პარტნიორები:

    რატომ ვსუქდებით ზამთარში

    რატომ ვსუქდებით ზამთარში

    საკამათო არ არის, რომ ადამიანების უმრავლესობა ზამთრობით წონას იმატებს. რისი ბრალია ეს? ენდოკრინოლოგები ამბობენ, რომ დღის ხანგრძლივობის კლებას, მზის ნათების ინტენსივობის დაქვეითებას ორგანიზმის ბიოლოგიური საათი ახალ სისტემაში გადაჰყავს. ზამთარი ერთგვარი სტრესია ორგანიზმისთვის. უცხო არავისთვის არის, რომ აცივებასთან ერთად იმატებს მადა, კვების რეჟიმთან ერთად იცვლება ცხოვრების წესი, იკლებს ფიზიკური აქტივობა. იცვლება საკვების ხასიათიც. ორგანიზმი სიცივეს თავისებურად ებრძვის - იღებს ცხიმიან და კალორიულ საკვებს, დიდი რაოდენობით ჩაის, რძიან ყავას, კაპუჩინოს, ცხელ შოკოლადს.

    ნახშირწყლებთან ერთად კოფეინის ჭარბი მიღება ორგანიზმს ცხიმის დაგროვებას აიძულებს. გარდა ამისა, ზამთარში ნაკლებად ვიღებთ ვიტამინებით მდიდარ საკვებს, ვიტამინები კი, მოგეხსენებათ, ნივთიერებათა ცვლისათვის აუცილებელია. ზამთარში მეტაბოლიზმი ნელდება მინიმუმ სამი ფაქტორის გამო:

    1. ნაკლებად აქტიურია ფარისებრი ჯირკვალი, რომლის ჰორმონებიც დიდ გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლაზე, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია კი წონის მატებას იწვევს.

    2. ფიზიკური აქტიურობა მინიმუმამდეა დაყვანილი.

    3. სუსტდება მზის სინათლე - ენერგიის შესანიშნავი წყარო და ნივთიერებათა ცვლის ბუნებრივი კატალიზატორი. მეტაბოლიზმის შენელებას, კალორიული საკვების მიღებას და სხვა მიზეზებს ზედმეტი კილოგრამების დაგროვებამდე მივყავართ.

    საუკუნეების განმავლობაში ადამიანის ორგანიზმმა ისწავლა, ზამთრის სიცივეში გამოიმუშაოს მეტი და მეტი ენერგია, რათა გათბეს, უფრო სწორად, შეინარჩუნოს ტემპერატურა, რომელიც სჭირდება. ენერგიის წყარო კალორიებია - საწვავი, რომლის წყალობითაც ორგანიზმში ყველა სასიცოცხლო პროცესი ხორციელდება. კალორიების წყარო კი საკვები გახლავთ. განსაკუთრებით მაღალი ენერგეტიკული ღირებულებით გამოირჩევა ცხიმი. თუ 1 გრამი ნახშირწყალი ან ცილა 4 კილოკალორიას გვაძლევს, 1 გრამი ცხიმი 9 კილოკალორიით გვამარაგებს. ზამთარში ენერგიაზე მოთხოვნის მატებას ორგანიზმი სწორედ ცხიმიანი საკვების მიღებით პასუხობს.

    როგორ მოვიქცეთ, რომ ზამთარში წონაში არ მოვიმატოთ

    ამისთვის ზოგიერთი უსარგებლო, მავნე ინგრედიენტი უფრო სასარგებლოთი უნდა შევცვალოთ, შევამციროთ კერძებში ცხიმის, მარილის, შაქრის ოდენობა და გავზარდოთ ბოჭკოვანი ინგრედიენტების წილი. დავიწყოთ ერთი ინგრედიენტით, მაგალითად, ცხიმით. ცხოველური ცხიმის ნაცვლად მცენარეული გამოვიყენოთ, მოვშუშოთ ბოსტნეული ბულიონში, ღვინოში ან სოიის სოუსში. ცხიმის ოდენობა ისე შევამციროთ, რომ საგრძნობლად არ შეიცვალოს საკვების გემო, კონსისტენცია და გარეგნული სახე. ქათმისა და ინდაურის ხორცი კანგაცლილი მივირთვათ, სხვა სახეობის ხორცი კი მჭლე. რძის ნაწარმიდან არჩევანი შევაჩეროთ იმ პროდუქტებზე, რომლებსაც ცხიმის დაბალი შემცველობა აქვს. განაგრძეთ კითხვა

    8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

    კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

    მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს