მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მეცნიერება
სამხედრო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება შოუბიზნესში -''მარიტა ნურაფერს მომიწოდებს!..''
დაპირისპირება შოუბიზნესში -''მარიტა ნურაფერს მომიწოდებს!..''

"რუს­თა­ვი 2"-ის პრო­ექ­ტი"ბრა­ვო" ქარ­თულ შო­უ­ბიზ­ნეს­ში კი­დევ ერთი კონ­ფლიქ­ტის სა­გა­ნი გახ­და. გი­ორ­გი ბე­რი­ძი­სა და მა­რი­ტა როხ­ვა­ძის კონ­კუ­რენ­ცია და­პი­რის­პი­რე­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და. მას შემ­დეგ, რაც გი­ორ­გი მა­რი­ტას­თან და­მარ­ცხდა, მის­მა შეყ­ვა­რე­ბულ­მა შემ­დე­გი სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა: "ფე­ხე­ბი გა­შა­ლე, სა­ქარ­თვე­ლო, შენ შემ­დეგ ტურ­ში გა­დახ­ვალ." ამას მა­რი­ტას მძაფ­რი რე­აქ­ცია მოჰ­ყვა. ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში ის ამ­ბობს, რომ გი­ორ­გის და­უ­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც არა­ფე­რი იცო­და ამ სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ, თუმ­ცა თა­ვად ასე არას­დროს მო­იქ­ცე­ო­და. გი­ორ­გი ამ და­პი­რის­პი­რე­ბის მი­ზე­ზებ­ზე ალა­პა­რაკ­და.

- შე­უძ­ლე­ბე­ლია, ვა­კონ­ტრო­ლო ის, რაც მა­რი­ტას შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იწე­რე­ბა, კო­მენ­ტა­რებს წე­რენ ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც, უხე­შად რომ ვთქვა, მა­რი­ტას ვერ იტა­ნენ და მათ კონ­ტროლს არც ვა­პი­რებ. თუ"დას­ტო­ი­ნი" ხარ და გინ­და, ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით კარ­გი ტიპი გა­მოჩ­ნდე, მა­შინ ასე­თი რა­ღა­ცე­ბი უნდა გა­ა­ტა­რო, რო­გორც მე გა­ვა­ტა­რე. არც მი­სი­ა­ნე­ბი წერ­დნენ ნაკ­ლებ რა­ღა­ცებს ჩემ­ზე. ჩემ შე­სა­ხებ ბევ­რი ცუდი კო­მენ­ტა­რი წა­მი­კი­თხავს და ჩემს ძმა­ზეც ბევ­რს წერ­დნენ,"ჯე­ოს­ტარ­ში" რომ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. ვფიქ­რობ, მა­რი­ტამ უნდა აირ­ჩი­ოს, კარ­გი ტი­პია და უნდა გა­ა­ტა­როს, თუ უნდა მი­ი­ღოს მას­ზე ნათ­ქვა­მი უხე­ში კო­მენ­ტა­რე­ბი.

- შენი შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მი­იჩ­ნევს, რომ პრო­ექ­ტი და­უმ­სა­ხუ­რებ­ლად და­ტო­ვე და კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აღარ მი­ი­ღებ.

- ზო­გა­დად, არც ერთ კონ­კურ­სში არ მინ­დო­და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მაგ­რამ მა­ინც მი­თან­ხმებ­დნენ."X ფაქ­ტორ­ში" მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემ­თვის ბევ­რად რთუ­ლი იყო. უფრო და­ძა­ბუ­ლი კონ­კურ­სი გახ­ლდათ,"ბრა­ვო" კი ჩემ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გა­სარ­თო­ბი პრო­ექ­ტი იყო, მაგ­რამ გულ­შე­მატ­კი­ვარ­მა გარ­თო­ბად ვერ მი­ი­ღო. ახლა უკვე და­ზუს­ტე­ბით შე­მიძ­ლია ვთქვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბო­ლო­ჯერ მი­ვი­ღე კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

- უცხო­ურ კონ­კურ­სებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გსურს?

- უკვე დიდი ხა­ნია, ჩემი გეგ­მე­ბი უცხო­ეთს უკავ­შირ­დე­ბა.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ზოგ­მა გა­მოთ­ქვა აზრი, ძმე­ბი ბე­რი­ძე­ე­ბი იჩაგ­რე­ბი­ა­ნო. შენც ეთან­ხმე­ბი ამ მო­საზ­რე­ბას? იქ­ნებ, იმ სტილს არ ას­რუ­ლებთ, რაც ბევრ ადა­მი­ანს მო­ე­წო­ნე­ბა.

- მი­ვიჩ­ნევ, რომ არც მე და არც ჩემი ძმა არ ვი­ჩაგ­რე­ბით. ადა­მი­ა­ნი მა­შინ იჩაგ­რე­ბა, როცა კარ­გი და გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მსმე­ნე­ლი მას ვერ აღიქ­ვამს და არ მოს­წონს. როცა გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი მსმე­ნე­ლი გა­ფა­სებს, თუნ­დაც ორი ადა­მი­ა­ნი იყოს ასე­თი, ძა­ლი­ან მა­გა­რია. შე­მიძ­ლია თა­მა­მად ვთქვა, რომ მხო­ლოდ ორი ადა­მი­ა­ნი არაა, ვი­საც ჩვე­ნი ნამ­ღე­რი მოს­წონს. არ ვტრა­ბა­ხობ. მარ­თლა ბევ­რი მსმე­ნე­ლი გვყავს და თავს და­ჩაგ­რუ­ლად ნამ­დვი­ლად არ ვგრძნობ. რო­კის და ხა­რის­ხი­ა­ნი მუ­სი­კის მსმე­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­რავ­ლდა და ძა­ლი­ან მი­ხა­რია. თი­ნე­ი­ჯე­რე­ბიც გვის­მე­ნენ, მა­მა­ჩე­მის თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნებს კი როკი ძა­ლი­ან უყ­ვარ­დათ და დღე­საც უს­მე­ნენ.

- მა­ი­კო წერ­და,"ფე­ხე­ბი გა­შა­ლე, სა­ქარ­თვე­ლო, შემ­დეგ ტურ­ში გა­დახ­ვა­ლო". მა­რი­ტას სწო­რედ ეს სი­ტყვე­ბი არ მო­ე­წო­ნა.

- თა­ვი­სუფ­ლად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი რაც უნდა, იმას იტყვი­ან. გან­სა­კუთ­რე­ბით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შია სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა. ზო­გის­თვის მა­რი­ტა მა­გა­რი მომ­ღე­რა­ლია, ზო­გის­თვის - არა. ვი­ღა­ცის­თვის მე ვარ იდე­ა­ლუ­რი მომ­ღე­რა­ლი. ამა­ში არა­ფე­რია გა­საკ­ვი­რი.

- ე.ი. შენი აზ­რით, მა­რი­ტა თა­მა­მი ჩაც­მუ­ლო­ბის წყა­ლო­ბი­თაა"ბრა­ვოს" ფი­ნალ­ში?

- (ფიქ­რობს) არ ვიცი, რა გი­პა­სუ­ხო.

გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

დაპირისპირება შოუბიზნესში -''მარიტა ნურაფერს მომიწოდებს!..''

დაპირისპირება შოუბიზნესში -''მარიტა ნურაფერს მომიწოდებს!..''

''რუსთავი 2''-ის პროექტი''ბრავო'' ქართულ შოუბიზნესში კიდევ ერთი კონფლიქტის საგანი გახდა. გიორგი ბერიძისა და მარიტა როხვაძის კონკურენცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. მას შემდეგ, რაც გიორგი მარიტასთან დამარცხდა, მისმა შეყვარებულმა შემდეგი სტატუსი გამოაქვეყნა: ''ფეხები გაშალე, საქართველო, შენ შემდეგ ტურში გადახვალ.'' ამას მარიტას მძაფრი რეაქცია მოჰყვა. ჩვენთან ინტერვიუში ის ამბობს, რომ გიორგის დაუკავშირდა, რომელმაც არაფერი იცოდა ამ სტატუსის შესახებ, თუმცა თავად ასე არასდროს მოიქცეოდა. გიორგი ამ დაპირისპირების მიზეზებზე ალაპარაკდა.

