პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რობერტ სტურუა, ჯერ მომიფურთხებია შენთვის და მერე მარაზმატიკი ამაშუკელისთვის" - განრისხებული მღვდელმონაზონის პოსტი
"რობერტ სტურუა, ჯერ მომიფურთხებია შენთვის და მერე მარაზმატიკი ამაშუკელისთვის" - განრისხებული მღვდელმონაზონის პოსტი

"გა­ა­გო­რეს, ბევ­რი იცო­და...", - ასე იწყებს და შემ­დეგ ან­ვი­თა­რებს სა­კუ­თარ თე­ო­რი­ას რო­ბერტ სტუ­რუა სტა­ტუს­ში, რო­მე­ლიც მან კახა ბენ­დუ­ქი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქტს მი­უ­ძღვნა. მის ნათ­ქვამს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბევ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, თუმ­ცა მათ­გან ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მღვდელ­მო­ნა­ზო­ნი ილია ვა­შა­კი­ძის სტა­ტუ­სი აღ­მოჩ­ნდა. "რო­ბერტ სტუ­რუა, ჯერ მო­მი­ფურ­თხე­ბია შენ­თვის და მერე მა­რაზ­მა­ტი­კი ამა­შუ­კე­ლის­თვის", - წერს სა­სუ­ლი­ე­რო პირი.

Facebook/ ილია ვა­შა­კი­ძე:

"რო­ბერტ სტუ­რუ­ა­ზე და რეზო ამა­შუ­კელ­ზე ვარ მაგ­რად გან­რის­ხე­ბუ­ლი. ვაგ­ლახ, რომ ესაა ჩვე­ნი სუ­ლი­ე­რე­ბა დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში... ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბაც პო­ლი­ტი­კად აქ­ცი­ეს ამ კა­ცუ­ნებ­მა... კახა ბენ­დუ­ქი­ძე ღმერ­თმა აცხო­ნოს, მა­გა­რი კაცი იყო... რა ქარ­თვე­ლი კა­ცის საქ­მეა ადა­მი­ა­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე სი­ხა­რუ­ლი...

რო­ბერტ სტუ­რუა, ჯერ მო­მი­ფურ­თხე­ბია შენ­თვის და მერე მა­რაზ­მა­ტი­კი ამა­შუ­კე­ლის­თვის. მე, რო­გორც მღვდე­ლი და ქარ­თვე­ლი, სი­ნა­ნულს გი­სურ­ვებთ... სი­ნა­ნუ­ლამ­დე ფურ­თხის ღირ­სნი ხართ...

ჩემს მრი­ხა­ნე­ბას თქვენს მი­მართ სა­ჯა­როდ ჩემს ცოდ­ვად ვთვლი. ჩემს თავ­საც სი­ნა­ნულს ვუ­სურ­ვებ... ილო­ცეთ ჩემ­თვის, ხალ­ხო. ეს ბოღ­მა და ერ­თმა­ნე­თი­სად­მი სი­ძულ­ვი­ლი ქო­რე­პის­კო­პოს ია­კო­ბის ქა­და­გე­ბე­ბის ნა­ყო­ფია. იხი­ლეთ მისი ქა­და­გე­ბე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში, ოღონდ ყუ­რა­დღე­ბით არ მო­უს­მი­ნოთ, თო­რემ თქვენც გა­გა­ხა­რებთ კა­ცის სიკ­ვდი­ლი... მო­მიხ­სე­ნი­ეთ ლოც­ვებ­ში...

იხი­ლეთ კახა ბენ­დუ­ქი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბი თეგ­ზე #კახა ბენ­დუ­ქი­ძე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"რობერტ სტურუა, ჯერ მომიფურთხებია შენთვის და მერე მარაზმატიკი ამაშუკელისთვის" - განრისხებული მღვდელმონაზონის პოსტი

"რობერტ სტურუა, ჯერ მომიფურთხებია შენთვის და მერე მარაზმატიკი ამაშუკელისთვის" - განრისხებული მღვდელმონაზონის პოსტი

"გააგორეს, ბევრი იცოდა...", - ასე იწყებს და შემდეგ ანვითარებს საკუთარ თეორიას რობერტ სტურუა სტატუსში, რომელიც მან კახა ბენდუქიძის გარდაცვალების ფაქტს მიუძღვნა. მის ნათქვამს სოციალურ ქსელებში ბევრი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა მათგან ყველაზე გამორჩეული მღვდელმონაზონი ილია ვაშაკიძის სტატუსი აღმოჩნდა. "რობერტ სტურუა, ჯერ მომიფურთხებია შენთვის და მერე მარაზმატიკი ამაშუკელისთვის", - წერს სასულიერო პირი.

Facebook/ ილია ვაშაკიძე:

"რობერტ სტურუაზე და რეზო ამაშუკელზე ვარ მაგრად განრისხებული. ვაგლახ, რომ ესაა ჩვენი სულიერება დღევანდელ რეალობაში... ადამიანის გარდაცვალებაც პოლიტიკად აქციეს ამ კაცუნებმა... კახა ბენდუქიძე ღმერთმა აცხონოს, მაგარი კაცი იყო... რა ქართველი კაცის საქმეა ადამიანის გარდაცვალებაზე სიხარული...

რობერტ სტურუა, ჯერ მომიფურთხებია შენთვის და მერე მარაზმატიკი ამაშუკელისთვის. მე, როგორც მღვდელი და ქართველი, სინანულს გისურვებთ... სინანულამდე ფურთხის ღირსნი ხართ...

ჩემს მრიხანებას თქვენს მიმართ საჯაროდ ჩემს ცოდვად ვთვლი. ჩემს თავსაც სინანულს ვუსურვებ... ილოცეთ ჩემთვის, ხალხო. ეს ბოღმა და ერთმანეთისადმი სიძულვილი ქორეპისკოპოს იაკობის ქადაგებების ნაყოფია. იხილეთ მისი ქადაგებები ინტერნეტში, ოღონდ ყურადღებით არ მოუსმინოთ, თორემ თქვენც გაგახარებთ კაცის სიკვდილი... მომიხსენიეთ ლოცვებში...

იხილეთ კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სტატიები თეგზე #კახა ბენდუქიძე