ინტერნეტში პოპულარობით სარგებლობს ინტერვიუ კახა ბენდუქიძესთან, რომელიც "თავისუფალი უნივერსიტეტის" ბლოგზე 2014 წლის იანვარში გამოქვეყნდა. აღნიშნულ ინტერვიუში კახა ბენდუქიძე ამბობს, რომ არ აღელვებს, თუ რას დაწერენ მისი სიკვდილის შემდეგ. ამონარიდი ინტერვიუდან:
- თქვენ როგორ გინდათ, რომ საზოგადოებას დაამახსოვრდეთ?
- ახლა რასაც ვაკეთებ, ისაა მნიშვნელოვანი და მერე რას იტყვიან, სიმართლე გითხრათ, ფეხებზე მკიდია. ადამიანი რომ თავის ნეკროლოგზე უნდა ზრუნავდეს, ალბათ ქრისტიანობაში ჩამოყალიბებული შეხედულებაა. დიდი ხანია მიკვირს, როგორ არის ხალხი ორიენტირებული ამაზე. ადამიანი საკუთარ თავთან უნდა იყო მართალი პირველ რიგში. აი, მე რომ მოვკვდები, რას დაწერენ ჩემზე რაში მაღელვებს? ეს მნიშვნელოვანია სანამ ცოცხალი ვარ, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია რას ვაკეთებ.
იხილეთ კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სტატიები თეგზე #კახა ბენდუქიძე