სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უახლესი ინფორმაცია დავით გალეგაშვილის ჯანმრთელობის შესახებ
უახლესი ინფორმაცია დავით გალეგაშვილის ჯანმრთელობის შესახებ

ექი­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით გა­ლე­გაშ­ვილს სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბის ნიშ­ნე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა სოფ­ლის მე­ორ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და­ვით გა­ლე­გაშ­ვილს ქალა-ტვი­ნის ტრავ­მა აქვს, ხოლო სხე­ულ­ზე და­ზი­ა­ნე­ბის ნიშ­ნე­ბი არ აღე­ნიშ­ნე­ბა , - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ექიმ­მა-რე­ა­ნი­მა­ტო­ლოგ­მა მაია ჩიკ­ვა­ი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

"პა­ცი­ენ­ტი შე­მო­იყ­ვა­ნეს გუ­შინ. ის სას­წრა­ფომ მო­იყ­ვა­ნა. მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია. იმ­ყო­ფე­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში და უტარ­დე­ბა მკურ­ნა­ლო­ბა. აღე­ნიშ­ნე­ბა ქალა-ტვი­ნის და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მა. მე­ქა­ნიზ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცია არ გაგ­ვაჩ­ნია. არ ვართ კომ­პე­ტენ­ტუ­რე­ბი", - აღ­ნიშ­ნა ექიმ­მა.

კი­თხვა­ზე, გა­მო­რი­ცხავს, თუ არა, რომ და­ზი­ა­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი იყო ცე­მის­გან, ექიმ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ არც გა­მო­რი­ცხავს და არც ადას­ტუ­რებს, რად­გან ეს არ არის მისი კომ­პე­ტენ­ცია.

ცე­მის ფაქ­ტი რომ ყო­ფი­ლი­ყო საქ­მე იქ­ნე­ბო­და აღ­ძრუ­ლი, ვი­ნა­ი­დან საქ­მე არ არის აღ­ძრუ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ამას­თან არ გვაქვს საქ­მე, - ეს გან­ცხა­დე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა, ოთარ და­ნე­ლი­ამ რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მისი მო­ად­გი­ლის და­ვით გა­ლე­გაშ­ვი­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ა­კე­თა.

გა­ლე­გაშ­ვი­ლი ქალა-ტვი­ნის და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მით კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა.

მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ვით გა­ლე­გაშ­ვი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გუ­შინ მი­იყ­ვა­ნეს. "მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რია, თუმ­ცა, მინ­და ვთხო­ვო ყვე­ლა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბას, ნუ შე­იყ­ვა­ნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბას შეც­დო­მა­ში და გა­და­უ­მოწ­მე­ბელ ინ­ფორ­მა­ცი­ას ნუ გა­ავ­რცე­ლე­ბენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ მი­ი­ღო არას­წო­რი ინ­ფორ­მა­ცია, ეს შემ­თხვე­ვა არ მომ­ხდა­რა დღეს, მოხ­და წუ­ხელ, - გა­ნა­ცხა­და და­ნე­ლი­ამ.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და­ვით გა­ლე­გაშ­ვი­ლი თა­ვის ტრავ­მით რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში იმ­ყო­ფე­ბა.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­ცხა­დეს, შემ­თხვე­ვა გუ­შინ მოხ­და, და­ვით გა­ლე­გაშ­ვი­ლი, წა­იქ­ცა, რის შე­დე­გა­დაც თავი და­არ­ტყა და ამ­ჟა­მად კო­მა­შია. "ის მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ექი­მე­ბის დაკ­ვირ­ვე­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა. ექი­მე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა უმ­ჯო­ბეს­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნეს პრეს­სამ­სა­ხურ­ში.

თუმ­ცა, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­ვით გა­ლე­გაშ­ვი­ლი ნა­ცე­მია, რა­საც პრეს­სამ­სა­ხურ­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

უახლესი ინფორმაცია დავით გალეგაშვილის ჯანმრთელობის შესახებ

უახლესი ინფორმაცია დავით გალეგაშვილის ჯანმრთელობის შესახებ

ექიმის ინფორმაციით, დავით გალეგაშვილს სხეულზე დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება სოფლის მეორნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილს ქალა-ტვინის ტრავმა აქვს, ხოლო სხეულზე დაზიანების ნიშნები არ აღენიშნება , - ამის შესახებ ჟურნალისტებს რესპუბლიკურ საავადმყოფოში ექიმმა-რეანიმატოლოგმა მაია ჩიკვაიძემ განუცხადა.

"პაციენტი შემოიყვანეს გუშინ. ის სასწრაფომ მოიყვანა. მდგომარეობა სტაბილურია. იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში და უტარდება მკურნალობა. აღენიშნება ქალა-ტვინის დახურული ტრავმა. მექანიზმებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გაგვაჩნია. არ ვართ კომპეტენტურები", - აღნიშნა ექიმმა.

კითხვაზე, გამორიცხავს, თუ არა, რომ დაზიანება მიღებული იყო ცემისგან, ექიმმა განაცხადა, რომ არც გამორიცხავს და არც ადასტურებს, რადგან ეს არ არის მისი კომპეტენცია.

ცემის ფაქტი რომ ყოფილიყო საქმე იქნებოდა აღძრული, ვინაიდან საქმე არ არის აღძრული, სავარაუდოდ, ამასთან არ გვაქვს საქმე, - ეს განცხადება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისი მოადგილის დავით გალეგაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა.

გალეგაშვილი ქალა-ტვინის დახურული ტრავმით კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება.

მინისტრის ინფორმაციით, დავით გალეგაშვილი საავადმყოფოში გუშინ მიიყვანეს. "მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, მინდა ვთხოვო ყველა მედიასაშუალებას, ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში და გადაუმოწმებელ ინფორმაციას ნუ გაავრცელებენ. საზოგადოებამ მიიღო არასწორი ინფორმაცია, ეს შემთხვევა არ მომხდარა დღეს, მოხდა წუხელ, - განაცხადა დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი თავის ტრავმით რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევა გუშინ მოხდა, დავით გალეგაშვილი, წაიქცა, რის შედეგადაც თავი დაარტყა და ამჟამად კომაშია. "ის მთელი დღის განმავლობაში ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა უმჯობესდება", - აღნიშნეს პრესსამსახურში.

თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დავით გალეგაშვილი ნაცემია, რასაც პრესსამსახურში კატეგორიულად უარყოფენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია