Faceამბები
საზოგადოება

26

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:56-ზე, მთვარე 21:22-დან ტყუპში იქნება – საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. ძილის წინ მიიღეთ გამწმენდი შხაპი. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ევროვიზიაზე'' ლიზი ჯაფარიძეს ქეთა თოფურიას დედა უგულშემატკივრებს
''ევროვიზიაზე'' ლიზი ჯაფარიძეს ქეთა თოფურიას დედა უგულშემატკივრებს

სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზია" წელს 15 ნო­ემ­ბერს მალ­ტა­ში ჩა­ტარ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს ამ­ჯე­რად 10 წლის ულა­მა­ზე­სი გო­გო­ნა ლიზი ჯა­ფა­რი­ძე წა­რად­გენს, სიმ­ღე­რით "ბედ­ნი­ე­რი დღე", რომ­ლის ავ­ტო­რიც გიგა კუ­ხი­ა­ნი­ძე გახ­ლავთ. ლიზი დღეს "რე­ი­ტინ­გის" სტუ­მა­რია. ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო მო­სა­უბ­რე აღ­მოჩ­ნდა.

- ლიზი, სიმ­ღე­რა რო­დის და­ი­წყე?

- სიმ­ღე­რა ლა­პა­რაკ­თან ერ­თად და­ვი­წყე. ძა­ლი­ან მიყ­ვარს მუ­სი­კა. თა­ვი­დან ძა­ლი­ან ცოტა ხანს ვი­ყა­ვი "ბას­ტი ბუ­ბუ­ში". იქ თით­ქმის არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. უფრო გარ­თო­ბა იყო ჩემ­თვის, თა­მა­ში, რად­გან ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი. 6 წლის ასაკ­ში "ბზი­კებ­ში" მო­ვე­დი. თა­ვი­დან ისე კარ­გად არ ვმღე­რო­დი, მაგ­რამ სმე­ნა მქონ­და. ად­ვი­ლი სიმ­ღე­რე­ბით და­ვი­წყეთ. კარ­გი პე­და­გო­გე­ბი მყავ­და. ნელ-ნელა და­ვიხ­ვე­წე.

- ამა­სო­ბა­ში გი­გამ ბევ­რი ბავ­შვი წა­იყ­ვა­ნა "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე". არ გიჩ­ნდე­ბო­და კი­თხვა, შენ რომ არ მიჰ­ყავ­დი?

- 4 წლის ვი­ყა­ვი, პირ­ვე­ლად "ევ­რო­ვი­ზი­ას" რომ ვუ­ყუ­რე. მა­შინ "ბზი­კე­ბი" გა­მო­დი­ოდ­ნენ. ემო­ცი­უ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი ვი­ყა­ვი, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­გი­ჟე­ბუ­ლი (იცი­ნის), ისე გა­მი­ხარ­და, რომ მო­ვი­გეთ. ამის მერე მო­ვე­დი "ბზი­კე­ბის" სტუ­დი­ა­ში…. კი­თხვა, რა თქმა უნდა, არ მიჩ­ნდე­ბო­და. არ ვი­ყა­ვი სა­თა­ნა­დოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი. შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ მქონ­და. ჟი­უ­რის რომ არ მოვ­წო­ნე­ბო­დი, მე­ო­რე გას­ვლა­ზე უკვე მოჰ­ბეზ­რდე­ბო­დათ ჩემი მოს­მე­ნა. ვე­ლო­დე­ბო­დით შე­სა­ფე­რის მო­მენტს და აი, დად­გა ეს დროც. პირ­ვე­ლად გა­ვე­დი კას­ტინგზე და პირ­ვე­ლი­ვე მცდე­ლო­ბა­ზე გა­მი­მარ­თლა.

- ახლა მზად ხარ, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლი გა­ი­ტა­ნო "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე"?

- ერთი კვი­რაა, სკო­ლა­ში არ დავ­დი­ვარ, მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ხელს მი­წყო­ბენ. აფო­რი­ა­ქე­ბუ­ლი ვარ. არ მინ­და, ამ­ხე­ლა დარ­ბაზ­ში შევ­რცხვე. ბევ­რი ჩა­საფ­რე­ბუ­ლი თვა­ლი მი­ყუ­რებს. ერთი სული აქვთ, ფეხი გა­და­გიბ­რუნ­დეს, რომ მერე ამა­ზე და­წე­რონ. იქე­ქე­ბი­ან, სულ კრი­ტი­კუ­ლი თვა­ლით გი­ყუ­რე­ბენ.

- შენი ვი­დე­ორ­გო­ლის გამო გულ­ნატ­კე­ნი მეჩ­ვე­ნე­ბი, უარ­ყო­ფი­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და?

- კი, ნა­ხე­ვარ­ზე მეტი ცუდი კო­მენ­ტა­რი წა­ვი­კი­თხე. ჩემ­თვის ყვე­ლა კო­მენ­ტა­რი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. გულს მტკენს, როცა ამ­ბო­ბენ, რას ჰგავ­სო, და­ბე­რე­ბუ­ლი სახე აქ­ვსო. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამით სა­კუ­თარ თავს აყე­ნე­ბენ შე­უ­რა­ცხყო­ფას, მე ვე­რა­ფერს და­მაკ­ლე­ბენ, უბ­რა­ლოდ, გულს მტკე­ნენ. ასე მგო­ნია, არ ვიმ­სა­ხუ­რებ.

- ლიზი, არა­ქარ­თუ­ლი აქ­ცენ­ტი გაქვს, თით­ქოს უკ­რა­ი­ნუ­ლი…...

- დე­და­ჩე­მის ბე­ბია იყო უკ­რა­ი­ნე­ლი. ნა­ხევ­რად რუ­სია ჩემი ბა­ბუა, მა­მა­ჩე­მის მამა. რამ­დე­ნი­მე თვე სა­ბერ­ძნეთ­ში მო­მი­წია ცხოვ­რე­ბამ. ალ­ბათ, ამა­ნაც იქო­ნია გავ­ლე­ნა.

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

''ევროვიზიაზე'' ლიზი ჯაფარიძეს ქეთა თოფურიას დედა უგულშემატკივრებს

''ევროვიზიაზე'' ლიზი ჯაფარიძეს ქეთა თოფურიას დედა უგულშემატკივრებს

საბავშვო ''ევროვიზია'' წელს 15 ნოემბერს მალტაში ჩატარდება. საქართველოს ამჯერად 10 წლის ულამაზესი გოგონა ლიზი ჯაფარიძე წარადგენს, სიმღერით ''ბედნიერი დღე'', რომლის ავტორიც გიგა კუხიანიძე გახლავთ. ლიზი დღეს ''რეიტინგის'' სტუმარია. ჩვენი რესპონდენტი საკმაოდ საინტერესო მოსაუბრე აღმოჩნდა.

- ლიზი, სიმღერა როდის დაიწყე?

- სიმღერა ლაპარაკთან ერთად დავიწყე. ძალიან მიყვარს მუსიკა. თავიდან ძალიან ცოტა ხანს ვიყავი ''ბასტი ბუბუში''. იქ თითქმის არაფერი გამიკეთებია. უფრო გართობა იყო ჩემთვის, თამაში, რადგან ძალიან პატარა ვიყავი. 6 წლის ასაკში ''ბზიკებში'' მოვედი. თავიდან ისე კარგად არ ვმღეროდი, მაგრამ სმენა მქონდა. ადვილი სიმღერებით დავიწყეთ. კარგი პედაგოგები მყავდა. ნელ-ნელა დავიხვეწე.

- ამასობაში გიგამ ბევრი ბავშვი წაიყვანა ''ევროვიზიაზე''. არ გიჩნდებოდა კითხვა, შენ რომ არ მიჰყავდი?

- 4 წლის ვიყავი, პირველად ''ევროვიზიას'' რომ ვუყურე. მაშინ ''ბზიკები'' გამოდიოდნენ. ემოციური გულშემატკივარი ვიყავი, ფაქტობრივად, გაგიჟებული (იცინის), ისე გამიხარდა, რომ მოვიგეთ. ამის მერე მოვედი ''ბზიკების'' სტუდიაში…. კითხვა, რა თქმა უნდა, არ მიჩნდებოდა. არ ვიყავი სათანადოდ მომზადებული. შეცდომის დაშვების უფლება არ მქონდა. ჟიურის რომ არ მოვწონებოდი, მეორე გასვლაზე უკვე მოჰბეზრდებოდათ ჩემი მოსმენა. ველოდებოდით შესაფერის მომენტს და აი, დადგა ეს დროც. პირველად გავედი კასტინგზე და პირველივე მცდელობაზე გამიმართლა.

- ახლა მზად ხარ, საქართველოს სახელი გაიტანო ''ევროვიზიაზე''?

- ერთი კვირაა, სკოლაში არ დავდივარ, მასწავლებლებიც ხელს მიწყობენ. აფორიაქებული ვარ. არ მინდა, ამხელა დარბაზში შევრცხვე. ბევრი ჩასაფრებული თვალი მიყურებს. ერთი სული აქვთ, ფეხი გადაგიბრუნდეს, რომ მერე ამაზე დაწერონ. იქექებიან, სულ კრიტიკული თვალით გიყურებენ.

- შენი ვიდეორგოლის გამო გულნატკენი მეჩვენები, უარყოფითი გამოხმაურება ჰქონდა?

- კი, ნახევარზე მეტი ცუდი კომენტარი წავიკითხე. ჩემთვის ყველა კომენტარი ძალიან მნიშვნელოვანია. გულს მტკენს, როცა ამბობენ, რას ჰგავსო, დაბერებული სახე აქვსო. ეს ადამიანები ამით საკუთარ თავს აყენებენ შეურაცხყოფას, მე ვერაფერს დამაკლებენ, უბრალოდ, გულს მტკენენ. ასე მგონია, არ ვიმსახურებ.

- ლიზი, არაქართული აქცენტი გაქვს, თითქოს უკრაინული…...

- დედაჩემის ბებია იყო უკრაინელი. ნახევრად რუსია ჩემი ბაბუა, მამაჩემის მამა. რამდენიმე თვე საბერძნეთში მომიწია ცხოვრებამ. ალბათ, ამანაც იქონია გავლენა.

იხილეთ გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება