Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილის საქართველო არის დაჩმორებული და გაბანძებული საქართველო" - სააკაშვილის მიმართვა აქციის მონაწილეებს
"ივანიშვილის საქართველო არის დაჩმორებული და გაბანძებული საქართველო" - სააკაშვილის მიმართვა აქციის მონაწილეებს

ჩვენ წი­ნა­შეა ორი და­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მო­დე­ლის სა­ქარ­თვე­ლო - ერთი, რომ­ლი­საც გვჯე­რა ჩვენ და მე­ო­რე - რო­მე­ლიც უნდა ივა­ნიშ­ვილს , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც პარ­ლა­მენ­ტის წინ მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს უკ­რა­ი­ნი­დან მი­მარ­თა.

სა­ა­კაშ­ვი­ლის თქმით, ამ ორ ხედ­ვას შო­რის დიდი გან­სხვა­ვე­ბაა. "არას­დროს ყო­ფი­ლა ჩვენ წი­ნა­შე არ­ჩე­ვა­ნი ასე ცხა­დი. ჩვენ წი­ნა­შეა ორი ურ­თი­ერ­თდა­პი­რის­პი­რე­ბუ­ლი მო­დე­ლის სა­ქარ­თვე­ლო. ერთი, რომ­ლი­საც გვჯე­რა ჩვენ და მე­ო­რე - რო­მე­ლიც უნდა ივა­ნიშ­ვილს. ამ ორ ხედ­ვას შო­რის ძა­ლი­ან დიდი გან­სხვა­ვე­ბაა, რად­გან ერთი მხრივ, არის ღირ­სე­უ­ლი და, მე­ო­რე მხრივ, მი­ჯირ­ყვნი­ლი სა­ქარ­თვე­ლო. ერ­თის მხრივ არის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც მი­უ­ხე­და­ვად დიდი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი­სა, მა­ინც იბ­რძვის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის და არის მე­ო­რე სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც ბა­ბა­ი­ას ეძა­ხის დათვს და მორ­ჩი­ლად მოყ­ვე­ბა მას ბუ­ნაგ­ში. ერთი მხრივ არის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც მთე­ლი მსოფ­ლი­ოს გა­სა­გო­ნად სა­უბ­რობს ოკუ­პა­ცი­ა­ზე, ჩვენს უფ­ლე­ბებ­ზე, ჩვენს ლტოლ­ვა­ზე თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ და მე­ო­რე მხრივ არის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც არ სჯე­რა, რომ რუ­სეთს აქვს დამ­პყრობ­ლის გეგ­მე­ბი და აგ­რე­სი­უ­ლი ზრახ­ვე­ბი ჩვენ და სხვა მე­ზობ­ლე­ბის მი­მართ. ერთი მხრივ არის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც მი­დის ევ­რო­პის გზით, რო­მელ­საც სწამს, რომ მხო­ლოდ ამ გზას მივ­ყა­ვართ თა­ვი­სუფ­ლე­ბის­კენ, რო­გორც ეს სწამ­და სულ­ხან-საბა ორ­ბე­ლი­ანს, და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბელს, ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე და სხვა სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­ებს და მე­ო­რე მხრივ არის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც იმას, თუ რო­მე­ლი გზით ია­როს უთავ­მოყ­ვა­რე­ოდ უთან­ხმებს კა­რა­სინს, კრემ­ლის შიკ­რიკს", - გა­ნა­ცხა­და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

ფო­ტო­გა­ლე­რეა

ქვეყ­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის თქმით, ჩვენ საკ­მა­რი­სად ვნა­ხეთ გან­ვლილ ორ წე­ლი­წად­ში გან­სხვა­ვე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ამ ორ მო­დელს შო­რის.

"ერთი მხრივ არის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც არის რუ­სე­თის მიერ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი და მე­ო­რე მხრივ სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­შიც ამ­ბო­ბენ, რომ სე­პა­რა­ტის­ტე­ბი 25 წე­ლია, იბ­რძვი­ან თვით­გა­მორ­კვე­ვის­თვის. ერთი მხრივ არის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც მი­ის­წრაფ­ვის იმის­კენ, რომ მთე­ლი მსოფ­ლიო ცი­ვი­ლი­ზე­ბულ პარტნი­ო­რე­ბად გვთვლი­დეს და მე­ო­რე მხრივ არის სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა, რო­მე­ლიც ლან­ძღავს ყვე­ლა ჩვენს მე­გო­ბარს და ამ­ცი­რებს ჩვენ ყვე­ლა კე­თი­ლის­მსურ­ველს. ერთი მხრივ არის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც ცდი­ლობს ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო ბერ­კე­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას ჩვენ გა­და­სარ­ჩე­ნად და მე­ო­რე მხრივ არის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც მი­ა­ქა­ნე­ბენ სა­ერ­თა­შო­რი­სო იზო­ლა­ცი­ის­კენ. ერთი მხრივ არის სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც არ შე­უ­რიგ­დე­ბა და არ ურიგ­დე­ბა ჩვე­ნი უკ­რა­ი­ნე­ლი ძმე­ბის ჩაგ­ვრას და მე­ო­რე მხრივ არის სა­ქარ­თვე­ლო, რომ­ლის მთავ­რო­ბას ერთი ხმა არ ამო­უ­ღია უკ­რა­ი­ნე­ლი ხალ­ხის და­სა­ცა­ვად. ივა­ნიშ­ვი­ლის ოც­ნე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო არის ერთი პრო­ვინ­ცი­ე­ლი დიქ­ტა­ტო­რის ოც­ნე­ბა­ზე მორ­გე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც უვარ­გი­სად მი­იჩ­ნევს და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის, თა­მა­რის, ილია მიერ და­ტო­ვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს იდე­ას. ივა­ნიშ­ვი­ლის ოც­ნე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლო პა­ტა­რა, უმ­ნიშ­ვლეო სო­ფე­ლი უნდა იყოს, რო­მელ­საც არ უნდა გა­აჩ­ნდეს რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ამ­ბი­ცი­ე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­საც ჩვენ ვხე­დავთ ტე­რი­ტო­რი­უ­ლად პა­ტა­რაა, მაგ­რამ ძა­ლი­ან დი­დია თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბით, სა­მა­გა­ლი­თოა ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბით, მი­სა­ბა­ძია მე­გობ­რე­ბის­თვის და ან­გა­რიშ­გა­სა­წე­ვია მტრე­ბის­თვის", - მი­მარ­თა სა­ა­კაშ­ვილ­მა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

იხი­ლეთ ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო აქ­ცი­ი­დან თეგ­ზე #არა ანექ­სი­ას

"ივანიშვილის საქართველო არის დაჩმორებული და გაბანძებული საქართველო" - სააკაშვილის მიმართვა აქციის მონაწილეებს

"ივანიშვილის საქართველო არის დაჩმორებული და გაბანძებული საქართველო" - სააკაშვილის მიმართვა აქციის მონაწილეებს

ჩვენ წინაშეა ორი დაპირისპირებული მოდელის საქართველო - ერთი, რომლისაც გვჯერა ჩვენ და მეორე - რომელიც უნდა ივანიშვილს , - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომელმაც პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს უკრაინიდან მიმართა.

სააკაშვილის თქმით, ამ ორ ხედვას შორის დიდი განსხვავებაა. "არასდროს ყოფილა ჩვენ წინაშე არჩევანი ასე ცხადი. ჩვენ წინაშეა ორი ურთიერთდაპირისპირებული მოდელის საქართველო. ერთი, რომლისაც გვჯერა ჩვენ და მეორე - რომელიც უნდა ივანიშვილს. ამ ორ ხედვას შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, რადგან ერთი მხრივ, არის ღირსეული და, მეორე მხრივ, მიჯირყვნილი საქართველო. ერთის მხრივ არის საქართველო, რომელიც მიუხედავად დიდი წინააღმდეგობებისა, მაინც იბრძვის დამოუკიდებლობისთვის და არის მეორე საქართველო, რომელიც ბაბაიას ეძახის დათვს და მორჩილად მოყვება მას ბუნაგში. ერთი მხრივ არის საქართველო, რომელიც მთელი მსოფლიოს გასაგონად საუბრობს ოკუპაციაზე, ჩვენს უფლებებზე, ჩვენს ლტოლვაზე თავისუფლებისკენ და მეორე მხრივ არის საქართველო, რომელსაც არ სჯერა, რომ რუსეთს აქვს დამპყრობლის გეგმები და აგრესიული ზრახვები ჩვენ და სხვა მეზობლების მიმართ. ერთი მხრივ არის საქართველო, რომელიც მიდის ევროპის გზით, რომელსაც სწამს, რომ მხოლოდ ამ გზას მივყავართ თავისუფლებისკენ, როგორც ეს სწამდა სულხან-საბა ორბელიანს, დავით აღმაშენებელს, ილია ჭავჭავაძე და სხვა საზოგადო მოღვაწეებს და მეორე მხრივ არის საქართველო, რომელიც იმას, თუ რომელი გზით იაროს უთავმოყვარეოდ უთანხმებს კარასინს, კრემლის შიკრიკს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ფოტოგალერეა

ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ჩვენ საკმარისად ვნახეთ განვლილ ორ წელიწადში განსხვავება საქართველოს ამ ორ მოდელს შორის.

"ერთი მხრივ არის საქართველო, რომელიც არის რუსეთის მიერ ოკუპირებული და მეორე მხრივ საქართველო, რომელშიც ამბობენ, რომ სეპარატისტები 25 წელია, იბრძვიან თვითგამორკვევისთვის. ერთი მხრივ არის საქართველო, რომელიც მიისწრაფვის იმისკენ, რომ მთელი მსოფლიო ცივილიზებულ პარტნიორებად გვთვლიდეს და მეორე მხრივ არის საქართველოს მთავრობა, რომელიც ლანძღავს ყველა ჩვენს მეგობარს და ამცირებს ჩვენ ყველა კეთილისმსურველს. ერთი მხრივ არის საქართველო, რომელიც ცდილობს ყველა საერთაშორისო ბერკეტის გამოყენებას ჩვენ გადასარჩენად და მეორე მხრივ არის საქართველო, რომელსაც მიაქანებენ საერთაშორისო იზოლაციისკენ. ერთი მხრივ არის საქართველო, რომელიც არ შეურიგდება და არ ურიგდება ჩვენი უკრაინელი ძმების ჩაგვრას და მეორე მხრივ არის საქართველო, რომლის მთავრობას ერთი ხმა არ ამოუღია უკრაინელი ხალხის დასაცავად. ივანიშვილის ოცნებაში საქართველო არის ერთი პროვინციელი დიქტატორის ოცნებაზე მორგებული ქვეყანა, რომელიც უვარგისად მიიჩნევს დავით აღმაშენებლის, თამარის, ილია მიერ დატოვებული საქართველოს იდეას. ივანიშვილის ოცნებაში საქართველო პატარა, უმნიშვლეო სოფელი უნდა იყოს, რომელსაც არ უნდა გააჩნდეს რეგიონალური ამბიციები. საქართველო, რომელსაც ჩვენ ვხედავთ ტერიტორიულად პატარაა, მაგრამ ძალიან დიდია თავისი მნიშვნელობით, სამაგალითოა ბრძოლისუნარიანობით, მისაბაძია მეგობრებისთვის და ანგარიშგასაწევია მტრებისთვის", - მიმართა სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ყველაზე საინტერესო აქციიდან თეგზე #არა ანექსიას

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა