მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ კუბლაშვილს ყოფილმა ქმარმა ნაჩუქარი მანქანა წაართვა
მარიამ კუბლაშვილს ყოფილმა ქმარმა ნაჩუქარი მანქანა წაართვა

მან­ქა­ნის მარ­თვა ავ­ტოს­კო­ლა­ში ის­წავ­ლა. პირ­ვე­ლი მან­ქა­ნაც თა­ვი­სი შრო­მით შე­ი­ძი­ნა. მას მერე სა­კუ­თა­რი და­ნა­ზო­გით ცვლის ტრან­სპორ­ტს. მა­რი­ამ კუბ­ლაშ­ვილს სამ­სა­ხურ­ში მძღო­ლი ჰყავს, მაგ­რამ გვერ­დით ჯდო­მას სა­ჭეს­თან ჯდო­მა ურ­ჩევ­ნია. ახლა შავი "ბე-ემ-ვეს" ჯიპი ჰყავს. ამ­ბობს, რომ ეს რე­ვო­ლუ­ცი­აა ამ მარ­კის მან­ქა­ნებ­ში.

- მარი, რა ასაკ­ში მი­უ­ჯე­ქი პირ­ვე­ლად სა­ჭეს?

- 18 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად სა­ჭეს­თან რომ დავ­ჯე­ქი. მან­ქა­ნის მარ­თვა ავ­ტოს­კო­ლა­ში "06"-ის მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ზე ვის­წავ­ლე. იოლი აღ­მოჩ­ნდა, კარ­გი მოს­წავ­ლე გა­მოვ­დე­ქი. არა­და, თა­ვი­დან მე­ში­ნო­და. პირ­ვე­ლად მან­ქა­ნა რომ გა­ვა­ტა­რე, მახ­სოვს ვი­კი­თხე, სულ ეს არის-მეთ­ქი? უბ­რა­ლოდ, თა­ვი­დან მან­ქა­ნის ად­გი­ლი­დან დაძ­ვრა და პარ­კი­რე­ბა მი­ჭირ­და. ტეს­ტი­რე­ბა კა­ხეთ­ში ჩა­ვა­ბა­რე და ასი­დან ასი­ვე ქულა ავი­ღე. მონ­დო­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ძა­ლი­ან მინ­დო­და, ჩემ­თვის მან­ქა­ნა ეყი­დათ.

- ვინ გი­ყი­და პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა?

- მა­შინ ოჯა­ხი მქონ­და, ჩემი ქმა­რი ამე­რი­კა­ში იყო და მე­გო­ნა, გა­მო­მიგ­ზავ­ნი­და მან­ქა­ნას….

- არ გა­მო­გიგ­ზავ­ნა?

- მა­შინ მან­ქა­ნე­ბის ბიზ­ნე­სი და­ი­წყო, სულ 2-3 მან­ქა­ნა ჰყავს გა­მოგ­ზავ­ნი­ლი. მეც გა­მო­მიგ­ზავ­ნა, მაგ­რამ რამ­დე­ნი­მე დღე­ში უკან წა­მარ­თვეს.

- რო­გორ?

- ვი­ღაც უცხო ტი­პე­ბი მო­ვიდ­ნენ, ჩა­მომ­სვეს და წა­იყ­ვა­ნეს. მა­ნამ­დე და­მი­რე­კა და გა­მაფრ­თხი­ლა, წა­იყ­ვა­ნე­ნო. ძვე­ლი "ემე­ლი" იყო, მაგ­რამ იმ­ხე­ლა კომ­ფორ­ტი იყო ეს ჩემ­თვის. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ტრან­სპორ­ტით მოძ­რა­ო­ბა დის­კომ­ფორ­ტს მიქ­მნი­და, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მან­ქა­ნით რომ მივ­დი­ო­დი, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ მე­გო­ნა. ამის მერე "იქს 5" გა­მო­მიგ­ზავ­ნა და რამ­დე­ნი­მე დღე­ში ისიც ჩა­მო­მარ­თვეს, გვჭირ­დე­ბაო. მერე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სას­წა­უ­ლი მოხ­და. მე ხომ ზო­გა­დად სას­წა­უ­ლე­ბით ვცხოვ­რობ. ასე­თი­ვე სას­წა­უ­ლით ვი­ყი­დე ჩემი პირ­ვე­ლი მან­ქა­ნა, "პა­ჯე­რო". მა­შინ უკვე ად­ვო­კა­ტი ვი­ყა­ვი. პრო­ცე­სი მო­ვი­გე. ჩემს კლი­ენტს თან­ხა უნდა მო­ე­ცა, მაგ­რამ ვერ გა­და­მი­ხა­და. ფული არ ჰქონ­და. მან­ქა­ნის ბაზ­რო­ბის მფლო­ბე­ლი იყო, მი­თხრა, მოდი და ამ თან­ხა­ში რო­მე­ლი­მე მან­ქა­ნა ამო­არ­ჩი­ეო. ახალ­თა­ხა­ლი მან­ქა­ნა წა­მო­ვიყ­ვა­ნე, ვერ­ცხლის­ფე­რი, ორ­კა­რი­ა­ნი "პა­ჯე­რო".

- რო­გო­რი იყო პირ­ვე­ლი გას­ვლა ქა­ლაქ­ში, რა სირ­თუ­ლე­ებს წა­ა­წყდი?

- სხვა­თა შო­რის, არ გამ­ჭირ­ვე­ბია. ცოტა უკან სვლა მი­ჭირ­და. ჩემი ქმრის გა­მოგ­ზავ­ნი­ლი მან­ქა­ნა კი მი­ვამ­ტვრიე ცოტა, მაგ­რამ ისე გა­ვა­კე­თე, რომ ვე­რა­ვინ გა­ი­გო. ალ­ბათ, ამ ინ­ტერ­ვი­უ­დან გა­ი­გე­ბენ (იცი­ნის). გა­სა­რე­ცხად მყავს-მეთ­ქი, სახ­ლში ასე ვთქვი და მე­ო­რე დღეს საღ­სა­ლა­მა­თი მო­ვიყ­ვა­ნე უკან. "პა­ჯე­როც" მი­ვარ­ტყი ორ­ჯერ, ერთხელ წინ და­მი­მუხ­რუ­ჭა მან­ქა­ნამ და უკ­ნი­დან შე­ვას­კდი და მე­ო­რედ დის­ტან­ცია ვერ და­ვი­ცა­ვი, ტრა­ი­ლერ­მა კუდი მო­იქ­ნია და შე­ვე­ჯა­ხეთ. მოკ­ლედ, ის სა­წყა­ლი "პა­ჯე­რო" გა­ვა­ნად­გუ­რე. ორი თვე ამე­რი­კი­დან ფა­რის ჩა­მო­ტა­ნას ვე­ლო­დე, ფარს ცალ­კე მან­ქა­ნის ფასი ჰქო­ნია. ზო­გა­დად, სის­წრა­ფე არ მიყ­ვარს, ამ ბოლო დროს ცოტა გავ­თა­მამ­დი. არც ერთი ავა­რი­ის დროს ბა­ლი­ში არ გამ­ხსნია.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

მარიამ კუბლაშვილს ყოფილმა ქმარმა ნაჩუქარი მანქანა წაართვა

მარიამ კუბლაშვილს ყოფილმა ქმარმა ნაჩუქარი მანქანა წაართვა

მანქანის მართვა ავტოსკოლაში ისწავლა. პირველი მანქანაც თავისი შრომით შეიძინა. მას მერე საკუთარი დანაზოგით ცვლის ტრანსპორტს. მარიამ კუბლაშვილს სამსახურში მძღოლი ჰყავს, მაგრამ გვერდით ჯდომას საჭესთან ჯდომა ურჩევნია. ახლა შავი ''ბე-ემ-ვეს'' ჯიპი ჰყავს. ამბობს, რომ ეს რევოლუციაა ამ მარკის მანქანებში.

- მარი, რა ასაკში მიუჯექი პირველად საჭეს?

- 18 წლის ვიყავი, პირველად საჭესთან რომ დავჯექი. მანქანის მართვა ავტოსკოლაში ''06''-ის მარკის ავტომობილზე ვისწავლე. იოლი აღმოჩნდა, კარგი მოსწავლე გამოვდექი. არადა, თავიდან მეშინოდა. პირველად მანქანა რომ გავატარე, მახსოვს ვიკითხე, სულ ეს არის-მეთქი? უბრალოდ, თავიდან მანქანის ადგილიდან დაძვრა და პარკირება მიჭირდა. ტესტირება კახეთში ჩავაბარე და ასიდან ასივე ქულა ავიღე. მონდომებული ვიყავი, ძალიან მინდოდა, ჩემთვის მანქანა ეყიდათ.

- ვინ გიყიდა პირველი მანქანა?

- მაშინ ოჯახი მქონდა, ჩემი ქმარი ამერიკაში იყო და მეგონა, გამომიგზავნიდა მანქანას….

- არ გამოგიგზავნა?

- მაშინ მანქანების ბიზნესი დაიწყო, სულ 2-3 მანქანა ჰყავს გამოგზავნილი. მეც გამომიგზავნა, მაგრამ რამდენიმე დღეში უკან წამართვეს.

- როგორ?

- ვიღაც უცხო ტიპები მოვიდნენ, ჩამომსვეს და წაიყვანეს. მანამდე დამირეკა და გამაფრთხილა, წაიყვანენო. ძველი ''ემელი'' იყო, მაგრამ იმხელა კომფორტი იყო ეს ჩემთვის. საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოძრაობა დისკომფორტს მიქმნიდა, უნივერსიტეტში მანქანით რომ მივდიოდი, ჩემზე ბედნიერი არავინ მეგონა. ამის მერე ''იქს 5'' გამომიგზავნა და რამდენიმე დღეში ისიც ჩამომართვეს, გვჭირდებაო. მერე ჩემს ცხოვრებაში სასწაული მოხდა. მე ხომ ზოგადად სასწაულებით ვცხოვრობ. ასეთივე სასწაულით ვიყიდე ჩემი პირველი მანქანა, ''პაჯერო''. მაშინ უკვე ადვოკატი ვიყავი. პროცესი მოვიგე. ჩემს კლიენტს თანხა უნდა მოეცა, მაგრამ ვერ გადამიხადა. ფული არ ჰქონდა. მანქანის ბაზრობის მფლობელი იყო, მითხრა, მოდი და ამ თანხაში რომელიმე მანქანა ამოარჩიეო. ახალთახალი მანქანა წამოვიყვანე, ვერცხლისფერი, ორკარიანი ''პაჯერო''.

- როგორი იყო პირველი გასვლა ქალაქში, რა სირთულეებს წააწყდი?

- სხვათა შორის, არ გამჭირვებია. ცოტა უკან სვლა მიჭირდა. ჩემი ქმრის გამოგზავნილი მანქანა კი მივამტვრიე ცოტა, მაგრამ ისე გავაკეთე, რომ ვერავინ გაიგო. ალბათ, ამ ინტერვიუდან გაიგებენ (იცინის). გასარეცხად მყავს-მეთქი, სახლში ასე ვთქვი და მეორე დღეს საღსალამათი მოვიყვანე უკან. ''პაჯეროც'' მივარტყი ორჯერ, ერთხელ წინ დამიმუხრუჭა მანქანამ და უკნიდან შევასკდი და მეორედ დისტანცია ვერ დავიცავი, ტრაილერმა კუდი მოიქნია და შევეჯახეთ. მოკლედ, ის საწყალი ''პაჯერო'' გავანადგურე. ორი თვე ამერიკიდან ფარის ჩამოტანას ველოდე, ფარს ცალკე მანქანის ფასი ჰქონია. ზოგადად, სისწრაფე არ მიყვარს, ამ ბოლო დროს ცოტა გავთამამდი. არც ერთი ავარიის დროს ბალიში არ გამხსნია.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება