ცნობილი რუსი ჟურნალისტი, მატვეი განაპოლსკი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრისა და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებლის, კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას ეხმაურება.
"საშინელი დარტყმაა კახა ბენდუქიძის სიკვდილი, ამის წარმოდგენაც ძალიან რთულია. ერთის მხრივ, ეს დიდი დანაკლისია უკრაინისთვის, რომელსაც ის ბოლო დროს საქმიან სასარგებლო რჩევებს აძლევდა, მეორეს მხრივ - უფრო დიდი უბედურება არსებობს: რა ბედი ელის მის უნივერსიტეტს, რომელსაც ის პატრონაჟს უწევდა და რომელსაც ის აფინანსებდა. ახლა ამ ყველაფერს დაიტაცებენ, გაძარცვავენ და გაანადგურებენ, ყველას გაყრიან და არაფერი დარჩება - ასეთია ახლა საქართველო", - წერს განაპოლსკი.
შეგახსნეებთ, კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ გარდაიცვალა.
იხილეთ კახა ბენდუქიძის გარდაცვალებასთან დაკავშირებული სტატიები თეგზე #კახა ბენდუქიძე