"ნაციონალური მოძრაობა" 15 ნოემბრის აქციისთვის ემზადება. რამდენიმე წუთის წინ გოგა ხაჩიძემ ფეისბუქის პირად გვერდზე შემდეგი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა.
"სუს"-ი დაყვება ჩვენს მანქანებს.
ცალკე ჩვენი მანქანები დაყვება "სუს"-ს.
უდღეურებო! ისეთი სისწრაფით და ისეთი რაოდენობით ვახდენთ თქვენს იდენტიფიცირებას რომ შეგშურდებათ!
ჯერ შეგშურდებათ... მუქარები და ახლობლებთან ზარები შეწყვიტეთ თორემ შური უკან მოგრჩებათ!
საქმეს მიხედეთ და ხელს ნუ გვიშლით! კანონს არ ვარღვევთ ჩვენ!
სახელ/გვარ/მისამართიან/ბიოგრაფიან/ფოტოიანა ჩამოგაწიკწიკებთ ჯეიმს ბონდებო!" - წერს ხაჩიძე.