ქართველმა კონკურსანტმა "ლიზი პოპმა", იგივე ლიზი ჯაფარიძემ საბავშვო ევროვიზიაზე მე-11 ადგილი დაიკავა. საბავშვო ევროვიზიის ფინალური ტური გუშინ ღამით მალტაში გაიმართა. ლიზი ჯაფარიძე სცენაზე მეექვსე ნომრად გამოვიდა და სიმღერა "Happy Day" შეასრულა.
კონკურსის გამარჯვებული იტალიის წარმომადგენელი ვინჩენცო კანდიელო გახდა.