პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მგელი იდგა და თავლებში მიყურებდა" - საოცარი ამბავი, რომელიც ქართველ ჟურნალისტს ტყეში შეემთხვა
 "მგელი იდგა და თავლებში მიყურებდა" - საოცარი ამბავი, რომელიც ქართველ ჟურნალისტს ტყეში შეემთხვა

გა­სა­ო­ცა­რი ცხო­ვე­ლია მგე­ლი - მტა­ცე­ბე­ლი, მო­უთ­ვი­ნი­ე­რე­ბე­ლი, მაგ­რამ ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი... თქვენ გაქვთ მას­თან ერ­თად, ერთი-ერ­თზე ფოტო გა­და­ღე­ბუ­ლი? აი, ჟურ­ნა­ლიტ სოფო ჩაკ­ვე­ტა­ძეს კი აქვს.

ორი დღის წინ უეც­რად, ტყე­ში გა­და­ე­ყა­რა და მას­თან არა მარ­ტო სუ­რა­თი გა­და­ი­ღო, მგელ­თან თა­მა­შით გული კარ­გად იჯე­რა. თუმ­ცა სოფო ამით იმას სუ­ლაც არ ამ­ბობს, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი სრუ­ლი­ად უსაფრ­თხოა...

- ტყე­ში, ორი დღის წინ, ერთი-ერ­თზე პირ­ვე­ლად შევ­ხვდი მგელს. იქ და­უ­გეგ­მა­ვად, ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად აღ­მოვ­ჩნდი. მოკ­ლედ, მო­ნას­ტერ­ში მი­ვე­დით. მან­ქა­ნე­ბი­დან გად­მო­ვე­დით, ჩემი ახ­ლობ­ლე­ბი მო­ნას­ტერ­ში ავიდ­ნენ, მე კი მო­ბი­ლუ­რით ფო­ტო­ებს ვი­ღებ­დი.

მა­ნამ­დე მქონ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ იქ მგე­ლი მო­დი­ო­და ხოლ­მე და ძაღ­ლთან თა­მა­შობ­და. ვი­ღებ ფო­ტო­ებს და მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მოჩ­ნდა, იდგა და მი­ყუ­რებ­და. რომ გი­თხრათ, არ შე­მე­შინ­და-მეთ­ქი, - ასე არ ყო­ფი­ლა. რო­გორც ჩანს, მან­ქა­ნე­ბის ხმა­ზე მო­ვი­და, არა­და, ტყე­ში ცხოვ­რობს და ნა­დი­რობს, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მტა­ცე­ბე­ლია. რო­გორც მერე გა­ვი­გე, პა­ტა­რა ლეკ­ვი იყო მა­მა­ოს­თან რომ მოხ­ვდა, მისი გაზ­რდი­ლია, ადა­მი­ა­ნებს შეჩ­ვე­უ­ლია. ამი­ტომ არ ჰქონ­და აგ­რე­სია ჩემი და­ნახ­ვი­სას...

მოკ­ლედ, გაქ­ცე­ვას აზრი არ ჰქონ­და, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ტყე­ში მგელს გა­ექ­ცე?!

ოჯახ­ში ცხო­ვე­ლე­ბი ყვე­ლას ძა­ლი­ან გვიყ­ვარს და ყო­ველ­თვის გვყავ­და ძაღ­ლი (ბო­ლოს ჩემს მშობ­ლებს ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზი ჰყავ­დათ). მა­მა­ჩე­მი სულ გვე­უბ­ნე­ბო­და - ამან რამ­დე­ნი სა­უ­კუ­ნეც არ უნდა იცხოვ­როს ადა­მი­ა­ნებ­თან, მა­ინც მგე­ლია, არას­დროს და­უყ­ვი­როთ და მით უმე­ტეს არ და­სა­ჯოთ, არა­ვინ იცის რო­დის გა­ახ­სენ­დე­ბა, რომ მხე­ცია. ყო­ველ­თვის ელა­პა­რა­კეთ, ადა­მი­ა­ნის ხმა სულ უნდა ეს­მო­დე­სო (მამა, რო­გორც ადა­მი­ანს ყო­ველ­თვის ელა­პა­რა­კე­ბო­და ხოლ­მე და ისიც ყო­ველ­თვის თან, დაჰ­ყვე­ბო­და). ჰოდა, ამ უღ­რან ტყე­ში მგელ­თან ერთი-ერ­თზე რომ აღ­მოვ­ჩნდი, მა­შინ­ვე მა­მა­ჩე­მის სი­ტყვე­ბი გა­მახ­სენ­და. თან, რომ არ აი­ბუ­რძგლა და კბი­ლე­ბი არ და­მა­ნა­ხა, მივ­ხვდი რომ ჩემ­თან "ჩხუბს" არ აპი­რებ­და.

ტე­ლე­ფო­ნი მა­შინ­ვე ვი­დე­ოს რე­ჟიმ­ზე გა­დავ­რთე და მშვი­დად და­ვუ­ძა­ხე: მოდი, ნუ გე­ში­ნია-თქო. ალ­ბათ მო­ძღვა­რიც ასე მი­მარ­თავს, შეჩ­ვე­უ­ლია ამ და­ძა­ხე­ბას, თავი და­ხა­რა და ჩემ­სკენ წა­მო­ვი­და (ეს ვი­დეო "ფე­ის­ბუქ­ზეც" მაქვს ატ­ვირ­თუ­ლი). მო­ვი­და, დამ­ყნო­სა და მო­ნას­ტრის­კენ წა­ვი­და. მერე გა­ჩერ­და, მოტ­რი­ალ­და და და­მე­ლო­და (ალ­ბათ და­უ­ჯე­რე­ბე­ლია რა­საც ვყვე­ბი, მაგ­რამ ამ ვი­დე­ოს ნახ­ვა ყვე­ლას შე­უძ­ლია ჩემს გვერ­დზე). უკან გავ­ყე­ვი და მო­ნას­ტრამ­დე ერ­თად მი­ვე­დით. იქ მა­მაო გა­მოგ­ვე­გე­ბა, მო­მე­სალ­მა და მკი­თხა, ხომ არ შე­გე­შინ­დაო? შე­მე­შინ­და კი არა, ჩემ­ზე ბედ­ნი­ე­რი არა­ვინ იყო, ნამ­დვილ მგელ­თან ერ­თად ტყე­ში თა­ვი­სუფ­ლად დავ­დი­ო­დი...

ამ მხეცს მა­მა­ოს და­ნახ­ვა ისე გა­უ­ხარ­და, ერთ რა­მედ ღირ­და ამის ყუ­რე­ბა. მო­ძღვა­რი მო­ე­ფე­რა, იმან თა­მა­ში წა­მო­ი­წყო, მა­მა­ოს ხე­ლებს ულო­კავ­და, პა­ტა­რა ლეკ­ვი­ვით უჭერ­და კბი­ლებს და ხტო­და. უცებ მეც ძა­ლი­ან მო­მინ­და მოვ­ფე­რე­ბო­დი და თავ­ზე ხელი გა­და­ვუს­ვი. სი­ხა­რუ­ლის­გან შე­მო­მახ­ტა, მეც ხე­ლებს მი­ლო­კავ­და, ფე­ხებ­თან დაწ­ვა და ზურ­გზე გა­დატ­რი­ალ­და. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რა ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი...

ეს ფო­ტო­ე­ბიც სწო­რედ ამ დროს არის გა­და­ღე­ბუ­ლი, ერ­თმა ჩემ­მა თან­მხლებ­მა პირ­მა გა­დაგ­ვი­ღო.

- ე.ი. გა­დაგ­რი­ათ და ყვე­ლა მითი და ლე­გენ­და იმის შე­სა­ხებ, რომ მგე­ლი მო­უთ­ვი­ნი­ე­რე­ბე­ლი ცხო­ვე­ლია, და­ამ­სხვრია?

- არა, ნად­ვი­ლად არ თვი­ნი­ერ­დე­ბა. ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მტა­ცე­ბე­ლია. მისი ბო­ლომ­დე ნდო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. მჯე­რა მა­მა­ჩე­მის, არა­ვინ იცის რო­დის გა­ახ­სენ­დე­ბა თა­ვი­სი სიმ­ხე­ცე...

- მაგ­რამ მა­ინც უში­შა­რი ყო­ფილ­ხართ...

- ცხო­ვე­ლე­ბის მარ­თლა არას­დროს მში­ნე­ბია, მთე­ლი ოჯა­ხი ასე ვართ. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, პირ­ველ "მე­ცხრე არხზე" მუ­შა­ო­ბის პე­რი­ოდ­ში რე­პორ­ტა­ჟი გა­ვა­კე­თე. სპორ­ტის სა­სახ­ლე­ში რეპ­ტი­ლი­ე­ბი, ქვე­წარ­მავ­ლე­ბი ჰყავ­დათ ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი. თეთ­რი პი­თო­ნი რომ ვნა­ხე, თვა­ლე­ბი გა­მი­ფარ­თოვ­და, მომ­ვლელ­მა შე­მომ­თა­ვა­ზა, - შე­მო­იხ­ვი­ეო, კი­სერ­ზე შე­მო­ვიხ­ვიე და სტენ­და­ფი ისე ჩა­წე­რე. სრუ­ლი­ად უვ­ნე­ბე­ლია, ტერ­ა­რი­უმ­ში ცხოვ­რობს თბი­ლად, რძეს ას­მე­ვენ, მაგ­რამ ინ­სტინ­ქტი ხომ იმა­საც აქვს? კი­სერ­ში უკან, კე­ფა­ზე თავი შე­მი­ყო და დარ­ჩა ამ პო­ზა­ში. არც მა­შინ შემ­ში­ნე­ბია. ჩემ გარ­შე­მო ხალ­ხი გა­და­ი­რია, უცხო­ე­ბი ფო­ტო­ებს მი­ღებ­დნენ.

- ეს ცხო­ვე­ლე­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლია...

- ალ­ბათ, რაც მშობ­ლე­ბის­გან მომ­ყვე­ბა... მამა 4 წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა და დარ­დის­გან ჩვე­ნი გერ­მა­ნუ­ლი ნა­გა­ზიც მოკ­ვდა.

- რო­გორც უნდა მო­იქ­ცეს ადა­მი­ა­ნი, როცა ასე უეც­რად სად­მე მტა­ცე­ბელს და მით უფრო მგელს გა­და­ეყ­რე­ბა?

- ალ­ბათ, ისე, რო­გორც მე (სი­ცი­ლით ამ­ბობს). თუ ხრო­ვა შეგ­ხვდათ, რო­გორც ვიცი, ეს ძა­ლი­ან სა­ში­შია... თუმ­ცა სუ­რათ­ზე შე­იძ­ლე­ბა მომ­ხიბ­ლა­ვი იყოს იმის ყუ­რე­ბა, რომ მგელს ეთა­მა­შე­ბი, მაგ­რამ ჩემს შემ­თხვე­ვა­ში სულ სხვა რა­მე­შია საქ­მე - ეს ადა­მი­ა­ნის გაზ­რდი­ლი მგე­ლია, მო­ფე­რე­ბა­საა მიჩ­ვე­უ­ლი, ამის მი­უ­ხე­და­ვად ის ტყე­ში ცხოვ­რობს და ნა­დი­რობს, ადა­მი­ან­თან სი­ახ­ლო­ვემ მას­ში მტა­ცე­ბე­ლი ვერ გა­აქ­რო. მგე­ლი ერ­თა­დერ­თი ცხო­ვე­ლია, რომ­ლის მოთვი­ნი­ე­რე­ბაც ადა­მი­ან­მა დღემ­დე ვერ შეძ­ლო.

ამი­ტომ არა­ვის ვურ­ჩევ, ტყე­ში თავ­გა­და­სავ­ლე­ბი ეძე­ბოს... ზუს­ტად ამი­ტომ არ ვამ­ხელ ამ მო­ნას­ტრის ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბას - ათას­მა ადა­მი­ან­მა მა­ინც მომ­წე­რა "ფე­ის­ბუქ­ზე". შე­იძ­ლე­ბა შეც­დო­მაც და­ვუშ­ვი ეს ფო­ტო­ე­ბი რომ გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე, მაგ­რამ ისე­თი ბედ­ნი­რი ვი­ყა­ვი, მინ­დო­და, ყვე­ლას­თვის გა­მე­ზი­ა­რე­ბი­ნა რას ვგრძნობ­დი. მაგ­რამ მა­ინც, თუ სად­მე სო­ფელ­თან ახ­ლოს მგელს გა­და­ე­ყა­რეთ, რომ არ უნდა გა­იქ­ცეთ, აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გე­კი­დე­ბათ. ცხო­ვე­ლებს ად­რე­ნა­ლი­ნის სუნი აღი­ზი­ა­ნებთ, რო­მელ­საც ორ­გა­ნიზ­მი ში­შის დროს გა­მო­ყოფს. მოკ­ლედ, ჯო­ბია ტყე­ში მარ­ტომ არ ია­როთ. პრინ­ციპ­ში, მე გა­მი­მარ­თლა.

- სოფო, რო­გორც ვიცი, ნაკ­ბენ­ზე მე­ტად მათი და­ნერ­წყვაა სა­ში­ში, იმი­ტომ, რომ ცოფი ცხო­ვე­ლი­დან ადა­მი­ან­ზე სწო­რედ ნერ­წყვის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­და­დის...

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი აზრი, რომ მგლე­ბი ცო­ფი­ა­ნე­ბი არი­ან, აბ­სო­ლუ­ტუ­რი სი­სუ­ლე­ლეა. ხელი გაჭ­რი­ლი არ მქო­ნია, მერე ეს საპ­ნით კარ­გად და­ვი­ბა­ნე, მორ­ჩა. თან, ის მგე­ლი ცო­ფი­ანს სულ არ ჰგავ­და, უსაყ­ვარ­ლე­სი იყო.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"მგელი იდგა და თავლებში მიყურებდა" - საოცარი ამბავი, რომელიც ქართველ ჟურნალისტს ტყეში შეემთხვა

 "მგელი იდგა და თავლებში მიყურებდა" - საოცარი ამბავი, რომელიც ქართველ ჟურნალისტს ტყეში შეემთხვა

გასაოცარი ცხოველია მგელი - მტაცებელი, მოუთვინიერებელი, მაგრამ ძალიან ჭკვიანი... თქვენ გაქვთ მასთან ერთად, ერთი-ერთზე ფოტო გადაღებული? აი, ჟურნალიტ სოფო ჩაკვეტაძეს კი აქვს.

ორი დღის წინ უეცრად, ტყეში გადაეყარა და მასთან არა მარტო სურათი გადაიღო, მგელთან თამაშით გული კარგად იჯერა. თუმცა სოფო ამით იმას სულაც არ ამბობს, რომ ეს ყველაფერი სრულიად უსაფრთხოა...

- ტყეში, ორი დღის წინ, ერთი-ერთზე პირველად შევხვდი მგელს. იქ დაუგეგმავად, ახლობლებთან ერთად აღმოვჩნდი. მოკლედ, მონასტერში მივედით. მანქანებიდან გადმოვედით, ჩემი ახლობლები მონასტერში ავიდნენ, მე კი მობილურით ფოტოებს ვიღებდი.

მანამდე მქონდა ინფორმაცია, რომ იქ მგელი მოდიოდა ხოლმე და ძაღლთან თამაშობდა. ვიღებ ფოტოებს და მოულოდნელად გამოჩნდა, იდგა და მიყურებდა. რომ გითხრათ, არ შემეშინდა-მეთქი, - ასე არ ყოფილა. როგორც ჩანს, მანქანების ხმაზე მოვიდა, არადა, ტყეში ცხოვრობს და ნადირობს, ჩვეულებრივი მტაცებელია. როგორც მერე გავიგე, პატარა ლეკვი იყო მამაოსთან რომ მოხვდა, მისი გაზრდილია, ადამიანებს შეჩვეულია. ამიტომ არ ჰქონდა აგრესია ჩემი დანახვისას...

მოკლედ, გაქცევას აზრი არ ჰქონდა, როგორ შეიძლება ტყეში მგელს გაექცე?!

ოჯახში ცხოველები ყველას ძალიან გვიყვარს და ყოველთვის გვყავდა ძაღლი (ბოლოს ჩემს მშობლებს ძალიან ჭკვიანი გერმანული ნაგაზი ჰყავდათ). მამაჩემი სულ გვეუბნებოდა - ამან რამდენი საუკუნეც არ უნდა იცხოვროს ადამიანებთან, მაინც მგელია, არასდროს დაუყვიროთ და მით უმეტეს არ დასაჯოთ, არავინ იცის როდის გაახსენდება, რომ მხეცია. ყოველთვის ელაპარაკეთ, ადამიანის ხმა სულ უნდა ესმოდესო (მამა, როგორც ადამიანს ყოველთვის ელაპარაკებოდა ხოლმე და ისიც ყოველთვის თან, დაჰყვებოდა). ჰოდა, ამ უღრან ტყეში მგელთან ერთი-ერთზე რომ აღმოვჩნდი, მაშინვე მამაჩემის სიტყვები გამახსენდა. თან, რომ არ აიბურძგლა და კბილები არ დამანახა, მივხვდი რომ ჩემთან "ჩხუბს" არ აპირებდა.

ტელეფონი მაშინვე ვიდეოს რეჟიმზე გადავრთე და მშვიდად დავუძახე: მოდი, ნუ გეშინია-თქო. ალბათ მოძღვარიც ასე მიმართავს, შეჩვეულია ამ დაძახებას, თავი დახარა და ჩემსკენ წამოვიდა (ეს ვიდეო "ფეისბუქზეც" მაქვს ატვირთული). მოვიდა, დამყნოსა და მონასტრისკენ წავიდა. მერე გაჩერდა, მოტრიალდა და დამელოდა (ალბათ დაუჯერებელია რასაც ვყვები, მაგრამ ამ ვიდეოს ნახვა ყველას შეუძლია ჩემს გვერდზე). უკან გავყევი და მონასტრამდე ერთად მივედით. იქ მამაო გამოგვეგება, მომესალმა და მკითხა, ხომ არ შეგეშინდაო? შემეშინდა კი არა, ჩემზე ბედნიერი არავინ იყო, ნამდვილ მგელთან ერთად ტყეში თავისუფლად დავდიოდი...

ამ მხეცს მამაოს დანახვა ისე გაუხარდა, ერთ რამედ ღირდა ამის ყურება. მოძღვარი მოეფერა, იმან თამაში წამოიწყო, მამაოს ხელებს ულოკავდა, პატარა ლეკვივით უჭერდა კბილებს და ხტოდა. უცებ მეც ძალიან მომინდა მოვფერებოდი და თავზე ხელი გადავუსვი. სიხარულისგან შემომახტა, მეც ხელებს მილოკავდა, ფეხებთან დაწვა და ზურგზე გადატრიალდა. ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვიყავი...

ეს ფოტოებიც სწორედ ამ დროს არის გადაღებული, ერთმა ჩემმა თანმხლებმა პირმა გადაგვიღო.

- ე.ი. გადაგრიათ და ყველა მითი და ლეგენდა იმის შესახებ, რომ მგელი მოუთვინიერებელი ცხოველია, დაამსხვრია?

- არა, ნადვილად არ თვინიერდება. ის ჩვეულებრივი მტაცებელია. მისი ბოლომდე ნდობა არ შეიძლება. მჯერა მამაჩემის, არავინ იცის როდის გაახსენდება თავისი სიმხეცე...

- მაგრამ მაინც უშიშარი ყოფილხართ...

- ცხოველების მართლა არასდროს მშინებია, მთელი ოჯახი ასე ვართ. რამდენიმე წლის წინ, პირველ "მეცხრე არხზე" მუშაობის პერიოდში რეპორტაჟი გავაკეთე. სპორტის სასახლეში რეპტილიები, ქვეწარმავლები ჰყავდათ ჩამოყვანილი. თეთრი პითონი რომ ვნახე, თვალები გამიფართოვდა, მომვლელმა შემომთავაზა, - შემოიხვიეო, კისერზე შემოვიხვიე და სტენდაფი ისე ჩაწერე. სრულიად უვნებელია, ტერარიუმში ცხოვრობს თბილად, რძეს ასმევენ, მაგრამ ინსტინქტი ხომ იმასაც აქვს? კისერში უკან, კეფაზე თავი შემიყო და დარჩა ამ პოზაში. არც მაშინ შემშინებია. ჩემ გარშემო ხალხი გადაირია, უცხოები ფოტოებს მიღებდნენ.

- ეს ცხოველების განსაკუთრებული სიყვარულია...

- ალბათ, რაც მშობლებისგან მომყვება... მამა 4 წლის წინ გარდაიცვალა და დარდისგან ჩვენი გერმანული ნაგაზიც მოკვდა.

- როგორც უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა ასე უეცრად სადმე მტაცებელს და მით უფრო მგელს გადაეყრება?

- ალბათ, ისე, როგორც მე (სიცილით ამბობს). თუ ხროვა შეგხვდათ, როგორც ვიცი, ეს ძალიან საშიშია... თუმცა სურათზე შეიძლება მომხიბლავი იყოს იმის ყურება, რომ მგელს ეთამაშები, მაგრამ ჩემს შემთხვევაში სულ სხვა რამეშია საქმე - ეს ადამიანის გაზრდილი მგელია, მოფერებასაა მიჩვეული, ამის მიუხედავად ის ტყეში ცხოვრობს და ნადირობს, ადამიანთან სიახლოვემ მასში მტაცებელი ვერ გააქრო. მგელი ერთადერთი ცხოველია, რომლის მოთვინიერებაც ადამიანმა დღემდე ვერ შეძლო.

ამიტომ არავის ვურჩევ, ტყეში თავგადასავლები ეძებოს... ზუსტად ამიტომ არ ვამხელ ამ მონასტრის ადგილმდებარეობას - ათასმა ადამიანმა მაინც მომწერა "ფეისბუქზე". შეიძლება შეცდომაც დავუშვი ეს ფოტოები რომ გამოვაქვეყნე, მაგრამ ისეთი ბედნირი ვიყავი, მინდოდა, ყველასთვის გამეზიარებინა რას ვგრძნობდი. მაგრამ მაინც, თუ სადმე სოფელთან ახლოს მგელს გადაეყარეთ, რომ არ უნდა გაიქცეთ, აუცილებლად გამოგეკიდებათ. ცხოველებს ადრენალინის სუნი აღიზიანებთ, რომელსაც ორგანიზმი შიშის დროს გამოყოფს. მოკლედ, ჯობია ტყეში მარტომ არ იაროთ. პრინციპში, მე გამიმართლა.

- სოფო, როგორც ვიცი, ნაკბენზე მეტად მათი დანერწყვაა საშიში, იმიტომ, რომ ცოფი ცხოველიდან ადამიანზე სწორედ ნერწყვის საშუალებით გადადის...

- გავრცელებული აზრი, რომ მგლები ცოფიანები არიან, აბსოლუტური სისულელეა. ხელი გაჭრილი არ მქონია, მერე ეს საპნით კარგად დავიბანე, მორჩა. თან, ის მგელი ცოფიანს სულ არ ჰგავდა, უსაყვარლესი იყო.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია