პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი მარგველაშვილი - ტოლერანტობა თავისუფლებისა და შინაგანი ძალის გამოვლინებაა
გიორგი მარგველაშვილი - ტოლერანტობა თავისუფლებისა და შინაგანი ძალის გამოვლინებაა

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი ტო­ლე­რან­ტო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

რო­გორც პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, დღეს მთე­ლი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­რო ტო­ლე­რან­ტო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს აღ­ნიშ­ნავს.

"ტო­ლე­რან­ტო­ბა თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და ში­ნა­გა­ნი ძა­ლის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა და ჩვენ ყვე­ლა­ნა­ი­რად უნდა შე­ვუ­წყოთ ხელი ამ თა­ვი­სუფ­ლე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს შე­ნე­ბი­სას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყვე­ლა ჯგუფს, თი­თო­ე­ულ ინ­დი­ვიდს, მი­უ­ხე­და­ვად სხვათ­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბი­სა, ჰქონ­დეს გან­ცდა, რომ ამ პრო­ცე­სის მო­ნა­წი­ლე და შე­მოქ­მე­დია. ჩვე­ნი მდი­და­რი კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის, გან­სხვა­ვე­ბულ ტრა­დი­ცი­ა­თა და ადა­მი­ან­თა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლო­ბის პა­ტი­ვის­ცე­მა, მი­ღე­ბა და გა­გე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა თან­ხმო­ბის, მშვი­დო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის ასა­შე­ნებ­ლად.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, მთე­ლი ჩვე­ნი ის­ტო­რია ტო­ლე­რან­ტო­ბი­სა და შემ­წყნა­რებ­ლო­ბის მა­გა­ლი­თებს უხ­ვად გვთა­ვა­ზობს.

რო­გორც პატ­რი­არ­ქი ბრძა­ნებს, "ტო­ლე­რან­ტო­ბა ჩვენ წიგ­ნე­ბი­დან არ გვის­წავ­ლია, ეს ჩვე­ნი თვი­სე­ბაა. ამის ნა­თე­ლი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბაა ის, რომ სა­უ­კუ­ნე­თა მან­ძილ­ზე ამ მი­წა­ზე უპ­რობ­ლე­მოდ ცხოვ­რობ­დნენ და ცხოვ­რო­ბენ სხვა და სხვა ეროვ­ნე­ბი­სა და რე­ლი­გი­უ­რი ჯგუ­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­გობ­რო­ბი­თა და მოყვრო­ბით არი­ან ქარ­თველ ხალ­ხთან და­კავ­ში­რე­ბულ­ნი".

სწო­რედ ქრის­ტი­ა­ნუ­ლი და ჰუ­მა­ნუ­რი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, ჩვე­ნი მდი­და­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, უნდა ვიზ­რუ­ნოთ, რომ ამ ტრა­დი­ცი­ებ­მა ახა­ლი სი­ცო­ცხლე შე­ი­ძი­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლო იყოს ისე­თი, რო­გო­რა­დაც მას ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე აღ­წერს: მშვი­დო­ბის - მყო­ფე­ლი სა­ვა­ნე და სინ­დი­სის თა­ვი­სუფ­ლე­ბის ად­გი­ლი ყვე­ლა­სათ­ვის, მი­უ­ხე­და­ვად სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი, მსოფ­ლმხედ­ვე­ლობ­რი­ვი თუ სხვა სა­ხის გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბი­სა", - ნათ­ქვა­მია პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ში", პრე­ზი­დენ­ტის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გავ­რცელ­და.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

გიორგი მარგველაშვილი - ტოლერანტობა თავისუფლებისა და შინაგანი ძალის გამოვლინებაა

გიორგი მარგველაშვილი - ტოლერანტობა თავისუფლებისა და შინაგანი ძალის გამოვლინებაა

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, დღეს მთელი ცივილიზებული სამყარო ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

"ტოლერანტობა თავისუფლებისა და შინაგანი ძალის გამოვლინებაა და ჩვენ ყველანაირად უნდა შევუწყოთ ხელი ამ თავისუფლების განვითარებას.

თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შენებისას მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოების ყველა ჯგუფს, თითოეულ ინდივიდს, მიუხედავად სხვათგან განსხვავებულობისა, ჰქონდეს განცდა, რომ ამ პროცესის მონაწილე და შემოქმედია. ჩვენი მდიდარი კულტურული მრავალფეროვნების, განსხვავებულ ტრადიციათა და ადამიანთა ინდივიდუალობის პატივისცემა, მიღება და გაგება აუცილებელი პირობაა თანხმობის, მშვიდობისა და თანამშრომლობის საზოგადოების ასაშენებლად.

საბედნიეროდ, მთელი ჩვენი ისტორია ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის მაგალითებს უხვად გვთავაზობს.

როგორც პატრიარქი ბრძანებს, "ტოლერანტობა ჩვენ წიგნებიდან არ გვისწავლია, ეს ჩვენი თვისებაა. ამის ნათელი გამოხატულებაა ის, რომ საუკუნეთა მანძილზე ამ მიწაზე უპრობლემოდ ცხოვრობდნენ და ცხოვრობენ სხვა და სხვა ეროვნებისა და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, რომლებიც მეგობრობითა და მოყვრობით არიან ქართველ ხალხთან დაკავშირებულნი".

სწორედ ქრისტიანული და ჰუმანური ფასეულობების, ჩვენი მდიდარი მემკვიდრეობის შესაბამისად, უნდა ვიზრუნოთ, რომ ამ ტრადიციებმა ახალი სიცოცხლე შეიძინოს, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორადაც მას ილია ჭავჭავაძე აღწერს: მშვიდობის - მყოფელი სავანე და სინდისის თავისუფლების ადგილი ყველასათვის, მიუხედავად სარწმუნოებრივი, მსოფლმხედველობრივი თუ სხვა სახის განსხვავებულობისა", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ "ფეისბუქში", პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა