საზოგადოება
პოლიტიკა

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზმა" რუსთაველზე აქცია "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" შეწყვიტა
"სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზმა" რუსთაველზე აქცია "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" შეწყვიტა

ორ­გა­ნი­ზა­ცია "სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დარ­ბა­ზის" წევ­რებ­მა სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი გა­მარ­თეს და გა­ნა­ცხა­დეს, რომ ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ას წყვეტს.

გან­ცხა­დე­ბა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნელ­მა გო­დერ­ძი ოთა­რაშ­ვილ­მა გა­ა­კე­თა. მისი თქმით, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ას გეგ­მავ­დნენ, და­ე­მორ­ჩილ­ნენ პო­ლი­ცი­ის მო­წო­დე­ბას და პარ­ლა­მენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით მსვლე­ლო­ბა აღარ გა­მარ­თეს.

გო­დერ­ძი ოთა­რაშ­ვი­ლის გა­ნა­ცხა­დე­ბით, მან რე­გი­ო­ნე­ბი­დან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი შე­ა­ჩე­რა, რომ­ლე­ბიც დღეს "სა­ხალ­ხო დარ­ბა­ზის" აქ­ცი­ა­ზე მის­ვლას გეგ­მავ­დნენ.

"ჩვენ გვაქვს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნებ­ში სად­რო­შო­ე­ბი, ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი მო­ე­მარ­თე­ბოდ­ნენ აჭა­რი­დან, იმე­რე­თი­დან, კა­ხე­თი­დან, თუმ­ცა დრო­ე­ბით ისი­ნი გა­ვა­ჩე­რეთ სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. ჩვენ დრო­ე­ბით ოფი­სი­დან და­ვაკ­ვირ­დე­ბით სი­ტუ­ა­ცი­ას. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუკი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" არ და­იშ­ლე­ბი­ან, დესტრუქ­ცი­ულ ძა­ლას არ მივ­ცემთ ქვეყ­ნის გა­დატ­რი­ა­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას და და­ვიძ­ვრე­ბით. თუ და­პი­რის­პი­რე­ბა გახ­და სა­ჭი­რო, და­ვუ­პი­რის­პირ­დე­ბით კი­დეც", - გა­ნა­ცხა­და გო­დერ­ძი ოთა­რაშ­ვილ­მა.

რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე "სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დარ­ბა­ზის" აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას პო­ლი­ცი­ას კორ­დო­ნი ჰქონ­და გა­კე­თე­ბუ­ლი. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა, რო­გორც ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რე­ბი აცხა­დე­ბენ, აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს მო­უ­წო­დეს, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მიერ და­გეგ­მი­ლი აქ­ცი­ის­თვის ხელი არ შე­ე­შა­ლათ და არ გა­მო­ეწ­ვი­ათ შე­საძ­ლო და­პი­რის­პი­რე­ბა, რის შემ­დე­გაც სა­ხალ­ხო დარ­ბა­ზის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ოფი­სის­კენ და­იძ­რნენ.

"სა­ხალ­ხო დარ­ბა­ზის" აქ­ცია დას­რულ­და.

დღეს, 16.00 სათ­ზე, თბი­ლის­ში "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აქ­ცი­ას - "არა ოკუ­პა­ცი­ას" მარ­თავს.

"სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზმა" რუსთაველზე აქცია "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" შეწყვიტა

"სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზმა" რუსთაველზე აქცია "ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე" შეწყვიტა

ორგანიზაცია "სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის" წევრებმა საგანგებო ბრიფინგი გამართეს და განაცხადეს, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციას წყვეტს.

განცხადება ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოდერძი ოთარაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, ორგანიზაციის წევრები, რომლებიც რუსთაველის გამზირზე აქციას გეგმავდნენ, დაემორჩილნენ პოლიციის მოწოდებას და პარლამენტის მიმართულებით მსვლელობა აღარ გამართეს.

გოდერძი ოთარაშვილის განაცხადებით, მან რეგიონებიდან მობილიზებული ორგანიზაციის წევრები შეაჩერა, რომლებიც დღეს "სახალხო დარბაზის" აქციაზე მისვლას გეგმავდნენ.

"ჩვენ გვაქვს სხვადასხვა რეგიონებში სადროშოები, ჩვენი ორგანიზაციის წევრები მოემართებოდნენ აჭარიდან, იმერეთიდან, კახეთიდან, თუმცა დროებით ისინი გავაჩერეთ სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ დროებით ოფისიდან დავაკვირდებით სიტუაციას. იმ შემთხვევაში, თუკი "ნაციონალები" არ დაიშლებიან, დესტრუქციულ ძალას არ მივცემთ ქვეყნის გადატრიალების საშუალებას და დავიძვრებით. თუ დაპირისპირება გახდა საჭირო, დავუპირისპირდებით კიდეც", - განაცხადა გოდერძი ოთარაშვილმა.

რუსთაველის გამზირზე "სრულიად საქართველოს სახალხო დარბაზის" აქციის მიმდინარეობისას პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული. სამართალდამცველებმა, როგორც ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, აქციის მონაწილეებს მოუწოდეს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი აქციისთვის ხელი არ შეეშალათ და არ გამოეწვიათ შესაძლო დაპირისპირება, რის შემდეგაც სახალხო დარბაზის წარმომადგენლები ოფისისკენ დაიძრნენ.

"სახალხო დარბაზის" აქცია დასრულდა.

დღეს, 16.00 სათზე, თბილისში "ნაციონალური მოძრაობა" აქციას - "არა ოკუპაციას" მართავს.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა