პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სანდრო ბრეგაძე განმარტებებს აკეთებს - რის გამო წაშალა მინისტრის მოადგილემ "ნაციონალების" მხარდამჭერები მეგობრებიდან
სანდრო ბრეგაძე განმარტებებს აკეთებს - რის გამო წაშალა მინისტრის მოადგილემ "ნაციონალების" მხარდამჭერები მეგობრებიდან

კახა ბენ­დუ­ქი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი თუ რი­გი­თი ადა­მი­ა­ნი აქ­ვეყ­ნებს პოსტს. ცხა­დია, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა თა­ნაგ­რძნო­ბა­სა და მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს, თუმ­ცა არი­ან ისე­თი ადა­მი­ა­ნე­ბიც, რომ­ლე­ბიც ბიზ­ნეს­მე­ნის გარ­დაც­ვა­ლე­ბას თა­ნა­მო­აზ­რე­ებს ულო­ცა­ვენ და გარ­დაც­ვლი­ლის მი­მართ სა­ლან­ძღავ სი­ტყვებს არ იშუ­რე­ბენ. ამ ფონ­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ნე­გა­ტი­უ­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე სან­დრო ბრე­გა­ძის სტა­ტუსს, რო­მელ­მაც და­წე­რა:

"ამ­დე­ნი ხა­ნია ვე­ძებ, ვინ არი­ან ნა­ცე­ბი ჩემს მე­გობ­რებ­ში. ახლა შემ­თვე­ვით ლუსტრა­ცი­ის მო­მენ­ტი დად­გა და სას­წრა­ფოდ ყვე­ლას ვშლი".

მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ამ პოს­ტის გამო მწვა­ვე კრი­ტი­კი­სა და შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი სი­ტყვე­ბის ად­რე­სა­ტად იქცა, ვი­ნა­ი­დან სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ერ­თმა ნა­წილ­მა მი­იჩ­ნია, რომ ბრე­გა­ძის მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი ამ გან­ცხა­დე­ბის ად­რე­სა­ტი ის ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, ვინც ბენ­დუ­ქი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო მწუ­ხა­რე­ბა გა­მოთ­ქვეს. მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის მი­სა­მარ­თით შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის სტა­ტუ­სე­ბი გა­მოქ­ვეყ­ნდა:

"მხო­ლოდ იმის გამო, რომ სამ­ძი­მართ გა­მოთ­ქვა­მენ, ადა­მი­ა­ნებს მე­გობ­რე­ბი­დან შლის, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს რას უზამს სამ­სა­ხურ­ში გან­სხვვა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბის ადა­მი­ა­ნებს"

"რამ­დე­ნი და­კარ­გავს სამ­სა­ხურს... ასე­თი გა­ბო­რო­ტე­ბუ­ლი და და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი მთავ­რო­ბა ის­ტო­რი­ას არ ახ­სოვს"

"მო­ად­გი­ლემ უად­გი­ლოდ გა­ა­კე­თა თვით­ლუსტრა­ცია!!"

"კა­ხას მე­ა­თე­დი ცოდ­ნა მა­ინც ქონ­დეს... მი­ნი­მუმ სი­ძულ­ვი­ლის ენის გამო გა­გა­თა­ვი­სუფ­ლებ­დნენ პოს­ტი­დან, ნორ­მა­ლუ­რი ქვე­ყა­ნა რომ იყოს", - ეს ბრე­გა­ძის ყვე­ლა­ზე მსუ­ბუ­ქი შე­ფა­სე­ბე­ბია.

კო­მენ­ტა­რე­ბის გამო სან­დრო ბრე­გა­ძე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და სა­კუ­თა­რი სი­ტყვე­ბი გა­ნე­მარ­ტა:

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა,რომ ბა­ტო­ნი ბენ­დუ­ქი­ძის იდე­ე­ბი და ჩემი იდე­ე­ბი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბო­და ერ­თმა­ნე­თის­გან, ვწუხ­ვარ მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო. სულ მახ­სენ­დე­ბა გა­ხა­რე­ბუ­ლი, გა­ცის­კროვ­ნე­ბუ­ლი სა­ხე­ე­ბით მო­სი­ა­რუ­ლე ნა­ცე­ბი, რო­დე­საც ცხო­ნე­ბუ­ლი ბად­რი პა­ტარ­კა­ციშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ამ­ბა­ვი შე­ი­ტყვეს და ბედ­ნი­ე­რი ვარ იმი­თი, რომ ჩვე­ნი ხალ­ხი რა­დი­კა­ლუ­რად გან­სხვავ­დე­ბა მათ­გან. 1 კვი­რაა ნა­ცე­ბის შე­მო­ტე­ვა მაქვს facebook-ში,ხან ერთი მწერს და ხან მე­ო­რე, გუ­შინ სა­ერ­თოდ ჟურ­ნა­ლისტ სვა­ნი­ძე­ზე თავ­დამ­სხმე­ლი ნა­ცაქ­ტი­ვის­ტე­ბი მიხ­სნიდ­ნენ გულს, არ მა­ინ­ტე­რე­სებს, პა­ტივ­ცე­მუ­ლო ნა­ცე­ბო, არც თქვე­ნი გუ­ლახ­დი­ლი სა­უბ­რე­ბი და არც მო­ნა­ნი­ე­ბის მსგავ­სი ტექ­სტე­ბი, გთხოვთ თა­ვად და­ტო­ვოთ ჩემი მე­გობ­რე­ბის სია. ეს რომ დავ­წე­რე, ვი­ღაც ნა­ცებს ერთი ამ­ბა­ვი აუ­ტე­ხავთ, იმათ შლის ვი­საც ბენ­დუ­ქი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე გლო­ვა აქვს გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლიო. მარ­თლა ვერ ხართ თქვე ღვთის­გან გო­ნე­ბა­წარ­თმე­უ­ლე­ბო თქვენს ჭკუ­ა­ზე თუ რა გჭირთ??? რა შუ­ა­შია აწ გარ­დაც­ვლილ ადა­მი­ან­თან მე­გობ­რო­ბა?? არ მინ­და ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი მე­გობ­რებ­ში და რა ვქნა?? ან რას მი­მე­გობ­რდე­ბით არ მეს­მის?? მსტოვ­რე­ბად ხართ შე­მო­სუ­ლე­ბი, რომ შემ­დეგ ცრუ ინ­ფორ­მა­ცია წა­ი­ღოთ და გა­ავ­რცე­ლოთ?? ამი­ტომ დე­ლი­კა­ტუ­რად გიხ­სნით, რომ არ მსურს თქვენ­თან არც ვირ­ტუ­ა­ლურ და არც რე­ა­ლურ სივ­რცე­ში მე­გობ­რო­ბა და თა­ვად და­ტო­ვეთ ჩემი მე­გობ­რე­ბის სია!!!", - წერს სან­დრო ბრე­გა­ძე.

შე­გახ­სნე­ებთ, კახა ბენ­დუ­ქი­ძე 58 წლის ასაკ­ში გულ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

იხი­ლეთ კახა ბენ­დუ­ქი­ძის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სტა­ტი­ე­ბი თეგ­ზე #კახა ბენ­დუ­ქი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

სანდრო ბრეგაძე განმარტებებს აკეთებს - რის გამო წაშალა მინისტრის მოადგილემ "ნაციონალების" მხარდამჭერები მეგობრებიდან

სანდრო ბრეგაძე განმარტებებს აკეთებს - რის გამო წაშალა მინისტრის მოადგილემ "ნაციონალების" მხარდამჭერები მეგობრებიდან

კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ სოციალურ ქსელში უამრავი ცნობილი თუ რიგითი ადამიანი აქვეყნებს პოსტს. ცხადია, მათი უმრავლესობა თანაგრძნობასა და მწუხარებას გამოთქვამს, თუმცა არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ბიზნესმენის გარდაცვალებას თანამოაზრეებს ულოცავენ და გარდაცვლილის მიმართ სალანძღავ სიტყვებს არ იშურებენ. ამ ფონზე სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე სანდრო ბრეგაძის სტატუსს, რომელმაც დაწერა:

"ამდენი ხანია ვეძებ, ვინ არიან ნაცები ჩემს მეგობრებში. ახლა შემთვევით ლუსტრაციის მომენტი დადგა და სასწრაფოდ ყველას ვშლი".

მინისტრის მოადგილე ამ პოსტის გამო მწვავე კრიტიკისა და შეურაცხმყოფელი სიტყვების ადრესატად იქცა, ვინაიდან სოციალური ქსელების მომხმარებლების ერთმა ნაწილმა მიიჩნია, რომ ბრეგაძის მიერ გაკეთებული ამ განცხადების ადრესატი ის ადამიანები იყვნენ, ვინც ბენდუქიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს. მინისტრის მოადგილის მისამართით შემდეგი შინაარსის სტატუსები გამოქვეყნდა:

"მხოლოდ იმის გამო, რომ სამძიმართ გამოთქვამენ, ადამიანებს მეგობრებიდან შლის, წარმოიდგინეთ, ეს რას უზამს სამსახურში განსხვვავებული პოლიტიკური შეხედულების ადამიანებს"

"რამდენი დაკარგავს სამსახურს... ასეთი გაბოროტებული და დაკომპლექსებული მთავრობა ისტორიას არ ახსოვს"

"მოადგილემ უადგილოდ გააკეთა თვითლუსტრაცია!!"

"კახას მეათედი ცოდნა მაინც ქონდეს... მინიმუმ სიძულვილის ენის გამო გაგათავისუფლებდნენ პოსტიდან, ნორმალური ქვეყანა რომ იყოს", - ეს ბრეგაძის ყველაზე მსუბუქი შეფასებებია.

კომენტარების გამო სანდრო ბრეგაძე იძულებული გახდა საკუთარი სიტყვები განემარტა:

"მიუხედავად იმისა,რომ ბატონი ბენდუქიძის იდეები და ჩემი იდეები რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან, ვწუხვარ მისი გარდაცვალების გამო. სულ მახსენდება გახარებული, გაცისკროვნებული სახეებით მოსიარულე ნაცები, როდესაც ცხონებული ბადრი პატარკაციშვილის გარდაცვალების ამბავი შეიტყვეს და ბედნიერი ვარ იმითი, რომ ჩვენი ხალხი რადიკალურად განსხვავდება მათგან. 1 კვირაა ნაცების შემოტევა მაქვს facebook-ში,ხან ერთი მწერს და ხან მეორე, გუშინ საერთოდ ჟურნალისტ სვანიძეზე თავდამსხმელი ნაცაქტივისტები მიხსნიდნენ გულს, არ მაინტერესებს, პატივცემულო ნაცებო, არც თქვენი გულახდილი საუბრები და არც მონანიების მსგავსი ტექსტები, გთხოვთ თავად დატოვოთ ჩემი მეგობრების სია. ეს რომ დავწერე, ვიღაც ნაცებს ერთი ამბავი აუტეხავთ, იმათ შლის ვისაც ბენდუქიძის გარდაცვალებაზე გლოვა აქვს გამოცხადებულიო. მართლა ვერ ხართ თქვე ღვთისგან გონებაწართმეულებო თქვენს ჭკუაზე თუ რა გჭირთ??? რა შუაშია აწ გარდაცვლილ ადამიანთან მეგობრობა?? არ მინდა ნაციონალები მეგობრებში და რა ვქნა?? ან რას მიმეგობრდებით არ მესმის?? მსტოვრებად ხართ შემოსულები, რომ შემდეგ ცრუ ინფორმაცია წაიღოთ და გაავრცელოთ?? ამიტომ დელიკატურად გიხსნით, რომ არ მსურს თქვენთან არც ვირტუალურ და არც რეალურ სივრცეში მეგობრობა და თავად დატოვეთ ჩემი მეგობრების სია!!!", - წერს სანდრო ბრეგაძე.

შეგახსნეებთ, კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.

იხილეთ კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სტატიები თეგზე #კახა ბენდუქიძე

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს