებებსაც არ ვიყენებთ. ყოველთვის ვარჩევთ ორგანულ მეთოდებს და ძალიან კარგია. არ დასჭირდება მცენარეს გამოყირება, თუ მიწა იქნება სწორად შერჩეული და შეზავებული. უმჯობესია მიწა იყოს შეზავებული გადამწვარ ნაკელთან. ძირითადად ოთახის მცენარეებს კარგი ნიადაგი სჭირდებათ და ეს მიწა 2-3 წელიწადში უნდა შეიცვალოს. ახალ მიწაში უნდა გადაირგას მცენარე. თუ ამ წესს დავიცავთ მაშინ არ დასჭირდება მცენარეებს დამატებითი გამოკვება და ტუ დასჭირდება, არსებობენ ორგანული ხსნარები, რომლითაც შეიძლება მათი დამატებით გამოკვება. მე ვურჩევ, რომ ქიმიური საშუალებები არ გამოიყენოთ. ნაკლებად საფრთხილოა და უფრო გარანტირებულია.

ლალი:

მიზანშეწონილია თუ არა ყვავილების ვიტამინებისა და სასუქების ერდროულად გამოყენება?

-რას ეძახის ვიტამინს და რას ეძახის სასუქს ჩვენი კითხვის ავტორი, ეს არის გასარკვევი, -არ ვიცი.

ლალი:

მართალია რომ ამბობენ, კაქტუსი კომპიუტერის გამოსხივებას ისრუტავსო? თუკი ასეა, რომელი კაქტუსის ჯიშს გვირჩევდით?

-არ ვეთანხმები, არ არის მართალი. სამოყვარულო მიდგომაა.

ირინა:

სად შეძლება შევიძინო ბუჩქი ''ტუიას'' ნერგები და სხვადასხვა ყვავილების თესლები.

რა თქმა უნდა "გარდენიაში" . ჩვენთან თესლები არ იყიდება, მაგრამ მცენარე ბევრი გვაქვს.

ირინა:

ყვავილობის შემდეგ, ზამთარში, ბოლქვოვანი ყვავილების (მაგ. ტიტა, ნარცისი, გეაცინტები) ბოლქვები მიწაში დაფლული უნდა დავტოვოთ, თუ უნდა ამოვიღოთ და მშრალად შევინახოთ? თუკი მიწაში დავტოვებთ, ზამთარში მორწყვა სჭირდება?

რა თქმა უნდა ჯობია, რომ ამოვიღოთ. ყვავილობის დამთავრების შემდეგ, როცა სავეგეტაციო ორგანოები, მიწის ზედა ნაწილი გახმება, ფოთლები დაჭკნება. მას შემდეგ ბოლქვები უნდა ამოვიღოთ, გავასუფთავოდ დავახარისხოთ, მსხვილი ბოლქვები ცალკე, წვრილი (შვილობილი) ბოლქვები ცალკე და ოქტომბრის ბოლოს, ნოემბერში თავიდან უნდა დაირგას ცალკე განცალკავებული კარგადა ახლადდამუშავებულ მიწაში. ეს პროფესიონალური მიდგომაა, თუმცა თუ დავტოვებთ ტიტას, ნარცისს, ნარგიზი იქნება ეს თუ საგაზაფხულოდ მოყვავილე რომელიმე სხვა ბოლქოვანი მცენარე, ესეც შესაძლებელია. მორწყვა გარეთ არ დასჭირდება. აღმოსავლეთ საქართველოში არ დასჭირდება.

ხათუნა:

ირინას შეკითხვაზე პასუხი მეც მაინტერესებს. სამეფო ბეგონიას როგორ მოვუარო ზამთარში. ნოემბერში თუ შეიძლება ეზოში რომელიმე მცენარის დარგვა, გადარგვა.

-ნოემბერში მცენარეების დარგვა და გადარგვა შეიძლება, თუ მცენარეები კონტეინერებშია. ანუ დახურული ფესვთა სისტემისაა მცენარე და არა მიწიდან ამოთხრილი. ნოემბერი შეიძლება ყინვის გარეშე გავიდეს და ამ შემთხვევაში საბაღო სამუშაოები მიმდინარეობს. დარგვის სამუშაოებიც მიმდინარეობს, თუ ყინვები არ არის. ღამით არ უნდა იყოს "მინუს ტემპერატურა". +5`ჩ` ტემპერტაურის ქვემოთ მცენარე წყალს ვეღარ ითვისებს. ამიტომ უნდა შევხედოთ პროგნოზს. თუ "პლუს" ტემპერატურა არის, მაშინ 5 გრადუსზე ნაკლები არ უნდა იყოს.

სამეფო ბეგონია არც თუ ისე იოლი მოსავლელი მცენარეა, პრეტენზიულია, მაგრამ ოთახის პირობებში, ნაკლებად მზიან ადგილას, ზამთარში კი უფრო ფანჯრისკენ უნდა დავდგათ. ზამტარში არ უნდა გადაირგას, ადრე გაზაფხულზე ქოთანს შეუცვლით და ა.შ. სხვა არაფერი სირთულე ბეგონიას მოვლა არ არის.

ქეთი:

სახლში მაქვს "კრასულა" , 7 წლის. ამ ზამთარში ძალიან მოიწყინა და ფოთლები სულ დასცვივდა, რაც ადრე არ ემართებოდა. მირჩიეთ, როგორ გავაცოცხლო, მოვლის წესები).

-"კრასულასთან" დაკავშირებით შემიძლია იმის თქმა, რომ ბევრი წყალი არ უყვარს ზამთარში. ვერ ითვისებს იმდენ წყალს, რამდენსაც მივაწოდებთ. ამიტომ ზამთარსი მინიმუმ ორი თვე, ყველაზე გრილი, ცივი პერიოდი უნდა ავრჩიოთ ჩვენს ბინაში და შევეცადოთ მაქსიმალურად ცოტა დავუსხათ წყალი. თითქმის შეიძლება არ მოვრწყათ. ჩვენი მაყურებლის შემთხვევაში ეს პრობლემაა. უხვად არის მორწყული და შესაბამისად ფოთლები დასცვივდა, რადგან ვერ აითვისა ამდენი წყალი. უნდა გამოაშროს, არ მორწყას და თუ ფესვები დამპალი არ აქვს მაშინ აუცილებლად, ერთი-ორი თვის შემდეგ ისევ აღიდგენს ახალ ფოთლებს.

მარი:

სახლში მაქვს 10 წლის აგავა, ზომით საკმაოდ დიდია და მინდა ეზოში გადავრგო ქოთნიდან, მაინტერესებს ხომ არ გაიყინება ზამთარში კარგად შეფუთვის შემთხვევაში?

-არ გაიყინება. აგავა ზმის მოყვარული მცენარეა, სიცხის მოყვარულია. ზამტარში სიცივის ეშინია. თუ ჭრელფოთლებიანია, მარტივად ზიანდება, თუმცა შეფუთვა შეუძლებელია, იმიტომ, რომ მოუხერხებელია. მწვანეები უძლებენ სიცივეს. დასავლეთ საქართველოში გარეთ ტოვებენ მწვანე ფოთლიანებს და პრობლემა არ აქვს. ვფიქრობ, ჯობს დიდ ქოთანში იყოს და ზაფხულში გარეთ ქონდეს და ზამთარში შიგნით შეიტანონ. მე ასე ვაკეთებ.

ლიკა:

გვაქვს ოჯახში ქოთნის ყვავილები, რომლებიც წლებია უკვე ამ ქოთნებში გვაქვს, მინდა დიდ ქოთნებში გადავიტანო, რადგან აღარ იზრდებიან. როგორი წესით მოვახერხო გადარგვა, რომ ყვავილი არ დავაზიანო და არ "მოიწყინოს".

-ეს უნდა გაკეთდეს მარტის თვეში. აპრილის დასაწყისში. უნდა ამოვიდეს ამ ქოთნებიდან. თუ ქოთანს პირი აქვს მოჭერილი, გატყდება ეს ქოთანი და ისე ამოვა, რომ არ დაიშალოს - მთელი მიწით უნდა გადავიდეს. ამ მიწას უნდა მოშორდეს ზედა ფენა, გაიშალოს ფესვები, გაისხვლას, როგორც მიწის ზედა ნაპირი ისხვლება, ისე უნდა გაისხვლას მიწის ქვეშ მცენარის ფესვები. გასუფთავდეს, გაახლდეს და ახალ ქოთანში გადაირგეს.

ყვავილებისთვის ყოველთვის ჯობია სათლის ფორმის ქოთანი. პირი აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფართე, ვიდრე ძირი. ადვილად მოხდეს ამ ქოთნიდან გადმოტანა ამ მცენარის და ახალ ქოთანში გადარგვა. სანერგე მცენარის ქოთანი ყოველთვის არის სათლის ფორმის. ძირი წვრილი, ნაპირი ფართე.

ზოგიერთ მცენარეს უხდება პლასტმასის ქოთანი, ვიდრე თიხის. რადგან გამოშრება უფრო ადვილად. ბევრი დადებითი თვისება აქვს პლასტმასის ქოთანსაც. ძირითადად სინესტის მოყვარულ, ტროპიკულ მცენარეს პლასტმასის ქოთნები ურჩევნიათ, ვიდრე თიხის. უფრო ნაზი ფაქტურის მცენარეები თიხაში ჯობს რა თქმა უნდა.

რობი:

რჩევებს ხომ ვერ მომცემთ echeveria domingo-ს მოვლის შესახებ, ქოთანი, მიწა, მორწყვა, განათება და ა.შ.

- "ეხევარიას" კარგად დრენაჟირებადი ნიადაგი სჭირდება, ბევრი ქვიშის ნაზავით. საოჯახო მცენარებიისთვის მიწას ვამზადებთ სამი ერთთან ფორმულირებით, ეს არის: სამი წილი ტყის მიწა, ერთი წილი ნაკელი და ერთი წილი ქვიშა. ეს კლასიკური ნაზავია. ამ ნაზავს აუცილებლად უნდა დაემატოს "ეხივერიას" შემთხვევაში დაფხვნილი აგური, ან კრამიტი. ძველი კრამიტი რომ დაუფხვნას ჩაქუჩით და აერიოს ამ მიწას. შეიძლება ხის ნახშირიც, ნახევარი წილი დავამატოთ ამ ნაზავს და ასეთ ნაზავში ეხივერია კარგად იგრძნობს თავს. ზამტარში არ ჭირდება ეხივერიას ძალიან თბილი ოთახი, ეს ხშირად არის პრობლემა. ბევრი მცენარეა ისეთი, რომელსაც ზამთარში არ სჭირდება ძალიან გამთბარი ოთახი. ბევრ მცენარეს ურჩევნია, რომ გაუთბობელ ცივ ოთახში გამოვაზამთროთ. არა ღია სივრცეში, არამედ გაუთბობელ ოთახში, სადაც მინუსი ტემპერატურა არ იქნება. "ეხივერია" მიეკუთვნებ აიმ მცენარეების ჯგუფს, რომლებიც ზამთარში ისვენებენ. "დასვენებას" ახრხებენ მხოლოდ მაშინ, როცა არ თბილა ოთახში.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას