კახა ბენდუქიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ცნობილი ადამიანები ეხმაურებიან.
გოგა ხაჩიძე, დეპუტატი:
"ადამიანი, რომლის გარდაცვალებაც ქვეყნის IQ-ზე აისახება.
ერთი სინათლეც გაქრა.
უბედური ვარ.
დიდი უბედურებაა".
დავით საყვარელიძე, დეპუტატი:
"არც კი ვიცი რა დავწერო ისეთი დამძიმებული ვარ... კახა ბენდუქუძის სახით თანამედროვე საქართველომ დიდი ადამიანი დაკარგა!.((( სულით და გულით მებრძოლი თანამედროვე და ძლიერი საქართველოსთვის...( ბედნიერი ვარ რომ ამ ადამიანთან მეგობრობის და თუნდაც მასთან ერთად ამ ქვეყნისთვის ბრძოლის საშუალება მქონდა...."
ნოე სულაბერიძე, პროდუსერი:
"ერთადერთი ტიპი იყო ამ ქვეყანაში ვინც განათლების სისტემა ყველაზე კარგად იცოდა! ძაან სამწუხაროა! RIP ბენდუქიძე".
ინგა გრიგოლია, ტელეწამყვანი:
"კახა ბენდუქიძის გარდაცვალებამ გული მომიკლა......ღმერთმა ნათელში ამყოფოს...."
ირაკლი ვაჭარაძე, "იდენტობის" ხელმძღვანელი:
"გარდაიცვალა ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი ქართველი, ბატონი კახა ბენდუქიძე. ლონდონში, სასტუმროში. გულის ოპერაცია გაიკეთა ლონდონშიო. ალბათ ვერ გადაიტანა"
კობა სუბელიანი, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:
"კახა ბენდუქიძე გარდაიცვალა
შეიწირეს კაცი :((("
ეკა ხერხეულიძე, "ნაციონალური მოძრაობის" წევრი:
"უნიათო მარგველაშვილს მინდა ვუთხრა - არაფრის მაქნისო შემთხვევითობავ, კახა ბენდუქიძე მაშინ მოკალით, როდესაც მის შექმნილ უნივერსიტეტს ლიცენზია გააუქმეთ, მერე ვიღაც უსაქმურები პროკურატურაში უსირცხვილოდ იბარებდნენ და ბოლოს ქვეყნიდან გააძევეთ!
გააგდეს ქვეყნიდან, ადგილი არ დაუტოვეს, ამ მხეცებმა
რამხელა დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის".
მარიამ საჯაია, დეპუტატი:
გული ჩამწყდა :(((( ძალიან ძალიან ვწუხვარ უდიდესი, უჭკვიანესი ადამიანის და ამასთანავე უბრალო "ბენდუს" გამო :(((
ნანუკა ჟორჟოლიანი, ტელეწამყვანი:
"აუცილებლად უნდა გარდაცვლილიყო რომ ეს სითბო მიეღო?!!!! ჩემს news feed ში ყველა მას სტირის. ცუქანა და ხითხითა. აუუუუ!!!!!!! ღმერთო!!!
ის იყო ძალიან მაგარი! ძალიან საყვარელი!! და ის დააკლდა ქვეყანას!
ღმერთო რა ცუდათ ვარ! ასე არ ვიცი რა ამატირებდაა!!!!!!!! აუუ!!!!! რა მაგარი იყო და რა საყვარელი!!!!!!!! ძაან ცუდათ ვარ!!!!".
დეფი, პოეტი:
"შოკი.
ძვირფასი მეგობარი კახა ბენდუქიძე. გენიალური, ბრწყინვალე გონება. სინდისი და ნათელი სული".
სოფო ტოროშელიძე, მომღერალი:
არაააა!!!
გია ცინაძე, მსახიობი:
"საქართველო შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი"
ამ სიტყვათა შეთანხმების გულწრფელობას,სიზუსტეს,არაპათეტიურობას.. დღეს, ახლა 2 წუთის წინ,ფბ-ზე შემოსვლისთანავე ისე მივხვდი და ვიგრძენი როგორც ჯერ არასდროს! ძალიან ცუდი დღე საქართველოს ისტორიაში,მისი მომავლისთვის კიდევ ერთი შეფერხება და გამოცდა!
ერთად აღებული ყველა მოღალატის,საბჭოელის და ინწილიგენციის ერთ დღეს გაქრობა დედამიწის ზურგიდან და მომავალში ქვეყნისთვის ხელის ვეღარ შეშლა(!) არ მოუტანს იმხელა დივიდენდებს ქვეყანას რასაც ამ ერთი კაცის სიცოცხლე .. !
(მაპატიეთ თუ ცოტა.. უცებ ცხელ ტვინზე ასე დამეწერა.. შოკში ვარ!)
დავით ზურაბიშვილი, მმართველი კოალიციის წევრი:
"რისი თქმაც მინდოდა კახა ბენდუქიძის გარდაცვალებაზე, პრინციპში ერთმა ჩემმა ფრენდმა უკვე თქვა და მასვე დავიმოწმებ:
იცით ჩემი დამოკიდებულება ბენდუქიძის მიმართ, მაგრამ ნამდვილად საწყენია გარდაცვალება იმ ადამიანისა, რომელმაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია ყველაზე სწორი მიმართულებით განახორციელა".
ნათია კობერიძე, ჟურნალისტი:
"ვაიმე, ძალიან ცუდად ვარ! კახა ბენდუქიძე!!!!".
მიშა თავხელიძე, ექსპერტი:
"მამარდაშვილი, ბენდუქიძე... სიკვდილის ამათზე ღირსი, ქართველებო, სხვა ვერავინ მოძებნეთ?".
სტეფანე მღებრიშვილი, მომღერალი:
"ძალიან ვწუხვარ კახა ბენდუქიძის გარდაცვალების გამო. არა მარტო მე, ბევრი ფიქრობს, რომ სიტყვებით აღუწერავი, უპოზიტიურესი და იმედის მომცემი ადამიანი გამოაკლდა ქვეყანას...".
სხვა არაერთი ცნობილი თუ რიგითი მოქალაქე მწუხარებასა და თანაგრძნობას გარდაცვლილის ფოტოების გამოქვეყნებით გამოხატავს. მრავალი კომენტარი ქვეყნდება ასევე თავად კახა ბენდუქიძის გვერდზე.
შეგახსენებთ, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ინფორმაცია სოციალურ ქსელში რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა. ახლობლების ინფორმაციით, ბენდუქიძე გულის უკმარისობით ლონდონის ერთ-ერთ სასტუმროში დაიღუპა. ის ცოტა ხნის წინ სამკურნალოდ შვეიცარიაში იმყოფებოდა.