მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დედის აღსარება: ''ოთხი შვილიდან მხოლოდ სამის ვარ ღვიძლი დედა''
დედის აღსარება: ''ოთხი შვილიდან მხოლოდ სამის ვარ ღვიძლი დედა''

ქალ­ბა­ტო­ნი ქე­თე­ვა­ნი ოთხი შვი­ლის დე­დაა, თუმ­ცა აქე­დან მისი ღვიძ­ლი მხო­ლოდ სა­მია. დაწ­ვრი­ლე­ბით თა­ვი­სი ოჯა­ხის ამ­ბავს თა­ვად მოგ­ვიყ­ვე­ბა...

- რა­ტომ­ღაც ქა­ლის ბუ­ნე­ბა ისეა მო­წყო­ბი­ლი, რომ მა­მა­კა­ცებს თით­ქმის ყვე­ლა­ფერს შე­ვუმ­დობთ. იმა­ზე დიდი სა­ში­ნე­ლე­ბა რაღა უნდა იყოს, როცა კაცი გღა­ლა­ტობს და ამა­ზე თვალს ხუ­ჭავ?! მე და ჩემი მე­უღ­ლის შემ­თხვე­ვა­ში ღა­ლა­ტი არ ყო­ფი­ლა, ჩვე­ნი შე­უღ­ლე­ბის შემ­დეგ მას ჩემ გარ­და ქალი აღარ ჰყო­ლია და ამი­ტომ ვა­პა­ტიე ის ტყუ­ი­ლი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც მინ­და გი­ამ­ბოთ.

მე და ზუ­რამ ოჯა­ხი ისეთ ასაკ­ში შევ­ქმე­ნით, როცა ორი­ვეს კარ­გად გვქონ­და ეს ნა­ბი­ჯი გა­აზ­რე­ბუ­ლი. ის ოც­და­ექ­ვსი წლის იყო, მე ოც­და­ხუ­თი სწო­რედ მის ოჯახ­ში შე­მის­რულ­და. ზუ­რას შე­სა­ნიშ­ნა­ვი მშობ­ლე­ბი ჰყავ­და, მაგ­რამ ერთ წე­ლი­წად­ში გა­მოგ­ვე­ცალ­ნენ ხე­ლი­დან. დე­დამ­თი­ლი რომ და­ი­ღუ­პა, ჩემი მა­მამ­თი­ლი ლო­გი­ნად ჩა­ვარ­და. ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­წოლ­ში იწვა, იქვე ვაჭ­მევ­დი, ვბან­დი... ძა­ლი­ან მი­ჭირ­და მისი მოვ­ლა. ზურა მუ­შა­ობ­და და მთე­ლი დღე სახ­ლი­დან იყო გა­სუ­ლი, ამი­ტომ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა მე მი­წევ­და. ამ სი­ტუ­ა­ცი­ას ისიც არ­თუ­ლებ­და, რომ უკვე ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი და მძი­მის აწე­ვა არ შე­იძ­ლე­ბო­და. თან ტოქ­სი­კო­ზი მქონ­და, რა­საც ვჭამ­დი, არა­ფე­რი მერ­გე­ბო­და. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, ზურა რო­გორ გა­ნიც­დი­და ამ ამ­ბავს, მაგ­რამ რა გვექ­ნა, სხვა გზა არ იყო... ოთხი თვის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი, როცა ჩემი მა­მამ­თი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ძა­ლი­ან გან­ვი­ცა­დე. ჩემი მე­უღ­ლის მშობ­ლე­ბი სა­კუ­თა­რი­ვით და­ვი­ტი­რე. ზურა თავ­ზე მევ­ლე­ბო­და, ძა­ლი­ან მა­ფა­სებ­და იმის გამო, რაც გა­ვა­კე­თე. მერე ჩვე­ნი პირ­ვე­ლი შვი­ლიც გაჩ­ნდა, ურ­თუ­ლე­სი მშო­ბი­ა­რო­ბა მქონ­და და კი­ნა­ღამ გა­დავ­ყე­ვი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ბავ­შვი ჯან­მრთე­ლი და­ი­ბა­და, მეც ნელ-ნელა მოვ­ყო­ჩაღ­დი. იმ პე­რი­ოდ­ში არ ვმუ­შა­ობ­დი, თუმ­ცა ძი­ძის აყ­ვა­ნა და სამ­სახ­ხუ­რის და­წყე­ბა მინ­დო­და. მარ­თა­ლია, ზუ­რას კარ­გი ხელ­ფა­სი ჰქონ­და, მაგ­რამ სა­კუ­თა­რი ჯი­ბის ფული სულ სხვაა. მაგ­რამ ისე მოხ­და, რომ ოთხ თვე­ში ისევ დავ­ფეხ­მძიმ­დი, აბორ­ტის გა­კე­თე­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი, მაგ­რამ მერე გა­და­ვი­ფიქ­რე. პა­რა­ტა გოგო აღარ ვარ, ბა­რემ მე­ო­რე­საც გა­ვა­ჩენ, პა­ტა­რებს ერ­თად წა­მოვზრდი და სამ­სა­ხურ­ზე მერე ვიზ­რუ­ნებ-მეთ­ქი. მე­ო­რე ორ­სუ­ლო­ბა შე­და­რე­ბით უფრო კარ­გი მქონ­და და ცხრა თვის თავ­ზე ერ­თის მა­გივ­რად ორი ბავ­შვი გა­მიჩ­ნდა.

- ტყუ­პი გა­ა­ჩი­ნეთ?

- დიახ, ანას­ტა­სია და კონ­სტან­ტი­ნე. პირ­ველს ელი­სა­ბე­დი და­ვარ­ქვით, ჩემი დე­დამ­თი­ლის სა­ხე­ლი. ასე უც­ბად აღ­მოვ­ჩნდი სამი შვი­ლის დედა. სა­ბედ­ნი­ე­როდ, დე­ი­და­ჩე­მი მო­დი­ო­და და მეხ­მა­რე­ბო­და, თო­რემ მარ­ტო ნამ­დვი­ლად ვე­რა­ფერს გა­ვარ­თმევ­დი თავს. დღის ბო­ლოს ისე ვიღ­ლე­ბო­დი, ფეხ­ზე ვე­ღარ ვდგე­ბო­დი.

- თქვე­ნი მე­უღ­ლე რას ამ­ბობ­და?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას გა­ნიც­დი­და, მე­უბ­ნე­ბო­და, დამ­ხა­მა­რე ქალი ავიყ­ვა­ნო­თო, მაგ­რამ მე სას­ტი­კი წი­ნა­აღ­მდე­გი ვი­ყა­ვი. უცხო ქალს კი არა, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით დე­ი­და­ჩემ­საც კი ვერ ვუ­ტო­ვებ­დი ბავ­შვებს. რა ვქნა, ასე­თი გიჟი დედა ვარ (იღი­მის).

- ასე რო­დემ­დე გა­ძე­ლით?

- მე სა­ა­მა­ყოდ მაქვს, რომ ჩემი შვი­ლე­ბი ჩემი გაზ­რდი­ლე­ბი არი­ან. შე­იძ­ლე­ბა ამა­ზე ბევ­რს გა­ე­ცი­ნოს, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. სწო­რედ ამი­ტომ ვუყ­ვარ­დი და მა­ფა­სებ­და ზურა. მერე კი­დევ უფრო და­მა­ფა­სა, როცა ერთ დღე­საც სახ­ლში ოთხი წლის გო­გო­ნა მო­იყ­ვა­ნა და მი­თხრა, ობო­ლია, მშობ­ლე­ბი ავა­რი­ა­ში და­ე­ღუ­პა, არა­ვინ ჰყავს და ჩვენ გავ­ზარ­დო­თო.

- ბავ­შვი სა­ი­დან მო­იყ­ვა­ნა?

- თა­ნამ­შრომ­ლის მე­ზო­ბე­ლი­აო, ასე მი­თხრა. ყვე­ლა სა­ჭი­რო სა­ბუთს ერთ კვი­რა­ში მო­ვუყ­რი თავს და მო­ვა­წეს­რი­გებ, თუ შენ თა­ნახ­მა იქ­ნე­ბი, ვიშ­ვი­ლო­თო. სხვა არა­ფე­რი მი­კი­თხავს, ჩემს მე­უღ­ლეს ვენ­დო­ბო­დი და ეჭვი არა­ფერ­ში შე­მი­ტა­ნია. ბავ­შვი ზუ­რას ჰგავ­და, მაგ­რამ მა­შინ ეს არ შე­მი­ნიშ­ნავს. თურ­მე მისი შვი­ლი იყო.

გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

დედის აღსარება: ''ოთხი შვილიდან მხოლოდ სამის ვარ ღვიძლი დედა''

დედის აღსარება: ''ოთხი შვილიდან მხოლოდ სამის ვარ ღვიძლი დედა''

ქალბატონი ქეთევანი ოთხი შვილის დედაა, თუმცა აქედან მისი ღვიძლი მხოლოდ სამია. დაწვრილებით თავისი ოჯახის ამბავს თავად მოგვიყვება...

- რატომღაც ქალის ბუნება ისეა მოწყობილი, რომ მამაკაცებს თითქმის ყველაფერს შევუმდობთ. იმაზე დიდი საშინელება რაღა უნდა იყოს, როცა კაცი გღალატობს და ამაზე თვალს ხუჭავ?! მე და ჩემი მეუღლის შემთხვევაში ღალატი არ ყოფილა, ჩვენი შეუღლების შემდეგ მას ჩემ გარდა ქალი აღარ ჰყოლია და ამიტომ ვაპატიე ის ტყუილი, რომლის შესახებაც მინდა გიამბოთ.

მე და ზურამ ოჯახი ისეთ ასაკში შევქმენით, როცა ორივეს კარგად გვქონდა ეს ნაბიჯი გააზრებული. ის ოცდაექვსი წლის იყო, მე ოცდახუთი სწორედ მის ოჯახში შემისრულდა. ზურას შესანიშნავი მშობლები ჰყავდა, მაგრამ ერთ წელიწადში გამოგვეცალნენ ხელიდან. დედამთილი რომ დაიღუპა, ჩემი მამამთილი ლოგინად ჩავარდა. ექვსი თვის განმავლობაში საწოლში იწვა, იქვე ვაჭმევდი, ვბანდი... ძალიან მიჭირდა მისი მოვლა. ზურა მუშაობდა და მთელი დღე სახლიდან იყო გასული, ამიტომ ყველაფრის გაკეთება მე მიწევდა. ამ სიტუაციას ისიც ართულებდა, რომ უკვე ორსულად ვიყავი და მძიმის აწევა არ შეიძლებოდა. თან ტოქსიკოზი მქონდა, რასაც ვჭამდი, არაფერი მერგებოდა. ვერ წარმოიდგენთ, ზურა როგორ განიცდიდა ამ ამბავს, მაგრამ რა გვექნა, სხვა გზა არ იყო... ოთხი თვის ორსული ვიყავი, როცა ჩემი მამამთილი გარდაიცვალა. ძალიან განვიცადე. ჩემი მეუღლის მშობლები საკუთარივით დავიტირე. ზურა თავზე მევლებოდა, ძალიან მაფასებდა იმის გამო, რაც გავაკეთე. მერე ჩვენი პირველი შვილიც გაჩნდა, ურთულესი მშობიარობა მქონდა და კინაღამ გადავყევი. საბედნიეროდ, ბავშვი ჯანმრთელი დაიბადა, მეც ნელ-ნელა მოვყოჩაღდი. იმ პერიოდში არ ვმუშაობდი, თუმცა ძიძის აყვანა და სამსახხურის დაწყება მინდოდა. მართალია, ზურას კარგი ხელფასი ჰქონდა, მაგრამ საკუთარი ჯიბის ფული სულ სხვაა. მაგრამ ისე მოხდა, რომ ოთხ თვეში ისევ დავფეხმძიმდი, აბორტის გაკეთებაზე ვფიქრობდი, მაგრამ მერე გადავიფიქრე. პარატა გოგო აღარ ვარ, ბარემ მეორესაც გავაჩენ, პატარებს ერთად წამოვზრდი და სამსახურზე მერე ვიზრუნებ-მეთქი. მეორე ორსულობა შედარებით უფრო კარგი მქონდა და ცხრა თვის თავზე ერთის მაგივრად ორი ბავშვი გამიჩნდა.

- ტყუპი გააჩინეთ?

- დიახ, ანასტასია და კონსტანტინე. პირველს ელისაბედი დავარქვით, ჩემი დედამთილის სახელი. ასე უცბად აღმოვჩნდი სამი შვილის დედა. საბედნიეროდ, დეიდაჩემი მოდიოდა და მეხმარებოდა, თორემ მარტო ნამდვილად ვერაფერს გავართმევდი თავს. დღის ბოლოს ისე ვიღლებოდი, ფეხზე ვეღარ ვდგებოდი.

- თქვენი მეუღლე რას ამბობდა?

- რასაკვირველია, ჩემს მდგომარეობას განიცდიდა, მეუბნებოდა, დამხამარე ქალი ავიყვანოთო, მაგრამ მე სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი. უცხო ქალს კი არა, რამდენიმე საათით დეიდაჩემსაც კი ვერ ვუტოვებდი ბავშვებს. რა ვქნა, ასეთი გიჟი დედა ვარ (იღიმის).

- ასე როდემდე გაძელით?

- მე საამაყოდ მაქვს, რომ ჩემი შვილები ჩემი გაზრდილები არიან. შეიძლება ამაზე ბევრს გაეცინოს, მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ ვუყვარდი და მაფასებდა ზურა. მერე კიდევ უფრო დამაფასა, როცა ერთ დღესაც სახლში ოთხი წლის გოგონა მოიყვანა და მითხრა, ობოლია, მშობლები ავარიაში დაეღუპა, არავინ ჰყავს და ჩვენ გავზარდოთო.

- ბავშვი საიდან მოიყვანა?

- თანამშრომლის მეზობელიაო, ასე მითხრა. ყველა საჭირო საბუთს ერთ კვირაში მოვუყრი თავს და მოვაწესრიგებ, თუ შენ თანახმა იქნები, ვიშვილოთო. სხვა არაფერი მიკითხავს, ჩემს მეუღლეს ვენდობოდი და ეჭვი არაფერში შემიტანია. ბავშვი ზურას ჰგავდა, მაგრამ მაშინ ეს არ შემინიშნავს. თურმე მისი შვილი იყო.

გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

×
Live: ეთერშია "360 გრადუსი"