საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ყველაზე ცუდ სიზმარში ვერ ვნახავდი რეინკარნირებულ სააკაშვილს" - რა ბრალდებებს უყენებს მოროშკინა ივანიშვილს
"ყველაზე ცუდ სიზმარში ვერ ვნახავდი რეინკარნირებულ სააკაშვილს" - რა ბრალდებებს უყენებს მოროშკინა ივანიშვილს

გუ­შინ რუს­თა­ველ­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რებ­მა აქ­ცია, სა­ხელ­წო­დე­ბით "არა ანექ­სი­ას" გა­მარ­თეს. აქ­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­ეხ­მა­უ­რა პი­არ­ტექ­ნო­ლო­გი და ჟურ­ნა­ლის­ტი ლალი მო­როშ­კი­ნა. მო­როშ­კი­ნა ყო­ფილ პრე­მი­ერ-მინ­სიტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თავს და რამ­დე­ნი­მე ბრალ­დე­ბას უყე­ნებს:

"ღია წე­რი­ლი ბა­ტონ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს!

ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, უმორ­ჩი­ლე­სად გთხოვთ და­ფიქ­რდეთ თუ

ვინ და­უშ­ვა დღე­ვან­დე­ლი დღის არ­სე­ბო­ბა?

პა­სუ­ხი მარ­ტი­ვია:

"ოც­ნე­ბამ" და სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბამ!!!

ჰიტ­ლე­რის­თვის მა­ა­მებ­ლუ­რი პი­რო­ბე­ბი რომ შე­ემ­ქნათ და ფა­შის­ტუ­რი რე­ჟი­მის­თვის ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ჰა­ა­გის ტრი­ბუ­ნალს არ გა­მო­ე­ტა­ნა გა­ნა­ჩე­ნი, 1947-ში ნე­ო­ნა­ცის­ტე­ბი კვლავ წა­ლე­კავ­დნენ მსოფ­ლი­ოს!!!

იგი­ვეს იქმს დღეს ვა­და­გა­სუ­ლი, მო­რალ­და­კარ­გუ­ლი, მაგ­რამ "ოც­ნე­ბის" "ეკ­ლერმრცმხო­ბია", " კინ­კრი­ხო­ფხა­ნია", "ფლა­ნელ­ხა­ლა­თი­ა­ნი"და მუდ­მი­ვად მთვლე­მა­რე უმ­რავ­ლე­სო­ბის ხელ­დას­მუ­ლი უმ­ცი­რე­სო­ბა.

"მა­რი­კა­ვე­რუ­ლაშ­ვი­ლიზ­მი" და­ე­მარ­თა "ოც­ნე­ბას"...არა­ფე­რი პი­რა­დუ­ლი, უბ­რა­ლოდ მო­რა­ლის ზღვა­რი და­ი­კარ­გა, ეს კი სა­ხი­ფა­თოა.

მა­რი­კა­ვე­რუ­ლაშ­ვი­ლე­ბი დუმ­დნენ, რო­დე­საც მოკ­ლეს გირ­გვლი­ა­ნი, ვა­ზა­გაშ­ვი­ლი, რო­ბა­ქი­ძე,და­ი­ჭი­რეს 14 წლის ზე­რე­კი­ძე, მერე კი მისი თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძო­ლი მა­მაც მოკ­ლეს!

დუ­მი­ლი იყო, რო­დე­საც სა­ა­კაშ­ვი­ლის ბრძა­ნე­ბით უბ­რძოლ­ვე­ლად და­ტო­ვეს კო­დო­რი ისე, რომ სახ­ლე­ბი­დან ქარ­თუ­ლი დრო­შე­ბიც კი არ ჩა­მოხ­სე­ნეს, ხოლო პა­რაკ­ლე­ლუ­რად წი­თელ ხიდ­ზე ნა­ცი­ო­ნალ ჩი­ნოვ­ნიკ­თა გრძე­ლი რიგი იდგა...

რა­ტომ არ და­ი­სა­ჯნენ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ქვეყ­ნის ღა­ლა­ტის­თვის, მათი სა­ხე­ლე­ბი ხომ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია?

-სირ­ცხვი­ლია, რო­დე­საც პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის ბედი ჰა­ერ­ში და­ე­კი­და და მათ­თვის შვე­ბად, მხო­ლოდ 20თეთ­რი­ა­ნი მგზავ­რო­ბა და­წეს­და ! ამის­თვის იწ­ვა­ლეს ამ ადა­მი­ა­ნებ­მა,ამის­თვის ვამ­რავ­ლეთ ახალ­გაზ­რდე­ბის საფ­ლა­ვე­ბი, რომ მათ­ზე კვლავ "მი­შას ვარდს" ეხა­რა?

2012 წლის 1 ოქ­ტომ­ბერს, რო­დე­საც არ­ჩევ­ნებ­ზე წნე­ვი­ა­ნი პენ­სი­ო­ნე­რე­ბი გრძელ რიგ­ში სა­კუ­თა­რი კალ­მე­ბით იდ­გნენ, რომ "ოც­ნე­ბას" მათი ხმა არ და­კარ­გვო­დათ, დღეს დას­ცი­ნი­ან!!!

ვინ და­ი­სა­ჯა???

- აგერ თქვენ 10 ლარი, ვინც მო­მა­ვა­ლი წლის სექ­ტემ­ბრამ­დე მი­ა­ტან­თო!!!

სირ­ცხვი­ლია!!!

*რა­ტომ არ ეყო გო­ნი­ე­რე­ბა, ჰუ­მა­ნუ­რო­ბა და კაც­თმოყ­ვა­რე­ო­ბა მ ა ვ ა ნ ს?

გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნათ 2015 წელი-პენ­სი­ო­ნე­რე­ბის წლად და გა­ე­ხა­დათ სა­ვალ­დე­ბუ­ლო პრე­მი­ე­ბის თუნ­დაც 3%-ის, სა­პენ­სიო ფონდში გა­და­რი­ცხვა.

ხომ მოგ­ვარ­დე­ბო­და პრობ­ლე­მა?

ყვე­ლა­ზე ცუდ სიზ­მარ­ში ვერ ვნა­ხავ­დი რე­ინ­კარ­ნი­რე­ბულ სა­ა­კაშ­ვილს, რო­მე­ლიც კვლავ ერს და­მო­ძღვრავ­და, კვლავ მოს­ვლას და­ი­ქად­ნი­და და კვლავ და­ა­ა­ნონ­სებ­და თქვე­ნით და­წყე­ბუ­ლი მის­თვის არა­სა­სურ­ველ პერ­სო­ნა­თა რეპ­რე­სი­ებს !!!

და ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ, რო­დე­საც თქვე­ნი პა­ტერ­ნა­ლუ­რი ზრუნ­ვის შე­დე­გად თბილს სა­ვარ­ძლებ­ში მო­კა­ლა­თე­ბუ­ლი გა­ზუ­ლუ­ქე­ბუ­ლი პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბი ასე უბ­რად არი­ან, ან კი რა­ტომ იყ­ვნენ მო­უ­ბარ­ნი?

რ ო დ ე ს ა ც :

წი­ლე­ბი გა­და­ი­ფორ­მეს, ტენ­დერე­ბი მო­ირ­გეს, "ატ­კა­ტე­ბი" "და­ამ­ხე­ცეს"!

რა­ტომ დუმს უმ­რავ­ლე­სო­ბის ის ნა­წი­ლი, რო­მელ­მაც 2012 წლამ­დე პატ­რი­ო­ტუ­ლი შე­ძა­ხი­ლე­ბით "კავ­კა­სი­ის", "ობი­ექ­ტი­ვის" და "მა­ესტროს "ეთე­რი­დან მო­ძღვრა ერი, აკ­რი­ტი­კა ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის პრე­მი­ე­ბი და "კარ­გი ცხოვ­რე­ბის" სიყ­ვა­რუ­ლი? თუ ეს მხო­ლოდ სუფ­რუ­ლი თა­მა­დო­ბა იყი და ახლა პირ­ში ბო­ლო­კი­ა­ნი ღო­რის თავი დარ­ჩათ გა­სა­ძიძ­გნი-ისე კი ყვცე­ლა­ფე­რი მო­სუ­ლა!

რა­ტომ???

იმი­ტომ რომ სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლი მათ­თვის მხო­ლოდ ძა­ლა­უფ­ლე­ბის ჩა­ნაც­ვლე­ბა იყო და არა სუ­ლის ტკი­ვი­ლი!

აი ამი­ტომ აღ­ზევ­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ფან­ტო­მი!!! ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც დღეს თბი­ლი­სის ცენ­ტრში ყე­ლებს იღად­რა­ვენ და პატ­რი­ო­ტიზ­მის სა­ფარ ქვეშ გა­დატ­რი­ა­ლე­ბას გეგ­მა­ვენ, დიდი ხა­ნია სა­პყრო­ბი­ლე­ე­ბის ბი­ნა­დარ­ნი უნდა იყბვნენ, ხოლო მათი წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბა - დაბ­რუ­ნე­უ­ლი,

ხალ­ხი უნდა და­საქმდეს!

თუ პრე­მი­ერ მი­ნის­ტრის პატ­რო­ნა­ჟით შეძ­ლო მუ­შა­ო­ბა ფონდმა "სო­ლი­და­რო­ბამ" და სა­ბო­ლო­ოდ მოგ­ვარ­და სიმ­სივ­ნი­ა­ნი პა­ტა­რე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის პრობ­ლე­მა,

თუ სერ­გე­ენ­კომ ერ­თმა მი­ნის­ტრმა "სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვით" შეძ­ლო ავად­მყო­ფო­ბის ში­შის დაძ­ლე­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში-ესე­ი­გი ოც­ნე­ბა შეს­რუ­ლე­ბა­დია!

თუ სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბამ შეძ­ლო ცი­ხის და­ლა­გე­ბა და კა­ნო­ნის უზე­ნა­ე­სო­ბა-ესე­ი­გი არ ყო­ფი­ლა "მა­ყუ­რებ­ლის ინ­სტი­ტუ­ტი" უძ­ლე­ვე­ლი.

თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია ყა­ჩა­ღო­ბის, მკვლე­ლო­ბის და ქურ­დო­ბის 24 სა­ათ­ში გახ­სნა, ესე­ი­გი ვი­ცით მუ­შა­ო­ბა!

ბა­ტო­ნო ბი­ძი­ნა, იქ­ნებ ავ­ხსნათ სუს­ტი რგო­ლი?იქ­ნებ უპ­რი­ა­ნია ვა­დამ­დე­ლი არ­ჩევ­ნე­ბი, რომ ქვე­ყა­ნამ ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ჩა­მო­ი­რე­ცხოს 9 წლი­ა­ნი სირ­ცხვი­ლი და შემ­დეგ მა­ვან­თა 2 წლი­ა­ნი ღა­ლა­ტი!

დიახ დღეს დუ­მი­ლი ღა­ლა­ტის ტოლ­ფა­სია!

ის ადა­მი­ა­ნე­ბი კი, რომ­ლებ­საც ჩვენ თქვე­ნი ხათ­რით ხმა მი­ვე­ცით, რომ­ლებ­საც ქვეყ­ნის­თვის ხმა­ლა­მო­ღე­ბუ­ლებს უნდა ებ­რძო­ლად, გან­ცხრო­მა­ში და უცხო­ეთ­ში წინ დ უკან ფრე­ნებ­ში არი­ან.

ნეტა მათ ფრე­ნას რე­ზულ­ტა­ტი მო­ე­ტა­ნა, ვაი რომ იქაც სა­ბო­ლო­ოდ მოგვჭრეს თავი!

ეს კი სულ სხვა წე­რი­ლის თე­მაა.

პა­ტი­ვის­ცე­მით,

მო­ქა­ლა­ქე ლ. მო­როშ­კი­ნა

15.11.2014წ".

იხი­ლეთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ცი­ი­დან თეგ­ზე #არა ანექ­სი­ას

sponsored by ContentRoom

"ყველაზე ცუდ სიზმარში ვერ ვნახავდი რეინკარნირებულ სააკაშვილს" - რა ბრალდებებს უყენებს მოროშკინა ივანიშვილს

"ყველაზე ცუდ სიზმარში ვერ ვნახავდი რეინკარნირებულ სააკაშვილს" - რა ბრალდებებს უყენებს მოროშკინა ივანიშვილს

გუშინ რუსთაველზე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა აქცია, სახელწოდებით "არა ანექსიას" გამართეს. აქციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პიარტექნოლოგი და ჟურნალისტი ლალი მოროშკინა. მოროშკინა ყოფილ პრემიერ-მინსიტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და რამდენიმე ბრალდებას უყენებს:

"ღია წერილი ბატონ ბიძინა ივანიშვილს!

ბატონო ბიძინა, უმორჩილესად გთხოვთ დაფიქრდეთ თუ

ვინ დაუშვა დღევანდელი დღის არსებობა?

პასუხი მარტივია:

"ოცნებამ" და საპარლამენტო უმრავლესობამ!!!

ჰიტლერისთვის მაამებლური პირობები რომ შეემქნათ და ფაშისტური რეჟიმისთვის ერთხელ და სამუდამოდ ჰააგის ტრიბუნალს არ გამოეტანა განაჩენი, 1947-ში ნეონაცისტები კვლავ წალეკავდნენ მსოფლიოს!!!

იგივეს იქმს დღეს ვადაგასული, მორალდაკარგული, მაგრამ "ოცნების" "ეკლერმრცმხობია", " კინკრიხოფხანია", "ფლანელხალათიანი"და მუდმივად მთვლემარე უმრავლესობის ხელდასმული უმცირესობა.

"მარიკავერულაშვილიზმი" დაემართა "ოცნებას"...არაფერი პირადული, უბრალოდ მორალის ზღვარი დაიკარგა, ეს კი სახიფათოა.

მარიკავერულაშვილები დუმდნენ, როდესაც მოკლეს გირგვლიანი, ვაზაგაშვილი, რობაქიძე,დაიჭირეს 14 წლის ზერეკიძე, მერე კი მისი თავისუფლებისთვის მებრძოლი მამაც მოკლეს!

დუმილი იყო, როდესაც სააკაშვილის ბრძანებით უბრძოლველად დატოვეს კოდორი ისე, რომ სახლებიდან ქართული დროშებიც კი არ ჩამოხსენეს, ხოლო პარაკლელურად წითელ ხიდზე ნაციონალ ჩინოვნიკთა გრძელი რიგი იდგა...

რატომ არ დაისაჯნენ ეს ადამიანები ქვეყნის ღალატისთვის, მათი სახელები ხომ იდენტიფიცირებულია?

-სირცხვილია, როდესაც პოლიტპატიმრების ბედი ჰაერში დაეკიდა და მათთვის შვებად, მხოლოდ 20თეთრიანი მგზავრობა დაწესდა ! ამისთვის იწვალეს ამ ადამიანებმა,ამისთვის ვამრავლეთ ახალგაზრდების საფლავები, რომ მათზე კვლავ "მიშას ვარდს" ეხარა?

2012 წლის 1 ოქტომბერს, როდესაც არჩევნებზე წნევიანი პენსიონერები გრძელ რიგში საკუთარი კალმებით იდგნენ, რომ "ოცნებას" მათი ხმა არ დაკარგვოდათ, დღეს დასცინიან!!!

ვინ დაისაჯა???

- აგერ თქვენ 10 ლარი, ვინც მომავალი წლის სექტემბრამდე მიატანთო!!!

სირცხვილია!!!

*რატომ არ ეყო გონიერება, ჰუმანურობა და კაცთმოყვარეობა მ ა ვ ა ნ ს?

გამოეცხადებინათ 2015 წელი-პენსიონერების წლად და გაეხადათ სავალდებულო პრემიების თუნდაც 3%-ის, საპენსიო ფონდში გადარიცხვა.

ხომ მოგვარდებოდა პრობლემა?

ყველაზე ცუდ სიზმარში ვერ ვნახავდი რეინკარნირებულ სააკაშვილს, რომელიც კვლავ ერს დამოძღვრავდა, კვლავ მოსვლას დაიქადნიდა და კვლავ დააანონსებდა თქვენით დაწყებული მისთვის არასასურველ პერსონათა რეპრესიებს !!!

და ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც თქვენი პატერნალური ზრუნვის შედეგად თბილს სავარძლებში მოკალათებული გაზულუქებული პარლამენტარები ასე უბრად არიან, ან კი რატომ იყვნენ მოუბარნი?

რ ო დ ე ს ა ც :

წილები გადაიფორმეს, ტენდერები მოირგეს, "ატკატები" "დაამხეცეს"!

რატომ დუმს უმრავლესობის ის ნაწილი, რომელმაც 2012 წლამდე პატრიოტული შეძახილებით "კავკასიის", "ობიექტივის" და "მაესტროს "ეთერიდან მოძღვრა ერი, აკრიტიკა ნაციონალების პრემიები და "კარგი ცხოვრების" სიყვარული? თუ ეს მხოლოდ სუფრული თამადობა იყი და ახლა პირში ბოლოკიანი ღორის თავი დარჩათ გასაძიძგნი-ისე კი ყვცელაფერი მოსულა!

რატომ???

იმიტომ რომ სამშობლოს სიყვარული მათთვის მხოლოდ ძალაუფლების ჩანაცვლება იყო და არა სულის ტკივილი!

აი ამიტომ აღზევდა სააკაშვილის ფანტომი!!! ის ადამიანები, რომლებიც დღეს თბილისის ცენტრში ყელებს იღადრავენ და პატრიოტიზმის საფარ ქვეშ გადატრიალებას გეგმავენ, დიდი ხანია საპყრობილეების ბინადარნი უნდა იყბვნენ, ხოლო მათი წართმეული ქონება - დაბრუნეული,

ხალხი უნდა დასაქმდეს!

თუ პრემიერ მინისტრის პატრონაჟით შეძლო მუშაობა ფონდმა "სოლიდარობამ" და საბოლოოდ მოგვარდა სიმსივნიანი პატარების მკურნალობის პრობლემა,

თუ სერგეენკომ ერთმა მინისტრმა "საყოველთაო დაზღვევით" შეძლო ავადმყოფობის შიშის დაძლევა საქართველოში-ესეიგი ოცნება შესრულებადია!

თუ სასჯელაღსრულებამ შეძლო ციხის დალაგება და კანონის უზენაესობა-ესეიგი არ ყოფილა "მაყურებლის ინსტიტუტი" უძლეველი.

თუ შესაძლებელია ყაჩაღობის, მკვლელობის და ქურდობის 24 საათში გახსნა, ესეიგი ვიცით მუშაობა!

ბატონო ბიძინა, იქნებ ავხსნათ სუსტი რგოლი?იქნებ უპრიანია ვადამდელი არჩევნები, რომ ქვეყანამ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოირეცხოს 9 წლიანი სირცხვილი და შემდეგ მავანთა 2 წლიანი ღალატი!

დიახ დღეს დუმილი ღალატის ტოლფასია!

ის ადამიანები კი, რომლებსაც ჩვენ თქვენი ხათრით ხმა მივეცით, რომლებსაც ქვეყნისთვის ხმალამოღებულებს უნდა ებრძოლად, განცხრომაში და უცხოეთში წინ დ უკან ფრენებში არიან.

ნეტა მათ ფრენას რეზულტატი მოეტანა, ვაი რომ იქაც საბოლოოდ მოგვჭრეს თავი!

ეს კი სულ სხვა წერილის თემაა.

პატივისცემით,

მოქალაქე ლ. მოროშკინა

15.11.2014წ".

იხილეთ ყველაზე საინტერესო აქციიდან თეგზე #არა ანექსიას

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს