პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენად უსაფრთხოა სისხლი, რომლის გადასხმაც შესაძლოა ნებისმიერ თქვენგანს დაჭირდეს
რამდენად უსაფრთხოა სისხლი, რომლის გადასხმაც შესაძლოა ნებისმიერ თქვენგანს დაჭირდეს

Ambebi.ge და­ინ­ტე­რეს­და, რა პრო­ცე­დუ­რე­ბის გავ­ლაა სა­ჭი­რო სის­ხლის ბან­კში სის­ხლის ჩა­სა­ბა­რებ­ლად და რა პი­რო­ბებ­ში ინა­ხე­ბა სის­ხლი. იაშ­ვი­ლის კლი­ნი­კას­თან არ­სე­ბუ­ლი შპს სის­ხლის ბან­კის ექი­მი-ტრანსფუ­ზი­ო­ლო­გი თა­მარ ქუნ­თე­ლია ambebi.ge-სთან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნავს, რომ ამ ბან­კში, ძი­რი­თა­დად, ის დო­ნო­რე­ბი მი­დი­ან, ვინც ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის აბა­რებს სის­ხლს.

დო­ნო­რი მის­ვლის­თა­ნა­ვე გა­დის რე­გის­ტრა­ცი­ას. ხდე­ბა დო­ნორ­თა სა­ერ­თო ბა­ზა­ში მისი გა­და­მოწ­მე­ბა, ანუ აქვს თუ არა დო­ნორს სის­ხლი გა­ღე­ბუ­ლი. ხდე­ბა პირ­ვე­ლა­დი გა­მო­კი­თხვა - დო­ნო­რი ავ­სებს კი­თხვარს.

დო­ნორს არ უნდა ჰქონ­დეს გა­და­ტა­ნი­ლი: ჰერ­პეს და ცი­ტო­მე­გა­ლო ვირუ­სი, ვირუ­სუ­ლი ჰე­პა­ტი­ტი, ათა­შან­გი, შიდსი, ბრუ­ცე­ლო­ზი, ტუ­პერ­კუ­ლო­ზი, ლე­იშ­მა­ნი­ო­ზი, ტოქ­სოპ­ლაზ­მო­ზი, სიმ­სივ­ნე, ღვიძ­ლის ცი­რო­ზი, ოპე­რა­ცია ნე­ბის­მი­ე­რი ორ­გა­ნოს ამოკ­ვე­თით, შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი და ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ალერ­გი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ა.შ. დო­ნო­რის წონა ქა­ლის შემ­თხვე­ვა­ში უნდა იყოს 55 კგ-დან, მა­მა­კა­ცის შემ­თხვე­ვა­ში კი - 65 კგ-დან.

ასე­ვე არ­სე­ბობს დო­ნო­რის დრო­ე­ბი­თი უკუჩ­ვე­ნე­ბე­ბი: დო­ნო­რის მშო­ბი­ა­რო­ბი­დან გა­სუ­ლი უნდა იყოს ერთი წელი, აბორ­ტი­დან 6 თვე, ლაქ­ტა­ცი­ის დამ­თავ­რე­ბი­დან 3 თვე, გრი­პის, ან­გი­ნის გა­და­ტა­ნი­დან 1 თვე, გარ­კვე­უ­ლი ტი­პის აც­რე­ბი­დან 1 თვე, ოპე­რა­ცი­ი­დან 1 წელი და ა.შ.

შემ­დეგ მას უტარ­დე­ბა წი­ნას­წა­რი კვლე­ვე­ბი სის­ხლის ჯგუფ­ზე და ჰე­მოგ­ლო­ბინ­ზე, სინ­ჯავს ექიმ-თე­რა­პევ­ტი. ხდე­ბა მისი გა­მო­კი­თხვა, ასე­ვე ხდე­ბა დო­ნო­რის ფი­ზი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის შე­მოწ­მე­ბა: სი­მაღ­ლე, წონა და ა.შ. სა­ბო­ლო­ოდ ექი­მი წყვეტს, რა რა­ო­დე­ნო­ბის სის­ხლის გა­ღე­ბა შე­უძ­ლია დო­ნორს. არ­სე­ბობს ორი დოზა. მთე­ლი და ნა­ხე­ვა­რი დოზა. აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა, რომ ერთი დო­ნა­ცი­ი­დან მე­ო­რე დო­ნა­ცი­ამ­დე 60 დღე იყოს გა­სუ­ლი.

"სის­ხლს ვი­ღებთ სინ­ჯა­რებ­ში, ხდე­ბა სის­ხლის კვლე­ვა ჯგუფ­ზე, რე­ზუს­ზე და სა­შიშ ინ­ფექ­ცი­ებ­ზე. ეს ინ­ფექ­ცი­ე­ბია ბე და ცე ჰე­პა­ტი­ტი, შიდსი და სი­ფი­ლი­სი. ამ ვირუ­სებ­ზე კვლე­ვის პრო­ცეს­ში ხდე­ბა სის­ხლის დამ­ზა­დე­ბა. დო­ნო­რის სიხ­ლი­დან მზად­დე­ბა ორი ან სამი კომ­პო­ნენ­ტი. სა­მი­ვე კომ­პო­ნენტს შე­ნახ­ვის სხვა­დას­ხვა პი­რო­ბე­ბი და ვა­დე­ბი აქვს. ერით­რო­ცი­ტუ­ლი მასა ინა­ხე­ბა 35 დღე, პლაზ­მა იყი­ნე­ბა მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე და ერთი წელი აქვს ვადა, თრომ­ბო­ცი­ტებს მაქ­სი­მუმ, 5 დღე აქვს შე­ნახ­ვის ვადა. სის­ხლის გა­ყო­ფა სპე­ცი­ა­ლუ­რი აპა­რა­ტუ­რით ხდე­ბა. ერთი დო­ნო­რის სის­ხლით სამი ადა­მი­ა­ნის დახ­მა­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი", - აღ­ნიშ­ნავს თა­მარ ქუნ­თე­ლია.

პლაზ­მად, ერით­რო­ცი­ტე­ბად და თრომ­ბო­ცი­ტე­ბად "დაშ­ლი­ლი" სის­ხლი სპე­ცი­ა­ლურ მა­ცივ­რებ­ში, სპე­ცი­ა­ლუ­რი პა­კე­ტე­ბით, კო­დი­რე­ბუ­ლი ინა­ხე­ბა. ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ისი­ნი უკვე თით­ქმის მზა­დაა სა­ჭი­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად.

სის­ხლის ბან­კში მი­სულ დო­ნო­რებს ფი­ნან­სუ­რი სარ­გე­ბე­ლი არ აქვთ. ისი­ნი უან­გა­რო დო­ნო­რე­ბი არი­ან. ასე­ვე უფა­სოა სის­ხლის კომ­პო­ნენ­ტე­ბი ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის­თვის. თა­მარ ქუნ­თე­ლი­ას გან­მარ­ტე­ბით, ხში­რად სწო­რედ ლე­ი­კე­მი­ით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბის ნა­თე­სა­ვე­ბი აბა­რე­ბენ სის­ხლს. დო­ნო­რე­ბი ასე­ვე სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან მი­დი­ან სის­ხლის ჩა­სა­ბა­რებ­ლად. თბი­ლის­ში ერ­თა­დერ­თი ბან­კია, სა­დაც უან­გა­რო დო­ნო­რე­ბის პრო­ცენ­ტუ­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი 80-ს აღ­წევს", - ამ­ბობს თა­მარ ქუნ­თე­ლია.

Ambebi.ge-ს შე­კი­თხვა­ზე, რა არის იმის გა­რან­ტი, რომ დო­ნო­რი არ იც­რუ­ებს, ექი­მი უან­გა­რო დო­ნა­ცი­ას ასა­ხე­ლებს: "უან­გა­რო დო­ნა­ცია არის იმის გა­რან­ტი, რომ დო­ნო­რი არ მო­გა­ტყუ­ებს. მას ფი­ნან­სუ­რი ინ­ტე­რე­სი არ აქვს. მი­თუ­მე­ტეს, თუ ნა­თე­სა­ვია. თუ რამე და­ა­ვა­დე­ბა აქვს, გე­უბ­ნე­ბა გუ­ლახ­დი­ლად", - აღ­ნიშ­ნავს ექი­მი ტრანსფუ­ზი­ო­ლო­გი.

რაც შე­ე­ხე­ბა სის­ხლის კვლე­ვის პრო­ცე­დუ­რებს და იმის გა­რან­ტი­ას, რომ სის­ხლი მაქ­სი­მა­ლუ­რად უსაფრ­თხო იქ­ნე­ბა მიმ­ღე­ბის­თვის, ექი­მის თქმით, რის­კი მი­ნი­მუ­მამ­დეა დაყ­ვა­ნი­ლი. ის მი­ნი­მუ­მი კი, რაც დო­ნო­რის სის­ხლით რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბის გა­და­ტა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მი­უ­თი­თებს, ჯერ­ჯე­რო­ბით, უკონ­ტრო­ლოა.

თა­მარ კორ­კო­ტაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რამდენად უსაფრთხოა სისხლი, რომლის გადასხმაც შესაძლოა ნებისმიერ თქვენგანს დაჭირდეს

რამდენად უსაფრთხოა სისხლი, რომლის გადასხმაც შესაძლოა ნებისმიერ თქვენგანს დაჭირდეს

Ambebi.ge დაინტერესდა, რა პროცედურების გავლაა საჭირო სისხლის ბანკში სისხლის ჩასაბარებლად და რა პირობებში ინახება სისხლი. იაშვილის კლინიკასთან არსებული შპს სისხლის ბანკის ექიმი-ტრანსფუზიოლოგი თამარ ქუნთელია ambebi.ge-სთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ ბანკში, ძირითადად, ის დონორები მიდიან, ვინც ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის აბარებს სისხლს.

დონორი მისვლისთანავე გადის რეგისტრაციას. ხდება დონორთა საერთო ბაზაში მისი გადამოწმება, ანუ აქვს თუ არა დონორს სისხლი გაღებული. ხდება პირველადი გამოკითხვა - დონორი ავსებს კითხვარს.

დონორს არ უნდა ჰქონდეს გადატანილი: ჰერპეს და ციტომეგალო ვირუსი, ვირუსული ჰეპატიტი, ათაშანგი, შიდსი, ბრუცელოზი, ტუპერკულოზი, ლეიშმანიოზი, ტოქსოპლაზმოზი, სიმსივნე, ღვიძლის ციროზი, ოპერაცია ნებისმიერი ორგანოს ამოკვეთით, შაქრიანი დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ალერგიული დაავადებები და ა.შ. დონორის წონა ქალის შემთხვევაში უნდა იყოს 55 კგ-დან, მამაკაცის შემთხვევაში კი - 65 კგ-დან.

ასევე არსებობს დონორის დროებითი უკუჩვენებები: დონორის მშობიარობიდან გასული უნდა იყოს ერთი წელი, აბორტიდან 6 თვე, ლაქტაციის დამთავრებიდან 3 თვე, გრიპის, ანგინის გადატანიდან 1 თვე, გარკვეული ტიპის აცრებიდან 1 თვე, ოპერაციიდან 1 წელი და ა.შ.

შემდეგ მას უტარდება წინასწარი კვლევები სისხლის ჯგუფზე და ჰემოგლობინზე, სინჯავს ექიმ-თერაპევტი. ხდება მისი გამოკითხვა, ასევე ხდება დონორის ფიზიკური მონაცემების შემოწმება: სიმაღლე, წონა და ა.შ. საბოლოოდ ექიმი წყვეტს, რა რაოდენობის სისხლის გაღება შეუძლია დონორს. არსებობს ორი დოზა. მთელი და ნახევარი დოზა. აუცილებელი პირობაა, რომ ერთი დონაციიდან მეორე დონაციამდე 60 დღე იყოს გასული.

"სისხლს ვიღებთ სინჯარებში, ხდება სისხლის კვლევა ჯგუფზე, რეზუსზე და საშიშ ინფექციებზე. ეს ინფექციებია ბე და ცე ჰეპატიტი, შიდსი და სიფილისი. ამ ვირუსებზე კვლევის პროცესში ხდება სისხლის დამზადება. დონორის სიხლიდან მზადდება ორი ან სამი კომპონენტი. სამივე კომპონენტს შენახვის სხვადასხვა პირობები და ვადები აქვს. ერითროციტული მასა ინახება 35 დღე, პლაზმა იყინება მაღალ ტემპერატურაზე და ერთი წელი აქვს ვადა, თრომბოციტებს მაქსიმუმ, 5 დღე აქვს შენახვის ვადა. სისხლის გაყოფა სპეციალური აპარატურით ხდება. ერთი დონორის სისხლით სამი ადამიანის დახმარებაა შესაძლებელი", - აღნიშნავს თამარ ქუნთელია.

პლაზმად, ერითროციტებად და თრომბოციტებად "დაშლილი" სისხლი სპეციალურ მაცივრებში, სპეციალური პაკეტებით, კოდირებული ინახება. ამ მდგომარეობაში ისინი უკვე თითქმის მზადაა საჭიროების მიხედვით გამოსაყენებლად.

სისხლის ბანკში მისულ დონორებს ფინანსური სარგებელი არ აქვთ. ისინი უანგარო დონორები არიან. ასევე უფასოა სისხლის კომპონენტები ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის. თამარ ქუნთელიას განმარტებით, ხშირად სწორედ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ნათესავები აბარებენ სისხლს. დონორები ასევე სხვადასხვა დაწესებულებებიდან მიდიან სისხლის ჩასაბარებლად. თბილისში ერთადერთი ბანკია, სადაც უანგარო დონორების პროცენტული მაჩვენებელი 80-ს აღწევს", - ამბობს თამარ ქუნთელია.

Ambebi.ge-ს შეკითხვაზე, რა არის იმის გარანტი, რომ დონორი არ იცრუებს, ექიმი უანგარო დონაციას ასახელებს: "უანგარო დონაცია არის იმის გარანტი, რომ დონორი არ მოგატყუებს. მას ფინანსური ინტერესი არ აქვს. მითუმეტეს, თუ ნათესავია. თუ რამე დაავადება აქვს, გეუბნება გულახდილად", - აღნიშნავს ექიმი ტრანსფუზიოლოგი.

რაც შეეხება სისხლის კვლევის პროცედურებს და იმის გარანტიას, რომ სისხლი მაქსიმალურად უსაფრთხო იქნება მიმღებისთვის, ექიმის თქმით, რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. ის მინიმუმი კი, რაც დონორის სისხლით რაიმე დაავადების გადატანის შესაძლებლობას მიუთითებს, ჯერჯერობით, უკონტროლოა.

თამარ კორკოტაშვილი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია