ორი წლის ირანელი გოგონა, რომელიც წერეთლის გამზირზე მე-6 სართულიდან გადმოვარდა, იაშვილის სახელობის კლინიკაში რჩება.
როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი კლინიკიდან იუწყება, ამ დროისთვის ექიმები არ აკონკრეტებენ, თუ როგორია ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
იაშვილის კლინიკაში იმყოფებიან გოგონას მშობლები და ოჯახის ახლობლები. ბაშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.
თბილისში, წერეთლის გამზირზე მცირეწლოვანი ბავშვი მე-6 სართულიდან გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი ბინაში მარტო იყო დატოვებული.
ოჯახი ირანიდან არის და წერეთლის 55 ნომერში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. შემთხვევის დროს ბავშვის მშობლები სახლში არ იმყოფებოდნენ.