- შეუძლებელია, ვაკონტროლო ის, რაც მარიტას შესახებ სოციალურ ქსელში იწერება, კომენტარებს წერენ ისეთი ადამიანები, რომლებიც, უხეშად რომ ვთქვა, მარიტას ვერ იტანენ და მათ კონტროლს არც ვაპირებ. თუ''დასტოინი'' ხარ და გინდა, ჟურნალ-გაზეთების საშუალებით კარგი ტიპი გამოჩნდე, მაშინ ასეთი რაღაცები უნდა გაატარო, როგორც მე გავატარე. არც მისიანები წერდნენ ნაკლებ რაღაცებს ჩემზე. ჩემ შესახებ ბევრი ცუდი კომენტარი წამიკითხავს და ჩემს ძმაზეც ბევრს წერდნენ,''ჯეოსტარში'' რომ მონაწილეობდა. ვფიქრობ, მარიტამ უნდა აირჩიოს, კარგი ტიპია და უნდა გაატაროს, თუ უნდა მიიღოს მასზე ნათქვამი უხეში კომენტარები.

- შენი შეყვარებული მიიჩნევს, რომ პროექტი დაუმსახურებლად დატოვე და კონკურსებში მონაწილეობას აღარ მიიღებ.

- ზოგადად, არც ერთ კონკურსში არ მინდოდა მონაწილეობა, მაგრამ მაინც მითანხმებდნენ.''X ფაქტორში'' მონაწილეობა ჩემთვის ბევრად რთული იყო. უფრო დაძაბული კონკურსი გახლდათ,''ბრავო'' კი ჩემთვის ჩვეულებრივი გასართობი პროექტი იყო, მაგრამ გულშემატკივარმა გართობად ვერ მიიღო. ახლა უკვე დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, საქართველოში ბოლოჯერ მივიღე კონკურსში მონაწილეობა.

- უცხოურ კონკურსებში მონაწილეობა გსურს?

- უკვე დიდი ხანია, ჩემი გეგმები უცხოეთს უკავშირდება.

- სოციალურ ქსელში ზოგმა გამოთქვა აზრი, ძმები ბერიძეები იჩაგრებიანო. შენც ეთანხმები ამ მოსაზრებას? იქნებ, იმ სტილს არ ასრულებთ, რაც ბევრ ადამიანს მოეწონება.

- მივიჩნევ, რომ არც მე და არც ჩემი ძმა არ ვიჩაგრებით. ადამიანი მაშინ იჩაგრება, როცა კარგი და გემოვნებიანი მსმენელი მას ვერ აღიქვამს და არ მოსწონს. როცა გემოვნებიანი მსმენელი გაფასებს, თუნდაც ორი ადამიანი იყოს ასეთი, ძალიან მაგარია. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ მხოლოდ ორი ადამიანი არაა, ვისაც ჩვენი ნამღერი მოსწონს. არ ვტრაბახობ. მართლა ბევრი მსმენელი გვყავს და თავს დაჩაგრულად ნამდვილად არ ვგრძნობ. როკის და ხარისხიანი მუსიკის მსმენელი საქართველოში მომრავლდა და ძალიან მიხარია. თინეიჯერებიც გვისმენენ, მამაჩემის თაობის ადამიანებს კი როკი ძალიან უყვარდათ და დღესაც უსმენენ.

- მაიკო წერდა,''ფეხები გაშალე, საქართველო, შემდეგ ტურში გადახვალო''. მარიტას სწორედ ეს სიტყვები არ მოეწონა.

- თავისუფლად მოაზროვნე ადამიანები რაც უნდა, იმას იტყვიან. განსაკუთრებით სოციალურ ქსელშია სიტყვის თავისუფლება. ზოგისთვის მარიტა მაგარი მომღერალია, ზოგისთვის - არა. ვიღაცისთვის მე ვარ იდეალური მომღერალი. ამაში არაფერია გასაკვირი.

- ე.ი. შენი აზრით, მარიტა თამამი ჩაცმულობის წყალობითაა''ბრავოს'' ფინალში?

- (ფიქრობს) არ ვიცი, რა გიპასუხო.

გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება